imedi /  21 ნოემბერი 2019, 16:20 / სანდო წყარო

ცხინვალის რეჟიმი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლას უპერსპექტივოდ მიიჩნევს

ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი მიიჩნევს, რომ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვარი 9 ნოემბერს დაარღვია და ეს კარგად მომზადებული, წინასწარ დაგეგმილი იყო, - ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ წერს. 

ე.წ. კომიტეტი გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ზეწოლას უპერსპექტივოდ მიიჩნევს, ე.წ. საზღვარზე „პროვოკაციის ფაქტს“ კი თბილისში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

„ნოემბრის დასაწყისში ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვარგარეთ მივლინებაში იყო, რა დროსაც ბალტიისპირეთის ქვეყნები მოინახულა, მათ შორის ესტონეთი. 4 ნოემბერს ის დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით პაციენტებს იღებდა კლინიკა „მედიქლაბ-ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს გაფრინდაშვილის „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე, „სოლოს“  პრემიალურ პაკეტზე ჩაირიცხა ფულადი გზავნილი 21 000 ლარის ოდენობით. 8 ნოემბერს გაფრინდაშვილმა თავის კლიენტებთან საუბარში შეატყობინა მათ, რომ შაბათსა და კვირას ის თბილისში არ იქნებოდა და მიღებას მხოლოდ ორშაბათიდან, 11 რიცხვიდან განაგრძობდა“, – ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციაში.

ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ აქვთ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრის 3 ჩანაწერი.

„დაკითხვის დროს გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ ე.წ. საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან სოფელ მონასტერში ეკლესიის მონახულება სურდა, თუმცა ვერ შეძლო. თავისი რელიგიური შეხედულებებისა და რწმენის შესახებ მკაფიოდ ისაუბრა. ასევე, გაფრინდაშვილმა პარტიული კუთვნილების შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. განაცხადა, რომ მომხრეა, საქართველოს ნატოში მალე გაწევრიანების, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას განიხილავს, როგორც „საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების განხორციელებას თავისუფლად გადაადგილებაზე“, სამხრეთ ოსეთს „საქართველოს ტერიტორიად, რუსეთის მიერ ოკუპირებულად“, რუსეთს კი, საქართველოს სახელმწიფოს მთავარ მტრად მიიჩნევს. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს, აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტების ცვლილება", - აცხადებენ ე.წ. კომიტეტში.

ცხინვალის რეჟიმი ასევე აცხადებს, რომ საქართველოსა და დასავლურ მედიაში გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით გაჩაღებული „ისტერიით“, კომიტეტი პირდაპირ აკავშირებს პროვოკაციას საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან.

დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. „ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს", - აღნიშნა ელჩმა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით კი, ექიმის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ციხეში ექიმს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ყველა სიახლე

მწვანე ბარათი

07 დეკემბერი 2019, 00:35

საქართველო

მედია: 10 წელიწადში აშშ-ის მწვანე ბარათის მფლობელი საქართველოს 8 096 მოქალაქე გახდა

აშშ-ის „მწვანე ბარათის“ მფლობელი 2019 წელს საქართველოს 1131 მოქალაქე გახდა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, 2018 წელს „მწვანე ბარათის“ გამარჯვებული 867 მოქალაქე გახდა, 2017 წელს კი 1195.

შეზღუდვა გზებზე

07 დეკემბერი 2019, 00:08

საქართველო

ქუთაისის შემოვლით გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობის ფარგლებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე, ნაწილობრივ შეიზღუდება.

ელიოტ ენგელი

06 დეკემბერი 2019, 23:33

საქართველო

ელიოტ ენგელი ქართველ მეგობრებს NDI-სა და IRI-სთან პარტნიორობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

პრინცესა დიანა

06 დეკემბერი 2019, 23:15

ტაბლოიდი

პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას აუქციონზე გაიტანენ

პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას, მათ შორის ბრიტანელი დიზაინერის ვიქტორ ედელშტეინის მიერ შექმნილ ცნობილ მოდელს აუქციონზე გაიტანენ. დიანას მუქი ლურჯი უმკლავო კაბა თეთრ სახლში 1985 წელს მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ვახშამზე ეცვა. მან ამ დღეს ტრავოლტასთან ერთად იცეკვა და კაბამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

06 დეკემბერი 2019, 22:53

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაცნო. საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2019, 22:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

„ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ვარსკვლავის გახსნა

06 დეკემბერი 2019, 22:42

კულტურა

გორში, ერისთავის თეატრთან ლეო ოზგებაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

პირველი ვარსკვლავი ერისთავის თეატრის წინ. დამსახურებულ არტისტს და გორელების საყვარელ მსახიობ ლეო ოზგებაშვილს ფოიერვერკის თანხლებით ვარსკვლავი გაუხსნეს. ის წელს იუბილარია, დაბადებიდან 80 და სცენაზე ყოფნის 60 წლისთავს აღნიშნავს.

