imedi /  22 ნოემბერი 2019, 17:09 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: დაკავებულების საქმეზე სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ის პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო.

„2019 წლის 19-20 ნოემბერს დასრულდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის სასამართლო განხილვა, სადაც 10 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა 1 პირს - ჯარიმა, ხოლო ერთს სიტყვიერი გაფრთხილება შეეფარდა. ორივე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სასამართლო განხილვების მიმდინარეობას. ამ პირთა დაკავების შემდგომი და სასამართლო პროცესი საპროცესო დარღვევებით წარიმართა, რაც სწრაფ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს“- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, დაკავებულების თქმით, „არ იცოდნენ დაკავების საფუძველი, არ ჰქონდათ ნანახი დაკავების ან სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ის პირები, ვინც გაეცნენ ოქმებს, კატეგორიულად უარყოფდნენ მათში ასახულ ინფორმაციას“.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებული პირები პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში მოინახულეს. მათი ნაწილი უთითებდა, რომ არ იცოდნენ დაკავების საფუძველი, არ ჰქონდათ ნანახი დაკავების ან სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ის პირები, ვინც გაეცნენ ოქმებს, კატეგორიულად უარყოფდნენ მათში ასახულ ინფორმაციას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული 20 პირი, რომლებიც სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ეზოში მოინახულეს. ეს პირები რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილებით ისხდნენ საპატრულო პოლიციის მანქანებში. რამდენიმე მათგანმა დააფიქსირა, რომ არ ეძლეოდათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა; ასევე არ ჰქონდათ ოჯახის წევრებისთვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და არც ის იცოდნენ, თავად პოლიციამ შეატყობინა თუ არა ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელი.

საგულისხმოა ისიც, რომ სამინისტროს შენობასთან მისულ ადვოკატებს აყოვნებდნენ, რაც დაკავებულებთან მათ შეხვედრას დამატებით ართულებდა. აღნიშნული პრობლემა სახალხო დამცველის რწმუნებულების ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა“- აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო.

„უპირველეს ყოვლისა, ნიშანდობლივია, რომ 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას.

ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა.

სასამართლომ ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილება სხვადასხვა მოსამართლეებს შორის, რათა სასამართლო განხილვები დროულად წარმართულიყო და საქმის გაჭიანურების გამო მოქალაქეთა თავისუფლება არაგონივრული ვადით არ შეზღუდულიყო.

რაც შეეხება უშუალოდ სხდომების მიმდინარეობას, სახალხო დამცველი განსაკუთრებით გამოყოფს ისეთი კატეგორიის დარღვევებს, რომელთაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:

სასამართლოში პოლიციის მიერ წარმოდგენილ ერთადერთი სანდო და ნეიტრალური მტკიცებულების - ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისას, პირთა და მათ მიერ ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევათა ზუსტი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რასაც, წესით, ადმინისტრაციული პატიმრობის სახდელად გამოყენება იმთავითვე უნდა გამოერიცხა.

უკიდურესად სამწუხაროა, რომ პოლიციელებმა არ წარმოადგინეს სამხრე კამერების ჩანაწერები, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობა სამხრე კამერების ვიდეო-ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით სასამართლომ გაუგებარი მიზეზით არ დააკმაყოფილა.

შედეგად, შეუძლებელი გახდა ეჭვების გაქარწყლება იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა დაკავების ოქმებზე ხელმომწერი პოლიციელები რეალურად შემთხვევის ადგილზე და მათ დააკავეს თუ არა მომიტინგეები. ამ ეჭვების გაღვივებას დამატებით შეუწყო ხელი იმანაც, რომ პოლიციელთა განმარტებები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. პოლიციელები ვერ იხსენებდნენ დაკავების დეტალებს, ვერ ამოიცნეს პირები, რომლებზეც აცხადებდნენ, რომ მათ დააკავეს, ვერ გაიხსენეს დაკავების ადგილი და სხვა გარემოებები.

მოცემული განხილვის ფარგლებში, დაცვის მხარეს არ მიეცა საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლებით რეალურად სარგებლობისთვის. მას შემდეგაც კი, რაც მოსამართლემ თავად არ გამოითხოვა პოლიციელთა სამხრე კამერების ჩანაწერები, მან არც დაცვის მხარეს მისცა საკმარისი დრო ვიდეოჩანაწერების მოსაპოვებლად და სასამართლოსთვის წარსადგენად. სხდომის მხოლოდ ერთი ან ორი საათით გადადება არათუ დაცვის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის აღმოჩნდა საკმარისი, არამედ თავად პოლიციელებმაც კი ვერ მოასწრეს, გაცნობოდნენ იმ მასალას, რომელიც სასამართლოში წარადგინეს.

