imedi /  25 ნოემბერი 2019, 21:34 / სანდო წყარო

ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს არწმუნებს, რომ მაქსიმალურად ამოქმედებულია ყველა შესაძლო ფორმატი

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

„მინდა ბატონი ვაჟას ოჯახს კიდევ ერთხელ მივმართო და დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი და საკომუნიკაციო არხი უმაღლეს დონეზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი განთავისუფლება. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირისა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის გაეროს მიმართულებით, ვისთანაც არ მქონია კომუნიკაცია ამ საკითხზე” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წერილობით მიმართვას საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი. 

მინისტრის განცხადებით, იგი ყველა უმაღლესი დონის შეხევდრაზე, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საუბრობს ამ თემაზე და მინისტრის ყველა ვიზიტი, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმალოაბში არის დაგეგმილი, აუცილებლად იქნება გამოყენებული ამ საკითხის გადასაჭრელად. 

„ეს წუთია დავასრულე შეხევდრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და მასთანაც მქონდა ამ საკითხზე საუბარი. ხვალ მექნება შეხვედრა ჩემ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან და მასთანაც ვისაუბრებ ამაზე“ - განაცხადა მინისტრმა. 

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კომუნიკაციის შესახებ რაც მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კოლეგებთან. აღსანიშნავია რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი და დღემდე აქვს კომუნიკაცია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან  ფედერიკა მოგერინისთან, რომელიც ასვეე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული პროცესების განვითარების შესახებ და აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან, რომელიც პირველივე დღიდან არის უშუალოდ ინფორმირებული და პროცესში ჩართული. 

დავით ზალკალინის განცხადებით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.

„ჩვენმა მისიებმა მაქსიმალურად წამოწიეს ეს საკითხი ყველა არსებულ ფორმატში. გაეროში ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა ამ საკითხზე ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე. ჩვენმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დააყენა ეს საკითხი ეუთოს მუდმივ საბჭოში, რასაც გამოეხმაურა ეუთოს გენერალური მდივანი, რომელიც პირადად არის ინფორმირებული. ამ კვირაში ჩავდივარ სტრასბურგში, სადაც გადმოვიბარებ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში და იქაც, ევროპის საბჭოში, ამ საკითხის შესახებ კიდევ უფრო მეტად აქტიურად ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის გენერალური მდივნის დონეზე და ინფორმაციასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს წითელ ჯვართანაც. ჩვენი ელჩი ჟენევაში მუდმივად, რეგულარულად ხვდება წითელი ჯვრის ხელმძღვანელობას.“ - განაცხადა ზალკალიანმა. 

მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ ეს საკითხი, რომელიც პოლიტიკური შემადგენელის გარდა  მძიმე  ჰუმანიტარული კონტექსტის მატარებელია, სათანადოდ იყოს აღქმული და შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მისივე განცხადებით, მისი დავალებით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან შეხვედრა გამართა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რადგან აუცილებელია ოჯახმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო მიმართავს ყველა ძალსიხმევას მათი ოჯახის წევრის განთავისუფლებისათვის.

დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. მათ საქართველოს საგარეო უწყებად მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2019, 23:38

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის ყდაზე პირველად მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის ყდაზე პირველად მოხვდა. დეკემბრის გამოშვებაში მასთან ინტერვიუც არის გამოქვეყნებული, რომელიც პრეზიდენტმა ჟურნალისტ საიმონ შუსტერს მისცა. შუსტერი და ზელენსკი ერთმანეთს ნოემბერში შეხვდნენ, როცა პრეზიდენტმა რამდენიმე დასავლურ გამოცემას ინტერვიუ მისცა.

ნგოლო კანტე

05 დეკემბერი 2019, 23:20

სპორტი

„ჩელსის“ ფეხბურთელი თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. „ეკიპის“ ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ისმის, როგორ ემუქრებოდა რაშიდ საადნა კანტეს. საადნა დაკითხვაზე უკვე დაბარებულია პარიზის პროკურატურაში და სავარაუდოდ მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრება.

დემონსტრაცია პარიზში

05 დეკემბერი 2019, 23:00

მსოფლიო

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა 500 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა

დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. პარიზში აქციაზე 200 000 ადამიანი გამოვიდა. ნაწილმა ვიტრინები ჩაამსხვრია და პოლიციელებს ტროტუარის ქვები დაუშინა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მიროსლავ ლაიჩაკი

05 დეკემბერი 2019, 22:49

საქართველო

მიროსლავ ლაიჩაკი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ეუთოს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პოლარული დათვები

05 დეკემბერი 2019, 22:24

მსოფლიო

ათობით პოლარული დათვი რუსულ სოფელში შეიჭრა

სოფელში ყველა სახის საჯარო ღონისძიება გაუქმდა, სკოლებს კი გაძლიერებულად იცავენ. ბუნების დამცველების თქმით, ცხოველების სოფელთან გამოჩენა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. გლობალური დათბობის გამო ნაპირთან ყინული სუსტია, რაც ცხოველებს ნადირობას ურთულებს. ამიტომ ისინი საკვებს სოფლებში ეძებენ.

ლინას ლინკევიჩუსი დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2019, 22:05

საქართველო

ზალკალიანმა და ლინკევიჩუსმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული აუდიენციისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში გამოხატული მხარდაჭერისა და სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის.