06 დეკემბერი 2019, 22:33

საქართველო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს

„შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება.

მუზეუმი

06 დეკემბერი 2019, 22:31

კულტურა

გერმანულ მუზეუმს 40 წლის წინ მოპარული 5 ნახატი დაუბრუნეს

საუბარია უფროსი ჰანს გოლბეინის, უფროსი იან გრეიბელის, ანტონ ვან დეიკის, ფრანს ჰალსისა და იან ლივენსის ტილოებზე. ეს ნახატები მუზეუმიდან 1979 წლის დეკემბერში მოიპარეს. ეს მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა გახდა.

ლიბრა

06 დეკემბერი 2019, 22:17

ეკონომიკა

ევროკავშირი ბაზარზე Facebook-ის კრიპტოვალუტას არ დაუშვებს

Facebook-ი კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვებას 2020 წლიდან გეგმავს, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე მისი გამოყენება არ მოხდება. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Libra-სთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცესი უნდა დასრულდეს და არსებული რისკები შეფასდეს.

ციგურაობა

06 დეკემბერი 2019, 22:10

სპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდა , სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ თავიანთი სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში პირველად, 142 ,54 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

პრემიერა

06 დეკემბერი 2019, 21:59

კულტურა

მარჯანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერისთვის ემზადებიან. რეჟისორმა გიორგი კავილაძემ სპექტაკლი „ვარდის სვირინგი“, ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. პრემიერა 8 დეკემბერს არის დანიშნული.

06 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ევროკავშირში 2020 წლიდან ავტოგამონაბოლქვზე რეგულირება მკაცრდება

2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში ავტომანქანების მწარმოებელი კომპანიებისთვის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი წესები ამოქმედდება. კერძოდ, ავტომობილებმა 1 კილომეტრის გავლისას გამონაბოლქვში 95 გრამ ნახშირორჟანგზე მეტი არ უნდა გამოყონ.

ბერი

06 დეკემბერი 2019, 21:27

ძალოვნები

რას წერს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი აღიარებით ჩვენებაში

„ქრონიკამ“ იმ ათონელი ბერის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რომელსაც სამართალდამცველები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. როგორც ჩვენებაში წერია, ათონში მოღვაწე ბერმა მალანიას ჩანთა თბილისში წასაღებად გადასცა, თუმცა არ უთქვამს, რომ მასში ნარკოტიკი იყო მოთავსებული.

ექსტრადიცია

06 დეკემბერი 2019, 21:10

ძალოვნები

საქართველომ რუსეთს ძმები გლუშკოვები გადასცა

რუსეთის პროკურატურის მიერ თაღლითობაში ბრალდებული ძებნილი ძმები გლუშკოვები, საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა. მანამდე ვლადიმერ და ალექსანდრე გლუშკოვების რუსეთში ექსტრადირებაზე ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა. Imedinews-ს ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს.

06 დეკემბერი 2019, 21:07

ძალოვნები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოსწავლეები, რომლებიც ბრალდებულ მასწავლებელს ფოტოსესიაზე მიჰყავდა, სავარაუდოდ, დუმილის სანაცვლოდ, სახლში ძვირად ღირებული საჩუქრებით ბრუნდებოდნენ.

სლოვაკეთი აფეთქება

06 დეკემბერი 2019, 20:48

მსოფლიო

სლოვაკეთში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სლოვაკეთში 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პრეშოვში მოხდა. აფეთქება მე-9 და მე-12 სართულებს შორის მოხდა.

პელე

06 დეკემბერი 2019, 20:16

სპორტი

ტურინში, აუქციონზე პელეს ფორმა ‎€30 ათასად გაიყიდა

იტალიაში, ტურინში აუქციონი მოეწყო და ლეგენდარული ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს ფორმა 30 ათას ევროდ გაიყიდა. პელეს ეს ფორმა ბოლო სანაკრებო მატჩში, 1971 წელს იუგოსლავიასთან გამართულ შეხვედრაზე ეცვა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ზუგდიდის სასამართლო

06 დეკემბერი 2019, 20:14

ძალოვნები

ჩხოროწყუში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის ა.დ-ს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება კაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა გვარამია

06 დეკემბერი 2019, 19:51

ძალოვნები

პროკურორმა ნიკა გვარამიას დაკითხვის დეტალები განმარტა

გრიფით საიდუმლო საქმეს ენიჭება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით. ნიკა გვარამიას გააჩნდა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც იქნა დაბარებული მოწმის სახით“- განაცხადა პროკურორმა.