Imedi /  25 ნოემბერი 2019, 17:22 / სანდო წყარო

ვოლსკი: სააკაშვილი, სანიკიძე და გელბახიანი ბერიკებივით გამოვიდნენ

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

 პარლამენტის ვიცეს პიკერს, გია ვოლსკის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პოლიტიკოსებთნ - ვალერი გელბახიანთან და გუბაზ სანიკიძესთან უცნაურად მოეჩვენა. 

ვოლსკის შეფასებით, გ უბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე თავიანთი მოსაზრებები აქვთ. 

„რაღაც ბერიკებივით გამოვიდნენ, ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ადამიანს ვერ უკარნახებ, როგორ იცხოვროს. გუბაზსაც და ვალერისაც თავისი მოსაზრებები აქვთ ცხოვრებაზე, მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე. ამას საზოგადოება აფასებს. შეგვიძლია, ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, მაგრამ ბოლოს თავის პასუხს მაინც ხალხი იტყვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს 23 ნოემბერს შეხვდა. 

პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა ოპოზიციის გეგმებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. ვოლსკიმ იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ბოროტ დარღვევაზე არ წავა. ასე უპასუხა პოლიტიკოსმა პარლამენტის პიკეტირების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას. 

მისი თქმით, თუ სახელმწიფო უწყებას მუშაობას საშუალებას არ მისცემს, ფუნქციონირება ხომ ვერ გაჩერდება

„ჯოჯოხეთის მომწყობი მარტო ეშმაკისეული ვიცი მე და ჯოჯოხეთის ასე ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა, როდესაც მთლიანად დავკარგეთ შეხება ოპოზიციასთან. ჯოჯოხეთის მოწყობა ახალი არ არის, ეს გამონათქვამი მხოლოდ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ“. 

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი გუნდის შეთავაზებას არასერიოზული უწოდეს. ოპოზიციის აქტივისტები რამდენიმე დღეა, მართავენ აქციას „მაინც დაგაბოქლომებთ“. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა. მანამდე კი დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანას სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა შესთავაზა

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

ყველა სიახლე

გავლენიანი ქვეყნები

16 დეკემბერი 2019, 09:45

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა

ამერიკულმა ჟურნალმა U.S.News-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შედგენისას ჟურნალისტები ქვეყნების მშპ-ის მონაცემებს, მოსახლეობის რაოდენობას და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილს ითვალისწინებდნენ. სიის პირველ ადგილზე აშშ, მეორეზე რუსეთი, მესამეზე კი ჩინეთი აღმოჩნდა.

საახალწლო განათებები

16 დეკემბერი 2019, 09:27

საქართველო

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.

აშშ

16 დეკემბერი 2019, 09:22

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

ნიკოლა სტარჯონი

16 დეკემბერი 2019, 09:15

მსოფლიო

შოტლანდიის პრემიერი: ლონდონი გაერთიანებულ სამეფოში ძალით ვერ გაგვაჩერებს

შოტლანდიის პრემიერმინისტრი ნიკოლა სტარჯონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიას მისი ნების საწინააღმდეგოდ გაერთიანებულ სამეფოში ვერ გააჩერებს. სტარჯონის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ წარმატება აძლევს მას უფლებას, დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

iPhone 6

16 დეკემბერი 2019, 08:45

ტექნოლოგიები

ძველი iPhone-ები ახალი iOS-ით უფრო სწრაფად მუშაობს

iAppleBytes-ის ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლებული ვერსია ძველი თაობების iPhone-ების მუშაობის სისწრაფეზე დადებითად აისახება. ექსპერიმენტისთვის სპეციალისტებმა iOS 13.3-ის ოპერაციული სისტემა iPhone Xr, iPhone 8, iPhone 7, iPhone 6s და iPhone SE-ზე დააყენეს.

გოგა ბითაძე

16 დეკემბერი 2019, 08:32

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „შარლოტ ჰორნეტსს“ სძლია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და 107:85 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7:58 წუთი გაატარა და თავის აქტივში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა ჩაიწერა.

ლიბანი საპროტესტო აქცია

16 დეკემბერი 2019, 08:10

მსოფლიო

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე კიდევ 46 ადამიანი დაშავდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაპირისპირებისას 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე 46 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ნაცისტები

16 დეკემბერი 2019, 00:54

მსოფლიო

ბერლინში მაღალჩინოსანი ნაცისტის საფლავი ამოთხარეს

ჰეიდრიხი რაიხის უსაფრთხოების მთავარი ოფისის ხელმძღვანელი იყო SS-ის ლიდერის ჰაინრიხ ჰიმლერის დროს. ოფისს გესტაპო და ნაცისტური უსაფრთხოების სამსახურები აკონტროლებდნენ. ჰეიდრიხი ებრაელი ხალხის მიერ ნაცისტების გენოციდის ერთ-ერთი ავტორიც იყო.

