imedi /  27 ნოემბერი 2019, 13:21 / სანდო წყარო

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს მიმართავენ

ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო და თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ და მოუწოდებენ, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ბერკეტი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი რეგულირების რესურსის არარსებობა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მძიმედ აისახება უშუალოდ კონფლიქტის და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე. სიტუაციის სიმძიმეს ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და სისუსტე ოკუპირებულ რეგიონებში.

მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რაც „ბორდერიზაციის“ პროცესმა მოიტანა უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. საზღვარზე ადამიანების უკანონო და თვითნებური დაკავებების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებების დარღვევის იმ მძიმე შემთხვევებზე, რომელიც 2014, 2016, 2018 და 2019 წლებში ვიხილეთ ახალგორში დავით ბაშარულის გარდაცვალების, გალში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის და ასევე, გალში დაკავებისას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეებში. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობაზეც, მათ შორის ხარისხიანი და სწრაფი ჯანდაცვის, განათლების, ოჯახის და პირადი ცხოვრების უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ ბორდერიზაციის მძიმე შედეგები ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ყველა ადამიანს, მათ შორის, ეთნიკურ ოსებს.

„გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მწვავე სოციალური და უფლებრივი შედეგები 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანასკნელი გამშვები პუნქტის - მოსაბრუნის („რაზდრახანის“) ჩაკეტვის შემდეგ კიდევ უფრო გამოვლინდა. 2019 წლის 28 ოქტომბერს ცხინვალში სათანადო სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო 70 წლის მარგო მარტიაშვილის და 49 წლის ბესიკ ობესოვის გარდაცვალების ფაქტი გახდა სიგნალი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისისა ახალგორში. რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უკავშირდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საქმეც, რომელიც 2019 წლის 9 ნოემბერს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ორ კვირაზე მეტია იმყოფება ცხინვალის de facto რეჟიმის ციხეში და ამ დროისთვის გამოყენებული დიპლომატიური და პოლიტიკური გზები როგორც ჩანს, უშედეგოა მის გასათავისუფლებლად. საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის პერსონას მუდმივად ეძლევა პოლიტიკური კონოტაცია, რაც დაკავებული ექიმის უსაფთხოების რისკებს ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა არ ცდილობს გამოიყენოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების საშუალებაა. მთავრობას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა არის მისი ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება"-წერია მიმართვაში.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ერთობლივ მიართვაში მოუწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებათა კომისარს, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მათი მანდატების ფარგლებში:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ან მინისტრთა კომიტეტისთვის განსახილველად წარადგინონ ანგარიში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
წარუდგინონ რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციას, როგორც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის მქონე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას და მოუწოდონ გადაადგილების თავისუფლების დაუყოვნებილივი აღდგენისკენ;
გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გასათავისუფლებად;
ჰუმანიტარული მიზნებით, ხელი შეუწყონ პაციენტების დროულ გადმოყვანას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით;
განიხილონ ადამიანის უფლებების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის გზები;
გამოაგზავნონ მონიტორინგის მისია საქართველოში სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
უზრუნველყონ რეგულარული ვიზიტები ცხინვალის ციხეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.
ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე შექმნილი კრიზისის დაძლევისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საჭირო ქმედითი საერთაშორისო ღონისძიებების გატარების მიზნით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR);

Freedom Now

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

კავშირი საფარი;

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

საქართველოს დემოკტრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

25 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. მათ საქართველოს საგარეო უწყებად მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ყველა სიახლე

12 დეკემბერი 2019, 14:55

ძალოვნები

შსს-მ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს.

არჩილ თალაკვაძე

12 დეკემბერი 2019, 14:52

საქართველო

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მომხდარს ინციდენტს დეპუტატებზე ქიმიური შეტევა უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა ეს პარლამენტის წევრებზე ქიმიური შეტევა იყო. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია მოქმედებები.

რომან გოცირიძე

12 დეკემბერი 2019, 14:38

საქართველო

რომან გოცირიძე: ოპოზიცია როგორ შეიტანდა რამეს, როცა ბოიკოტის რეჟიმშია და დარბაზში არ არის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით "ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული". ასე გამოეხმაურა დეპუტატი პარლამენტში დაყენებულ ცუდ სუნს. რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და "როგორ შეიტანდა რამეს... შიგნით არ არის".

ჩინ ვუკ ლი

12 დეკემბერი 2019, 14:37

ეკონომიკა

მსოფლიოში კიდევ ერთი მილიარდერი გამოჩნდა

2015 წელს ამერიკულმა კოსმეტიკურმა გიგანტმა Have&Be-ს წილი შეიძინა. 2019 წლის ნოემბერში კი Estee Lauder-მა განაცხადა, რომ კორეული კომპანიის დარჩენილ წილებს 1,1 მილიარდ დოლარად შეიძენს. კომპანია Have&Be 2005 წელს დაარსდა. ის 2 კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს. ესენია: Dr. Jart+ და Do The Right Thing-ი.

