imedi /  27 ნოემბერი 2019, 12:42 / სანდო წყარო

საიას ანგარიში: 20 ივნისს შსს-მ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა

20 ივნისი

„დაკარგული თვალის მიღმა“- ასე ეწოდება 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ საიას მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის პრეზენტაციაც 27 ნოემბერს გაიმართება. ანგარიშში შეფასებულია: 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა; არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევები. ანგარიშში ასევე შეფასებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და სასამართლოებში სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკა. 

საია მიიჩნევს, რომ:

- 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლმდენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებს ფართო დისკრეციის პირობებში იყენებდნენ, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიები იმ პირების მიმართ გამოიყენეს, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ;

- დაფიქსიდა სამართალდამცველი პირების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს;

- არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირებიც, რომლებიც დაკავების შემდეგ სამართალდამცველთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. პარლამენტის ეზოს შესასვლელ კიბეებთან მოწყობილმა ე.წ. „სამართალდამცველთა კორდონმა“ და პარლამენტის ეზოში განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც ქმნის დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველს და საჭიროებს გამოძიებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;

- ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს;

- 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, ხოლო მათგან 121 დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას. გამოყენებული პრაქტიკა და მისი მასშტაბები ადასტურებს, რომ დღეს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტად ინარჩუნებს. 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენა განურჩევლად, ინდივიდუალური ქმედებების შეფასების გარეშე, მათ შორის, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები ან/და მათი ქმედებები არ წარმოშობდა ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს. 

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოში ფორმალურმა განხილვამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სამართალდარღვევის საქმეების განხილვისთვის დამახასიათებელი სისტემური და პრაქტიკული პრობლემები;

- 21 ივნისის დღის განმავლობაში და შემდგომ სახდელების გამოყენების პრაქტიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ურთიერთშეთანხმებულ, მართულ ქმედებას და არა – საქმეთა ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ განხილვას.

ანგარიშს ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს და სასამართლოს მიმართავს.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

Tesla

18 იანვარი 2020, 00:54

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა. ფოტო ჩინურ პორტალზე გამოქვეყნდა.კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ავტომობილის ახალ მოდელში გამოყენებული ინება „ჩინური ხელოვნება“.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2020, 00:28

ტაბლოიდი

პორნოგვერდის ხელმძღვანელმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

პორნოგვერდმა YouPorn-ომ პრინცი ჰარის ცოლს მეგან მარკლის სამსახური შესთავაზა. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში იმუშავოს. შესაბამისი მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელმა გამოცემა Metro-ში გამოაქვეყნა.

ვუნდერკინდი

18 იანვარი 2020, 00:08

ტაბლოიდი

3 წლის ბრიტანელი ვუნდერკინდი მენსის საზოგადოების წევრი გახდა

ბრიტანელი 3 წლის ვუნდერკინდი დარემის საგრაფოდან მენსის საზოგადოებაში მიიღეს- ეს არის ორგანიზაცია ადამიანებისთვის, რომლებასაც მაღალი IQ აქვთ. მუჰამედ ჰარიზ ნადზიმმა ლაპარაკი 7 თვის ასაკში დაიწყო. მალე მან კითხვა ისწავლა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 23:50

საქართველო

გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება Twitter-ზე მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჟან პოლ გოტიე

17 იანვარი 2020, 23:28

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო შოუ დააანონსა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ განაცხადა, რომ ვარიეტეს თეატრში 22 იანვარს საქმინობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ, მის კარიერაში ბოლო იქნება. ამის შესახებ მოდელიორმა Twitter-ზე დაწერა. გოტიე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია.

გინესის წიგნი

17 იანვარი 2020, 23:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი - ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. მისი სიმაღლე 67,08 სანტიმეტრი იყო. ბოლო დროს მას აწუხებდა გული და ფილტვები. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს.

თბილსის ზოოპარკი

17 იანვარი 2020, 22:48

ტაბლოიდი

ზოოპარკი მოქალაქეებს ცხოველების გასართობად ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,“ – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინისტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კეიტ ბლანშეტი

17 იანვარი 2020, 21:16

კულტურა

ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.ბოლო 4 წლის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის ქალი მესამედ ხელმძღვანელობს. 2018 წელს ჟიურის არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს კი ამერიკელი მსახიობი ანეტ ბენინგი.

საპროკურორო საბჭო

17 იანვარი 2020, 20:59

ძალოვნები

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული კონსულტაციები დასრულდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გვინეტ პელტროუ

17 იანვარი 2020, 20:35

კულტურა

გვინეტ პელტროუმ მეტამფეტამინის მოხმარება აღიარა

ამრეიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ გამოტყდა, რომ ნარკოტიკ მეტამფეტამინის მომხმარებელი იყო.The Sun-ის ცნობით, 47 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკი ქმართან 48 წლის პროდიუსერთან ბრედ ფალჩუკთან ერთად მექსიკაში გასინჯა. „ეს იყო ძალიან ემოციური,“- ამბობს მსახიობი.

კორონავირუსი

17 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

69 წლის კაცი 15 იანვარს პნევმონიისგაან გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და სხვა ორგანოების სერიოზული დაზიანებების გამო გადაიყვანეს. მანამდე კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

პორნოვარსკვლავი

17 იანვარი 2020, 20:16

ტაბლოიდი

იაპონიაში 81 წლის ქალი პორნოვარსკვლავი გახდა

იაპონიის მცხოვრებმა იოკო ოგასავარამ ადგილობრივ მედიას მოუყვა, რომ სამი წლის წინ 81 წლისამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორნოვარსკვლავი გამხდარიყო. ქალის განცხადებით, ახალი სამსახური მას ბედნიერების პოვნაში დაეხმარა.

დავოსი

17 იანვარი 2020, 19:49

ეკონომიკა

დავოსის ეკონომიკურ ფორუმი 50 წლისაა

ტრადიციულად ღონისძიების წარმომადგენლები ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ის გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების გასაშუქებლად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმის თემა ყოველწლიურად იცვლება. 2020 წელს ის მდგრად განვითარებას მიეძღვნება.

ლიბია

17 იანვარი 2020, 19:27

მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.

ზურაბ ჯაფარიძე

17 იანვარი 2020, 18:45

ძალოვნები

სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანდროიდი

17 იანვარი 2020, 18:42

ტექნოლოგიები

Huawei-მ Android-ის საიდუმლო გაამხილა

კომპანია Huawei-მ გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია iOS და Android-ის შემქმნელების შემოსავლების შესახებ.კონფიდენციალური ინფორმაცია Developer Day-მა კომპანიის IDC ტოპ მენეჯერზე ფრანცისკო ჯერონიმოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც ფინანსური მონაცემები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პატიმარი

17 იანვარი 2020, 18:16

მსოფლიო

მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს

ჯორჯიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 16 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული ჯიმი ფლეტჩერ მესერი შეიწყალა. პატიმარს სასიკვდილო განაჩენი ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.