მარია კოტაევა: გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ცხინვალის რეჟიმის გადასაწყვეტია

მარია კოტაევა
ფოტო: Facebook
საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მიუხედავად გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხოლოდ ცხინვალის რეჟიმი გადაწყვეტს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაცის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ გაფრინდაშვილის დაკავების ირგვლივ ხელოვნური ხმაური ატეხა.
„ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით ყველა გამოვიდა: პატრიარქ ილია მეორეთი დაწყებული ამერიკის საელჩოთი დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ ყველა სპიკერი განცხადებებში სიტყვა „დაუყოვნებლივს“ იყენებს. ქართველმა პოლიტიკოსებმა და დასავლელმა დიპლომატებმა ვერ აითვისეს, რომ ისეთ მდგომარეობაში არ არიან, რომ სამხრეთ ოსეთს თავიანთი ახირებების დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვონ“, - განაცხადა მან.
კოტაევას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადაკვეთს სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“ - ექიმი, ბალერინა თუ ტრაქტორის მძღოლი.
„ჩვენთვის ისინი პირველ რიგში სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები არიან. ქართული მხარის გაფრინდაშვილის დაკავების პოლიტიკურ სივრცეში გადაყვანის მცდელობების მიუხედავად, საზღვრის დამრღვევების პატიმრობის საკითხს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ორგანოები გადაწყვეტენ და სხვა არავინ“, - აცხადებს კოტაევა.
15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.
19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.
მოგვიანებით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
ყველა სიახლე

12 დეკემბერი 2019, 18:30
მსოფლიო
Forbes-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა
ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე გავლენიანი 100 ქალი დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უკავია. მერკელი უკვე 9 წელია Forbes-ის სიის რეიტინგის სათავეშია. მეორე ადგილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდია.

12 დეკემბერი 2019, 18:25
სპორტი
UNESCO-მ ალპინიზმი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა
შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ბოგოტაში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა „ალპინიზმი ტრადიციული ფიზიკური პრაქტიკაა, რომელიც მაღალმთიანი რაიონების გარემოს, ამ აქტიურობის ისტორიის და ღირებულებების ცოდნით და განსაკუთრებული უნარების ქონით ხასიათდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

12 დეკემბერი 2019, 17:56
საქართველო
ოქრიაშვილმა განმარტა რატომ არ დაუჭირა მხარი მელიასთვის მანდატის შეწყვეტას
"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მან იმიტომ არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი, რომ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და ამის უფლება აქვს.

12 დეკემბერი 2019, 17:52
მსოფლიო
უკრაინაში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში მოსთხოვა.

12 დეკემბერი 2019, 17:47
სპორტი
ბორჯომი და ბაკურიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის 2025-ის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქია
ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე თებერვალში ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის წევრები ჩამოვლენ და სიტუაციას ადგილზე შეაფასებენ.

12 დეკემბერი 2019, 17:39
საქართველო
ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს
ეკა ბესელია პარლამენტის მიერ მოსამართლეების საკითხის განხილვის და მათი უვადოდ არჩევის შემდეგ იურიდიულ კომიტეტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

12 დეკემბერი 2019, 17:38
საქართველო
ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის ელჩთან განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ევროკავშირის ელჩთან იმსჯელა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“.

12 დეკემბერი 2019, 17:32
ეკონომიკა
„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეთ
კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიამ კომპანიები 17 ოქტომბერს გააფრთხილა.

12 დეკემბერი 2019, 17:27
კულტურა
ინდონეზიაში ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იპოვეს
ნახატზე ბიზონზე ნადირობის სცენაა გამოსახული. ცხოველის მოკვლას შუბებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ცხოველების ნაკვთები აქვთ. რადიოაქტიური ანალიზით დადგინდა, რომ გამოსახულება 44 ათასი წლის წინ შექმნეს.

12 დეკემბერი 2019, 17:22
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0235 თეთრი შეადგინა.

12 დეკემბერი 2019, 17:06
საქართველო
ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ არ მოვასვენებ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამით არაფერი იცვლება. პოლიტიკოსის განცხადებით, ის ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პარლამეტის წევრის სტატუსით იყო.

12 დეკემბერი 2019, 17:05
საქართველო
პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა უვადოდ, ეს ის კანდიდატები არიან, რომლებსაც რეკომენდაცია იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია.

12 დეკემბერი 2019, 16:58
მსოფლიო
პაკისტანში ადვოკატების მიერ საავადმყოფოს დარბევას მსხვერპლი მოჰყვა
საავადმყოფოში 200-ზე მეტი ადვოკატი შეიჭრა. მათ პერსონალს სცემეს, დაამტვრიეს ავეჯი და აღჭურვილობა, კლინიკასთან სადგომზე მყოფ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. შეშინებული მედპერსონალი დაიმალა და პაციენტები მიატოვა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

12 დეკემბერი 2019, 16:48
საქართველო
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მანამდე ამავე საკითხზე კენჭისყრა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში გაიმართა.

12 დეკემბერი 2019, 16:35
საქართველო
„ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა
დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ განცხადებას „ლიბერალი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო.

12 დეკემბერი 2019, 16:34
საქართველო
ლელა ქებურია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პარლამენტში გარკვეული ნივთიერება მან დაღვარა
„მე შესაბამისი მტკიცცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ესე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს „ქართული ოცნებისა“ არა ვარ ვალდებული აბსოლუტურად ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, - განაცხადა ქებურიამ.

12 დეკემბერი 2019, 16:23
კულტურა
Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოქვეყნდა
Netflix-მა YouTube-ს ოფიაციალურ არხზე სერიალ Witcher-ის ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში ყველა მთავარი გმირის ნახვაა შესაძლებელი. სერიალის პირველი სეზონი Netflix-ზე 20 დეკემბერს დაიწყება.

12 დეკემბერი 2019, 16:15
საქართველო
იძულებითი შესვენების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა
რამდენიმესაათიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა განახლდა. დეპუტატები სხდომათა დარბაზში იკრიბებიან. როგორც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტის მუშაობას ხელს ვერავინ შეუშლის.

12 დეკემბერი 2019, 15:55
საქართველო
ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს ანგარიში გააცნო
ქეთევან ციხელაშვილმა ანგარიშის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე განიხილეს ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტები და მხარეებმა სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

12 დეკემბერი 2019, 15:50
კულტურა
ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
რეჟისორი ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი 7 დეკემბერს, 53 წლისა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ზაზა ურუშაძემ, რომელიც ეროვნული კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, თანამდებობა სექტემბერში დატოვა.