თურქეთი

16 დეკემბერი 2019, 00:34

მსოფლიო

ანკარა ვაშინგტონს ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვით დაემუქრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ორი სამხედრო ბაზის დახურვით დაემუქრა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან, "თუ ამის საჭიროება იქნება", - თქვა ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში. მათ შორის ერთი ინჯირლიკის ავიაბაზაა. თურქეთში, ინჯირლიკის ავიაბაზა აშშ-სა და ნატოსთვის სტრატეგიული ობიექტია.

უილ პოულტერი

16 დეკემბერი 2019, 00:15

კულტურა

უილ პოულტერი Amazon​-ის „ბეჭდების მბრძანებელს“ გამოეთიშა

სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებებზე იქნება დაფუძნებული. ცნობილია, რომ პროექტში ითამაშებენ მსახიობები: მარკელა კავება, ​ჯოზეფ მოული და მაქს ბოლდრი.

სოზარ სუბარი

16 დეკემბერი 2019, 00:04

საქართველო

სოზარ სუბარი საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების მომხრეა

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს და უმრავლესობის ყოფილ წევრს აკაკი ზოიძეს კარგი ინიციატივა ჰქონდა. საუბარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარი

15 დეკემბერი 2019, 23:43

საქართველო

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიას საქმეზე: აქ ლაპარაკი პოლიტიკურ დევნაზე არ არის

პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ადამიანი წინასწარ პატიმრობაში არ არის, გამოძიება ვადებში შეზღუდული არაა და ის გრძელდება იმგვარად, რის შესაძლებლობასაც საქმის მასალები იძლევა. ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე 16 დეკემბერს არის დაბარებული.

PewDiePie

15 დეკემბერი 2019, 23:40

ტექნოლოგიები

ყველაზე პოპულარული ბლოგერი PewDiePie YouTube-ს ტოვებს

30 წლის შვედი ბლოგერი ვებგვერდის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია. მას 102 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თავიდან ჩელბერგი თავის არხზე ვიდეოთამაშების მიმოხილვებს აქვეყნებდა, თუმცა შემდეგ მის ვიდეოებში სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური თემების განხილვა დაიწყო.

გრეტა ტუნბერგი

15 დეკემბერი 2019, 23:23

მსოფლიო

Deutsche Bahn-მა ტუნბერგის შენიშვნას გადავსებულ მატარებლებზე მინიშნებებით უპასუხა

კლიმატის აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რატომ ჩივიან გერმანიაში ადამიანები მატარებლების მომსახურებით. მან Twitter-ზე ფოტო დაპოსტა, სადაც Deutsche Bahn-ის გადაჭედილი მატარებლით შვედი აქტივისტი გაეროს კლიმატის კონფერენციიდან (რომელიც მადრიდში გაიმართა) სამშობლოში ბრუნდება.

დემონსტრაცია დელიში

15 დეკემბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ინდოეთში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

აქციის მონაწილეები ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. ინდოეთის მოსახლეობა შიშობს, რომ ეს მიგრანტების ნაკადის გაზრდას გამოიწვევს.

შარლ გიუდენი

15 დეკემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს

ემანუელ მაკრონმა გენერლის ნეშტის გადაცემასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მოითხოვა და დაიგეგმა ცერემონია, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც იქნება მიწვეული. სმოლენსკის პარკში ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის, შარლ გიუდენის ნეშტი 2019 წლის ივლისში იპოვეს.

ბუგენვილი

15 დეკემბერი 2019, 22:17

მსოფლიო

წყნარ ოკეანეში მალე შესაძლოა ახალი ქვეყანა ბუგენვილი გაჩნდეს

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 98%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა, აქტივობა 87% იყო. რეფერენდუმს წინ უძღოდა ათწლიანი სამოქალაქო ომი, რომელშიც გარკვეული შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10% (სულ ცოტა15 ათასი ადამიანი) დაიღუპა.

დემონსტრაცია თურქეთში ფემინისტები

15 დეკემბერი 2019, 22:09

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტში ქალების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ქალებმა მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და ჩილეს ფემინისტური ჯგუფის Las Tesis სიმღერა „Rapist Is You“ (მოძალადე შენ ხარ) შეასრულეს. მათ კოლეგებს კი ხელში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული ქალების სურათები ეკავათ.

მესუთ ოზილი

15 დეკემბერი 2019, 21:46

სპორტი

მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს

ჩინეთის საზოგადოებრივმა არხმა CCTV-მა კვირას "არსენალი" - "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო მატჩი ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა Twitter-ზე ჩინეთში უიღური მუსლიმების მდგომარეობა გააკრიტიკა. "არსენალი" მისი ფეხბურთელის განცხადებას გაემიჯნა.

ევო მორალესი

15 დეკემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

ბოლივიის მთავრობა ევო მორალესის დაკავების ორდერს გასცემს

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟანინ ანიესმა განაცხადა. „მორალესმა იცის, რომ დაბურნების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მისი დაკავების ორდერიც გაიცემა, რადგან შესაბამის ორგანოებს ასეთი მოთხოვნით უკვე მივმართეთ“, - თქვა ანიესმა.