მოსამართლემ გაუმართლებლად მცირე დრო განუსაზღვრა ადვოკატებს დაცვის უფლების უმთავრესი კომპონენტის - მოწმეთათვის კითხვების დასმისა და საბოლოო პოზიციის წარმოსადგენად. რამდენიმე შემთხვევაში, ადვოკატებისთვის განსაზღვრული დრო მხოლოდ რამდენიმე წუთს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა.

საბოლოო ჯამში, 19-20 ნოემბრის სასამართლო განხილვებმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები. კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს. ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესები და ეს სასამართლო განხილვებიც ადასტურებს, რომ კოდექსი მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს პარლამენტმა ახალი ნორმატიული აქტი. სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა 2019 წლის ივნისში სასამართლო მეგობრის მოსაზრებით კონსტიტუციური სარჩელზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებზე საუბრობს და მიუთითებს, რომ სასამართლო პრაქტიკა ამ მიმართულებით არ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სტანდარტებს. ამ მუხლებზე განვითარებული სასამართლო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, არ აკისრებს ოქმის შემდეგ პირს/ორგანოს მტკიცების ტვირთს, სასამართლოს - დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება“,- ნათქვამია განცხადებაში.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.  

18 ნოემბერს აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

ყველა სიახლე

შარლ გიუდენი

15 დეკემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს

ემანუელ მაკრონმა გენერლის ნეშტის გადაცემასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მოითხოვა და დაიგეგმა ცერემონია, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც იქნება მიწვეული. სმოლენსკის პარკში ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის, შარლ გიუდენის ნეშტი 2019 წლის ივლისში იპოვეს.

ბუგენვილი

15 დეკემბერი 2019, 22:17

მსოფლიო

წყნარ ოკეანეში მალე შესაძლოა ახალი ქვეყანა ბუგენვილი გაჩნდეს

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 98%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა, აქტივობა 87% იყო. რეფერენდუმს წინ უძღოდა ათწლიანი სამოქალაქო ომი, რომელშიც გარკვეული შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10% (სულ ცოტა15 ათასი ადამიანი) დაიღუპა.

დემონსტრაცია თურქეთში ფემინისტები

15 დეკემბერი 2019, 22:09

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტში ქალების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ქალებმა მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და ჩილეს ფემინისტური ჯგუფის Las Tesis სიმღერა „Rapist Is You“ (მოძალადე შენ ხარ) შეასრულეს. მათ კოლეგებს კი ხელში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული ქალების სურათები ეკავათ.

მესუთ ოზილი

15 დეკემბერი 2019, 21:46

სპორტი

მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს

ჩინეთის საზოგადოებრივმა არხმა CCTV-მა კვირას "არსენალი" - "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო მატჩი ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა Twitter-ზე ჩინეთში უიღური მუსლიმების მდგომარეობა გააკრიტიკა. "არსენალი" მისი ფეხბურთელის განცხადებას გაემიჯნა.

ევო მორალესი

15 დეკემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

ბოლივიის მთავრობა ევო მორალესის დაკავების ორდერს გასცემს

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟანინ ანიესმა განაცხადა. „მორალესმა იცის, რომ დაბურნების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მისი დაკავების ორდერიც გაიცემა, რადგან შესაბამის ორგანოებს ასეთი მოთხოვნით უკვე მივმართეთ“, - თქვა ანიესმა.

ბოტსვანა

15 დეკემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

ბოტსვანაში საკვლევი სპილოს მოკვლისთვის ორ მონადირეს ლიცენზია გაუუქმეს

მაიკლ ლი პოტერმა და კევინ შარპიმ ნადირობაზე ლიცენზია თავიანთი ინიციატივით ჩააბარეს. მაისში ბოტსვანამ სპილოებზე ნადირობის შესახებ აკრძალვა გააუქმა, რადგან ბოლო პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობასა სპილოებს შორის კონფლიქტიც გაიზარდა. ბოტსვანაში სპილოების რაოდენობამ 130 ათას მიაღწია.

შპიონი ჯაშუში ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 20:48

მსოფლიო

NYT: ვაშინგტომნმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინელი დიპლომატები ქვეყნიდან ჩუმად გააძევა

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებით, სულ ცოტა ერთ-ერთი დიპლომატი ჩინეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო. როგორც NYT-ი აღნიშნავს, ეს სავარაუდოდ 1987 წლის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დიპლომატის გაძევების პირველი შემთხვევაა.