05 დეკემბერი 2019, 21:50

თემა

იცით თუ არა, რა კრიტერიუმებით განასხვავებენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარების დონის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალს სისტემატურად აქვეყნებს. მსგავს კვლევებს სხვა საერთაშორისო გაერთიანებებიც ატარებენ, თუმცა კრიტერიუმები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რა უდევს საფუძვლად ქვეყნების ტიპოლოგიას? რა კრიტერიუმებით აკუთვნებენ მათ ამა თუ იმ კატეგორიას? რას ნიშნავს განვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა?

აშშ კაპიტოლიუმი

05 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

აშშ-მა რუს ჰაკერებს ბრალი წარუდგინა და სანქციები დაუწესა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ის წევრები არიან, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ბანკებიდან სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი მოიპარა. სანქციები შვიდ რუსულ კომპანიასაც შეეხო. უწყების ინფორმაციით, მათი ხელმძღვანელი Evil Corp-ის სავარაუდო წევრი დენის გუსევია.

პეტრე ცაავა

05 დეკემბერი 2019, 21:22

საქართველო

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის შექმნას აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის დაფუძნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. ეს ცნობა თავად პეტრე ცაავამაც დაადასტურა. პეტრე ცაავას ვებგვერდის შექმნაში იღუმენია თამარ გამყრელიძეც დაეხმარება, რომელმაც ეპარქია მასთან ერთად დატოვა.

ბატუტზე ხტომა

05 დეკემბერი 2019, 21:19

სპორტი

ქართულმა წყვილმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა

ბატუტზე სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა 11-12 წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრში კვალიფიკაციაში 44.710 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩნენ, ფინალში კი, 44.340 ქულით ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

ნინო ბურჯანაძე

05 დეკემბერი 2019, 20:48

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება ბურჯანაძის რუდენკოსთან შეხვედრის შინაარსს აქვეყნებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

ნიკოლოზ მაქარაშვილი

05 დეკემბერი 2019, 20:29

საქართველო

ბერი ნიკოლოზი მრევლს ასლარიანებს ურიგებს. ვიდეო

დღეს გავრცელებული, 29 ნოემბრით დათარიღებული ვიდეოს მიხედვით, ზემოფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზი მრევლს 100-ლარიანებს ურიგებს. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ მაქარაშვილს, საპატრიარქოს განცხადებით, უკვე 20 წელია, მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

იტალია

05 დეკემბერი 2019, 20:22

სპორტი

იტალიური სპორტული გამოცემა რასისტული ნომრის გამო სკანდალში გაეხვია

მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელის საშუალებით „კორიერეს“ ყველა აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ სერია A-ში, სადაც რასიზმის პრობლემა ყოველთვის იყო, გულშემატკივრები შავკანიან ფეხბურთელებს მატჩების დროს ამის შემდეგ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებენ.

პოლიცია

05 დეკემბერი 2019, 20:12

ძალოვნები

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 100-ზე მეტი ცხვარი ემსხვერპლა. ვიდეო

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა. „ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

სასამართლო პროცესი

05 დეკემბერი 2019, 20:01

ძალოვნები

თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა. ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება.

ქეთევან ციხელაშვილი

05 დეკემბერი 2019, 19:56

საქართველო

ციხელაშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ოკუპაცია პრიორიტეტული უნდა იყოს

„ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ დავეხმაროთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, შევძლოთ ერთიანად და ქმედითად ვუპასუხოთ მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს“

ჯორჯ ციმერმანი

05 დეკემბერი 2019, 19:41

მსოფლიო

ამერიკელი მის მიერ მოკლული მოზარდის ოჯახს უჩივის

ჯორჯ ციმერმანი, რომელმაც 2012 წელს შავკანიანი მოზარდი ტრეივონ მარტინი მოკლა, მის ოჯახს სასამართლოში უჩივის. ციმერმანი ამტკიცებს, რომ მარტინებმა მთავარ მოწმეს - ტრეივონის შეყვარებულ ბრიტანი დაიმონდ იუჯინს, რომელიც მკვლელობამდე მარტინს ტელეფონით ესაუბრებოდა, ცრუ ჩვენება მიაცემინეს.

დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2019, 19:33

საქართველო

ზალკალიანი ეუთოში: ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანებმა შესაძლოა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ბედი გაიზიარონ

ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი.

ახალგორი

05 დეკემბერი 2019, 19:06

საქართველო

დეფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე მოქალაქეს „გამშვები პუნქტის“ გადაკვეთის საშუალება მისცა

დეფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეებს ე.წ. გამშვები პუნქტების გადაკვეთის და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება მისცა. 79 წლის ქალს, რომელიც სამედიცინო მომსახურებას საჭიროებდა, ე. წ. გამშვებ პუნქტი ფეხით გადაკვეთა. ადგილზე მას სასწრაფო დახმარების ჯგუფი დახვდა.

ირანი რაკეტა

05 დეკემბერი 2019, 19:02

მსოფლიო

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ბირთვული ბალისტიკური რაკეტების შექმნაში ადანაშაულებენ

ევროპულმა სახელმწიფოებმა შესაბამისი წერილით გაეროს მიმართეს. დოკუმენტში საუბარი რაკეტა „შაჰაბ-3“-ზეა, რომლის ახალ ვარიანტს თეირანი ტესტირებისთვის იყენებს. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ტექნიკურად რაკეტას ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. აღნიშნულია, რომ ასეთი რაკეტების შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება.