imedi /  21 ნოემბერი 2019, 12:23 / სანდო წყარო

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ

ბარსელონას ექიმები

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ექიმები, რამონ კუგატი და მონსერატ გარსია ბალეტბო შეუერთდნენ. ცნობილი ექიმების მიმართვა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათი თქმით, ისინი ექიმს იცნობენ და დაუყოვნებლივ მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. მას იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა.  ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილი, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გამო არ წასულა. მისი, როგორც ექიმის ერთადერთი მიზანი, პაციენტის მონახულება იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განიხილონ და გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რომ მისი, მისი ოჯახისა და  მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითიც შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გვერწმუნეთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“, - წერენ „ბარსელონის“ ექიმები. 

 

პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას თქმით , ექიმის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ციხეში ექიმს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ყველა სიახლე

ჩილე

10 დეკემბერი 2019, 10:01

მსოფლიო

ანტარქტიდასთან ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

C130 Hercules-ი ა ქალაქ პუნტა-არენასიდან გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზვრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალის გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაერო

10 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

გაეროს გენერალური ასამბლეა ყირიმიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

ამ დოკუმენტით რუსეთს მოუწოდებენ ყირიმიდან თავისი ჯარები გაიყვანოს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტს მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, 19 კი წინააღმდეგი იყო.

წლის ადამიანი

10 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

შორთლისტში ასევე არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.

ვლადიმერ პუტინი

10 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

პუტინი: ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. კრემლის ლიდერმა საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილს „ბოევიკი“ უწოდა.

ნორმანდიული ოთხეული

10 დეკემბერი 2019, 08:27

მსოფლიო

ცნობილია რაზე შეთანხმდნენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები სამიტზე

საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 3 ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, მინსკის შეთანხმების პოლიტიკური პირობების რეალიზაციისთვის ზომების მიღება და გაგრძელება.

მეგზევის დღე

10 დეკემბერი 2019, 08:09

საქართველო

10 დეკემბერი მეგზევის დღეა

სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, დღეს „მეგზევის დღე“ აღინიშნება. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე დეპარტამენტის წლის ანგარიშს წარადგენენ და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან.

ჟენევა

10 დეკემბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი იწყება

მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდი 11 დეკემბერს შედგება, თუმცა მანამდე, შეხვედრა დღეს თანათავმჯდომარეებთან გაიმართება. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

დაჭრა

10 დეკემბერი 2019, 00:52

ძალოვნები

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

10 დეკემბერი 2019, 00:32

მსოფლიო

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრით კმაყოფილია

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში გაიმართა და საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია.

10 დეკემბერი 2019, 00:18

კულტურა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის ფილმი დაასახელა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ვერსიით, 2019 წლის საუკეთესო ფილმი პონ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ გახდა. ექსპერტებმა ეს ფილმი ასევე გამოარჩიეს კატეგორიებში „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“.

თამარ ჩუგოშვილი

09 დეკემბერი 2019, 23:31

საქართველო

ჩუგოშვილი არ გამორიცხავს რომ მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას და მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას მხარს არ დაუჭერს

როგორც თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვინც პროცესს ღირსეულად გაართვა თავი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები იურიდიულ კომიტეტში.

ბენქსი

09 დეკემბერი 2019, 23:05

კულტურა

ბენქსიმ საშობაო გრაფიტი დახატა. ვიდეო

„ღმერთო, დალოცე ბირმინგემი“- ასეთი აღწერა აქვს ვიდეოს. როგორც ბენქსი წერს, 20 წუთის განმავლობაში, სანამ გადაღებები მიმდინარეობდა, უსახლკარო კაცის როლის შემსრულებელთან გამვლელები მივიდნენ. მათ კაცს ცხელი სასმელი, 2 შოკოლადი და სანთებელა შესთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი უთხოვია.

არტურ ანქვაბი

09 დეკემბერი 2019, 22:52

ძალოვნები

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ექს კანდიდატი არტურ ანქვაბი 2 თვით დააპატიმრეს. როგორც რუსული მედია წერს, ის ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. არტურ ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.

დონალდ ტრამპი

09 დეკემბერი 2019, 22:38

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები ტრამპს კატასტროფული შედეგის თავიდან ასაცილებლად დაფიქრებას ურჩევენ

ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეურაცხმყოფელი განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მმართველი პარტიის ვიცეპრეზიდენტი რი სუ იონგის თქმით, ტრამპი განცხადებებამდე ორჯერ უნდა დაფიქრდეს, თუ კატასტროფული შედეგის მიღება არ სურს.

ნინო ბურჯანაძე

09 დეკემბერი 2019, 21:59

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება. გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.

ცხინვალი

09 დეკემბერი 2019, 21:44

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრები მერაბ და ავთო გამხიტაშვილები. 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილი, როგორც არასრულწლოვანი გაათავისუფლეს.

ოპოზიცია

09 დეკემბერი 2019, 21:31

საქართველო

ოპოზიციამ 12 დეკემბრისთვის პარლამენტის პიკეტირება დაგეგმა

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. აქციების შესახებ გეგმები ოპოზიციის ლიდერებმა „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე დასახეს. ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პიკეტირება პარლამენტში მოსამართლეების საკითხის განხილვას დაემთხვევა.

პოლ უოლკერი

09 დეკემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

ამერიკელი ეკონომისტი პოლ უოლკერი გარდაიცვალა

პოლ უოლკერი 60 წელზე მეტ ხანს აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. 1979-1987 წელს ის ფედერალურ სარეზერვო სისტემის მმართველი იყო. სააგენტოში მუშაობისას ის ინფლაციასთან ბრძოლის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში აშშ-ში ინფლაცია 11,20%-დან 3,66%-მდე შემცირდა.

პაველ კოლობკოვი

09 დეკემბერი 2019, 21:01

სპორტი

რუსეთის სპორტის მინისტრი: დოპინგსკანდალის მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ

ეს კომენტარი მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აეკრძალა.

ნორმანდიული ოთხეული

09 დეკემბერი 2019, 21:00

მსოფლიო

პარიზში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა იმართება

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში იმართება და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირებას ეძღვნება.