წიწაკა ჩილი

15 დეკემბერი 2019, 20:31

ტექნოლოგიები

რატომ გვიყვარს ცხარე - სამი თეორია

მსოფლიოში ცხარე კერძების მილიარდობით მოყვარულია. BBC-მ ამ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ცდილობს უპასუხოს კითხვას - რატომ გვიყვარს ცხარე? სტატიაში ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხია წარდგენილი. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალებს და კაცებს ცხარე საკვების შერჩევისას სხვადასხა მიზეზები ამოძრავებთ.

ცენზურა

15 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

ტელეარხმა Россия 1 ეთერში სიმღერიდან სიტყვა „პროტესტები“ ამოჭრა

რუსულმა ტელეარხმა "Россия 1" ეთერიდან სიტყვა "პროტესტები" მუსიკალური დაჯილდოება "ვიქტორია"-დან ამოჭრა. ამის შესახებ მუსიკალურმა ჯგუფმა Би-2-მა დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა. ჯგუფ "კურტ კობეინის" სიმღერის დროს ვოკალისტის ხმა იქ წყდება, სადაც ის სიტყვა "პროტესტებს" ამბობს.

წყალდიდობა საფრანგეთი

15 დეკემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლელთით წყალდიდობას და ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 142 კილომეტრს აღწევდა. რეგიონიდან 600-მდე ადამიანია ევაკუირებული, 25 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გიგა ბოკერია

15 დეკემბერი 2019, 19:29

ძალოვნები

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 16 დეკემბერს უნდა მივიდეს. როგორც "იმედს" პროკურატურაში უთხრეს, საქმე უშიშროების საბჭოს პერიოდში მუშაობას შეეხება.

ამაზონის ტყე

15 დეკემბერი 2019, 19:21

მსოფლიო

ბრაზილიაში ამაზონის ტყეში ორჯერ მეტი ტყის მასივი გაიჩეხა ვიდრე გასულ წელს

INPE-ს მონაცემებით, ნოემბერში ამაზონში 563 კვადრატული კილომეტრის ტყე მოიჭრა, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 104 %-ით მეტია. ამასთან, ეს ერთი თვისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ. ჯამში 2019 წლის 11 თვეში 8974 კვადრატული კილომეტრი ტყე განადგურდა.

iPad

15 დეკემბერი 2019, 19:04

ტექნოლოგიები

Time-მა ათწლეულის მთავარი გაჯეტები დაასახელა

პირველ ადგილზე 2010 წელს გამოსული Apple-ის iPad-ია. გამოცემის აზრით, პლანშეტმა პერსონალური კომპიუტერების გაგებაში კულტურული ძვრა გამოიწვია და პორტატიული მოწყობილობების განვითარების მიმართულება დასახა. შემდეგი ადგილი სიაში Tesla Model S-ს ეკუთვნის, მესამეზე კი კომპიუტერი Raspberry Pi-ია.

კერი ლამი

15 დეკემბერი 2019, 18:43

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერი არჩევნებში დამარცხების შემდეგ პეკინში პირველად ჩადის

ვიზიტის ფარგლებში კერი ლამი ჩინეთის ხელისუფლებასთან განიხილავს ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს. ლამის ვიზიტმა ჩინეთში პოლიტიკური სპეკულაციები გამოიწვია.

თეა წულუკიანი

15 დეკემბერი 2019, 18:41

საქართველო

ოპოზიციის და მთავრობის შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების“ საკითხს შეეხნენ

ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. წულუკიანის თქმით, 87-კაციანი სია უცხოელ დიპლომატებს გრიგოლ ვაშაძემ წარუდგინა და დაპატიმრებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.

შსს

15 დეკემბერი 2019, 18:35

ძალოვნები

„მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დეტალები გაავრცელა

უწყების ცნობით, 10 დეკემბერს 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ბომბი

15 დეკემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

იტალიის ქალაქ ბრინდიზში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბომბის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბომბის გამო ქალაქიდან 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რაც მოსახლეობის 60%-ზე მეტია.ეს ქალაქის ისტორიაში ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ოპერაციაა. სპეციალისტები და დისტანციური მართვის რობოტი ბომბის გაუვნებელყოფაზე მუშაობენ.

 ოთარ ვარდიძე

15 დეკემბერი 2019, 18:07

საქართველო

მეკობრეების მიერ 1 თვის წინ დატყვევებული ბათუმელი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

მეზღვაურს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. ოთარ ვარდიძე 4 ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში მეკობრეებმა გაიტაცეს.

თეა წულუკიანი

15 დეკემბერი 2019, 17:58

საქართველო

წულუკიანი: დღეს ვერანაირი შედეგი ვერ დადგა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. წულუკიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში არსებობს, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ერაყი.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 17:49

საქართველო

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომელთა მიხედვითაც მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.