imedi /  25 ნოემბერი 2019, 14:10 / სანდო წყარო

ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების წილი გაიზარდა

ჰაერის დაბინძურება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2011-2017 წლებში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების წილი გაიზარდა.

2017 წელს ჰაერში ნახშირჟანგის გაფრქვევის (CO) მაჩვენებელმა 105.1 ტონა შეადგინა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 103.3 ტონა იყო. ამავე პერიოდში აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევა 25.6 ტონას გაუტოლდა. 2016 წელს (25.0 ტონა) ნახშირწყალბადებისამ (NmVOC) კი 15.3 ტონა შეადგინა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 14.9 ტონა იყო. 

მყარი ნაწილაკების (PM1 0) გაფრქვევის (1.4 ტონა) და მყარი ნაწილაკების (PM2.5) (1,2 ტონა) უცვლელი დარჩა. 

ყველა სიახლე

13 დეკემბერი 2019, 22:36

საქართველო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართველი მოსამართლეების არჩევით იმედგაცრუებულია

ტიტუს კორლატეანია და კლოდ კერნის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი ზომების მიღება სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებელი სასამარლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის აღსადგენად. მათივე თქმით, ისინი აპირებენ მომდევნო წელს საქართველოში რეგულარულად ჩამოვიდნენ.

ვარსკვლავები

13 დეკემბერი 2019, 22:35

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ეგზოტიკური ფორმის ვარსკვლავები აღმოაჩინეს

ესპანელმა და პორტუგალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორიული მეთოდი და ბოზონის ვარსკვლავების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ვარსკვლავები შედგება ბოზონის ფერმიონებისგან. ასეთ ვარსკვლავებს აქვთ ბაგელის ფორმა და სწრაფად იფანტებან.

მასიმო ფერერო

13 დეკემბერი 2019, 22:14

სპორტი

„სამპდორიას“ პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა

იტალიის სერია A-ს კლუბ „სამპდორიას“ პრეზიდენტ მასიმო ფერეროს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა. ფერეროსთან ერთად საფეხბურთო საქმიანობა მის მეუღლე ვანესასაც აუკრძალეს, რომელიც კლუბის თანამფლობელია და ყველაფერი მასზეა გაფორმებული.

13 დეკემბერი 2019, 21:57

ეკონომიკა

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონისთვის ემზადებიან

როგორ ხვდება მთის კურორტები ზამთრის სეზონს? მოსამზადებელ სამუშაოს ბაკურიანში დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. კურორტზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბაკურიანში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს.

იოგა

13 დეკემბერი 2019, 21:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ მოქმედებს იოგა ტვინზე

ათწლეულის განმავლობაში მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ აერობიკული ვარჯიშები აძლიერებს ტვინსა და ხელს უწყობს ახალი ნეირონების ზრდას. ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იოგით დაკავებასაც ანალოგიური ეფექტი აქვს. სპეციალისტების მტკიცებით, იოგა ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას.

ნათია თურნავა

13 დეკემბერი 2019, 21:30

ეკონომიკა

თურნავა: პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 41 მილიონ ლარზე მეტი მოვიზიდეთ

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.

თევზები

13 დეკემბერი 2019, 21:15

ტექნოლოგიები

კალიფორნიის სანაპიროზე უცნაური ფორმის თევზები გამოირიყა

აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროზე წყალმა უცნაური ფორმის ათობით ათასი თევზი გამორიყა. BBC-ის ცნობით, „თევზი პენისი“ ჭიაყელების ნაირსახეობაა, რომელიც მიწის ქვეშ ბინადრობს. თუმცა ისინი წყალში რეგიონში შტორმის აქტიურობის შედეგად აღმოჩდნენ.

მაია შარაპოვა

13 დეკემბერი 2019, 21:09

კულტურა

შარაპოვა სერიალ „დილის შოუში“ გადაიღეს

სპორტსმენმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის სერიალის მსახიობებთან ჯენიფერ ენისტონთან და რიზ უიზერსპუნთან ერთად არის გადაღებული. „ეს გადაღების ნამდვილად დიდი გამოცდილებაა ყველაზე კეთილ ქალებთან ერთად, ვისთანაც კი მიმუშავია"- წერს შარაპოვა.

კატა

13 დეკემბერი 2019, 20:32

ტაბლოიდი

კატის გაქცევის გამო ბეირუთი-მილანის მიმართულებაზე ფრენა შეფერხდა

ბეირუთი-მილანის ავიამიმართულებაზე ფრენა 50 წუთით შეფერხდა. ამის მიზეზი კატის გაქცევა გახდა, რომელიც პატრონს თვითმფრინავში გადასასვლელ ხიდის უჯრედში დაიმალა. თითქმის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ „ძებნილი“ კატა პატრონს აეროპორტების თანამშრომლებმა დაუბრუნეს.

13 დეკემბერი 2019, 20:26

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ექიმის მეუღლის თქმით, ამ კომისიაში უნდა შევიდეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან ექიმის ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტი

13 დეკემბერი 2019, 20:21

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. პარლამენტში 12 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოსკოვი პოლიცია

13 დეკემბერი 2019, 20:05

მსოფლიო

მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რუსეთის 2 და ცენტრალური აზიის ქვეყნების 3 მოქალაქეა.პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ ინსტრუქციები აღმოუჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ელექტროენერგია

13 დეკემბერი 2019, 19:56

ეკონომიკა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. წლიურ ჭრილში, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ღირებულება 13.81 -დან 15.45 თეთრამდეა გაზრდილი. დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა 11.248-დან 10.614 თეთრამდე.

თსუ

13 დეკემბერი 2019, 19:07

საქართველო

თსუ-ის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები ორმაგი ხარისხის დიპლომს აიღებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სრული უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.

ევროკავშირი

13 დეკემბერი 2019, 19:00

საქართველო

ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეებზე: ზოგიერთ კანდიდატს ფართო საზოგადოება არ ენდობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი აცხადებს, რომ შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მეზღვაური

13 დეკემბერი 2019, 18:50

საქართველო

ტოგოში მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან 4 მეზღვაური გაიტაცეს: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოთარ ვარდიძე ამჟამად ნიგერიაში, პორტ ჰარკურტის აეროპორტშია და აბუჯაში მიემართება, საიდანაც სამშობლოში გამოემგზავრება.

გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 18:35

საქართველო

გონჩარუკი გახარიას: თქვენი ვიზიტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავების საფუძველია

უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

ოლიმპიური კომიტეტი

13 დეკემბერი 2019, 18:34

სპორტი

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის წოდებზე ნომინანტები დასახელდა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 18 დეკემბერს წლის საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ დაასახელებს. პრიზზე წარდგენილი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

13 დეკემბერი 2019, 18:26

საქართველო

პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!

ირინა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 18:21

საქართველო

ირინა გაფრინდაშვილი: ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ „საზღვარს“

ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული- ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი Facebook-ზე წერს.