imedi /  24 ნოემბერი 2019, 17:18 / სანდო წყარო

სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

ლეოგრანდი ხანძარი

სასტუმრო "ლეოგრანდი"

ბათუმში "ლეოგრანდის" ტრაგედია გაიხსენეს. სასტუროსთან მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს. "ლეოგრანთან" აჭარის მთავრობის წევრებიც მივიდნენ და დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

ორი წლის წინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე იყო. 

"ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროში ტექნიკურ მენეჯერს ფათიჰ იავუზს 5 წლით და 6 თვით, ხოლო საწყობის უფროსს გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველა სიახლე

თათა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 14:56

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: ცილისწამებისთვის ყველას სასამართლოში მოეთხოვება პასუხი

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა. ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2019, 14:53

საქართველო

კობახიძე: ევროსაბჭოს წარმომადგენლებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განემარტებათ

„განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ევროსაბჭოს უწოდებს ძალიან დაავადებულ ინსტიტუტს, (გიგა ბოკერიას განცხადება გახსოვთ), ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროსაბჭოსთან, რომ ყოველდღიურად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამგვარი ინსტიტუციების მიმართ, ევროსაბჭოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 14:35

საქართველო

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ სასტუმრო შერატონში 12:00 საათზე გამართება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2019, 14:31

საქართველო

უგულავა: თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბბინად გადაიქცა

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვედრაზე ოპოზიციამ დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზე საუბარს გეგმავს. ამის გარდა, პოლიტიკოსები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების თემასაც შეეხნენ. ლიდერებმა სასამართლო სისტემაზეც გაამახვილეს ყურადღებას.

ომარ ალ-ბაშირი

14 დეკემბერი 2019, 14:18

მსოფლიო

სუდანის ექსპრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

სუდანის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, ხანდაზმული ასაკის გამო 75 წლის ალ-ბაშირს სასჯელი 10-დან 2 წლამდე შეუმცირდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:52

საქართველო

სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულნი არიან EUMM და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები

,,ცხელი ხაზით’’ მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ლაშა ბექაური

14 დეკემბერი 2019, 13:46

სპორტი

ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ლაშამ ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა.

თამილა ლაფანაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:27

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში „კგბ“-ს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის ციხეშია შეზღუდული, დღეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ზეიმი ფერმკრთალდება. „ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.

ელტონ ჯონი

14 დეკემბერი 2019, 13:15

კულტურა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ელტონ ჯონის სიმღერის (Your Song) ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდა. ლოტში 180 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. სიმღერის ტექსტი ბერნი ტოპინის მიერ არის დაწერილი, რომელთანაც ლეგენდარულ მუსიკოსს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს.

ნარკოტიკი აეროპორტი

14 დეკემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

სტამბოლის აეროპორტში 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

სტამბოლის აეროპორტის სატვირთო ტერმინალში პოლიციამ 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღო. ამის შესახებ TRT Harber იტყობინება. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის ნარკოტიკ „კრატომზე“. ნარკოტიკის მსხვილი პარტია ინდონეზიიდან აშშ-ში გადაჰქონდათ.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი
ტონი ფერგიუსონი

14 დეკემბერი 2019, 12:53

სპორტი

ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლი ჰაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულს 18 აპრილს ნიუ-იორკში, ამერიკელი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი“ (UFC) ავრცელებს.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ვულოცავ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის იმედი მაქვს“, - წერს გახარია Twitter-ზე.

ერეკლე კუხიანიძე

14 დეკემბერი 2019, 12:23

საქართველო

საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს განმარტავს

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“.

დონალდ ტრამპი

14 დეკემბერი 2019, 12:01

მსოფლიო

CNN: ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომის მქონე პირთა რიცხვი შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირა იმ საჯარო მოხელეების რიცხვი, ვისაც უცხო ქვეყნის ლიდერებთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება ჰქონდა. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. ახლა სატელეფონო საუბრებზე წვდომა მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ.

ჯერალდ კოტენი

14 დეკემბერი 2019, 11:51

ეკონომიკა

კანადაში კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის დამფუძნებლის ექსჰუმაციას ითხოვენ

გაკოტრებული კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის აქციების მფლობელების ადვოკატები კანადის ხელისუფლებისგან კრიპტოვალუტის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის ექსჰუმაციას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მათი განცხადებით, კოტენი „საეჭვო გარემოებებში“ გარდაიცვალა.

14 დეკემბერი 2019, 11:04

მსოფლიო

სამოაში წითელამ 72 ადამიანი იმსხვერპლა

სამოაში მასობრივი ვაქცინაციის ფონზე წითელას ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულთა უმრავლესობა 4 წლამდე ბავშვია. ამ დროისთვის კლინიკებში 169 ინფიცირებული რჩება. 16 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დიდი ბრიტანეთი შოტლანდია

14 დეკემბერი 2019, 10:58

ტაბლოიდი

ჯონსონის გამარჯვების შემდეგ ბრიტანელები შოტლანდიაში ცხოვრებით დაინტერესდნენ

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, შოტლანდიაში პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტია დამარცხდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე Google-ის საძიებო სისტემის ტრენდებს შორის ფრაზა „move to Scotland“ (შოტლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა) აღმოჩნდა.

ლაგოდეხის ნაკრძალი

14 დეკემბერი 2019, 10:14

საქართველო

ლაგოდეხში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ჯონ ლენონის სათვალე

14 დეკემბერი 2019, 10:03

ეკონომიკა

ჯონ ლენონის სათვალე 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ჯონ ლენონის ლეგენდარული სათვალე Sotheby's-ის აუქციონზე გაყიდეს. უცნობმა კოლექციონერმა ის 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ლენონმა სათვალე პირველად 1966 წელს გაიკეთა, როდესაც რიჩარდ ლესტერის ფილმში „როგორ მოვიგე ომი“ მონაწილეობისთვის ემზადებოდა.

facebook

14 დეკემბერი 2019, 09:59

ტექნოლოგიები

უცნობმა პირმა Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები მოიპარა

უცნობმა პირმა მოიპარა რამდენიმე მყარი დისკი, რომელზეც კომპანია Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები ინახებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ბოროტმოქმედმა მყარი დისკები Facebook-ის ​ერთ-ერთი თანამშრომლის ავტომობილიდან მოიპარა.