ირმა ნადირაშვილი

12 დეკემბერი 2019, 14:31

საქართველო

ირმა ნადირაშვილი: არ ვიღებ პასუხისმგებლობას სუნზე, ბოდიში მომიხადონ

ირმა ინაშვილის განცხადებით, ის იყო როგორც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ასევე სხდომათა დარბაზში, რადგან "ერთი საკითხის დაზუსტება" უნდოდა, კერძოდ, მონაწილეობდნენ თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში. ნადირაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 14:16

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 14:11

საქართველო

იმედისა და მაესტროს კადრები, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების დარბაზში გადაადგილება ჩანს

"იმედმა" და "მაესტრომ" გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება ამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასხეს

12 დეკემბერი 2019, 13:56

საქართველო

პარლამენტში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტში გაურკეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ 2 დეპუტატი და აპარტის 1 თანამშრომელი შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სხდომათა დარბაზში პოლიცია მივიდა. ადგილზე იმყოფებიან აგრეთვე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

სუნი პარლამენტში

12 დეკემბერი 2019, 13:54

საქართველო

„სირცხვილია“: პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ. ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ Facebook-ზე გაავრცელა ჰეშთეგით #სისტემაყარს. ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხეს.

წერილი ბოთლში

12 დეკემბერი 2019, 13:36

ტაბლოიდი

ამერიკელმა კოკა-კოლას ბოთლში 36 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა

ჯოშუა მენდესის ყურადღება შუშის კოკა-კოლის ბოთლმა მიიქცია, რომელშიც 1983 წლის 14 მაისით დათარიღებული წერილი იყო მოთავსებული. მისი ავტორი 11 წლის ჯენი ბრაუნი აღმოჩნდა.როგორც გოგო წერს, ის პატარა ქალაქ ჯონსპორტში ცხოვრობს. მან თავისი საფოსტო ყუთის მისამართიც მიუთითა და წერილის მპოვნელს პასუხის გაგზავნა სთხოვა.

გია ვოლსკი

12 დეკემბერი 2019, 13:31

საქართველო

გია ვოლსკი: ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლკსის განცხადებით, ოპოზიციის წარმომაგგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დარბაზში სუნი დააყენეს. „არ ვიცი მათგან მოდიოდა სუნი თუ ამ ნივთიერებიდან, არაფერი მომწამლავი არ არის. ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დარბაზი დატოვა"- განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი 2019, 13:31

საქართველო

მამუკა მდინარაძე: შალვა თადუმაძის დიპლომზე კითხვები ამოწურულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია, ასე უპასუხა თადუმაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას გენპროკურორის დიპლომთან დაკავშირებით.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 13:25

საქართველო

პარლამენტში ჟურნალისტებს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ თავი ასტკივდათ

როგორც დეპუტატები ამბობენ, ნივთიერება დარბაზში "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა, ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს. არსებული ინფორმაციით, ნივთიერების მკვეთრი სუნის გამო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 13:17

საქართველო

პარლამენტში ოპოზიციის მიერ გარკვეული ნივთიერების დასხმის გამო შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება დარბაზში დაასხა. ამის გამო, კობახიძემ შესვენების გამოცხადება მოითხოვა.

აქცია

12 დეკემბერი 2019, 12:53

საქართველო

პარლამენტთან ნაძვის ხეზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ჩამოკიდეს

"ლეიბორისტული" პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან ნაძვის ხე დადგა, ზედ კი, სათამაშოების ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ჩამოკიდა. ასე გააპროტესტეს პარლამენტში უზენაესის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 12:49

ძალოვნები

პარლამენტთან აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

დაკავებულთა შორის არიან „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი. პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ავღანეთი

12 დეკემბერი 2019, 12:41

ძალოვნები

ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო.

შალვა თადუმაძე

12 დეკემბერი 2019, 12:32

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა: შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ "საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, არ დასტურდება თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა.

ხანგოშვილი

12 დეკემბერი 2019, 12:22

მსოფლიო

რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საპასუხოდ რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა 2 გერმანელი დიოლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ადგილობივი მედიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. 4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპახუსო ზომა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.

სერიალი

12 დეკემბერი 2019, 12:16

კულტურა

რუსულმა ტელეარხმა ზელენსკის მონაწილეობით სერიალიდან პუტინზე ხუმრობა ამოჭრა

ხუმრობა მოსკოვში ნაჩვენები სერიიდან ამოიღეს, ამის შესახებ სოცქსელის მომხმარებლებიც წერენ. ზელენსკის პერსონაჟის მიერ პუტინზე გაკეთებული ხუმრობის მონაკვეთი რუსულ ტელეარხზე ამოღებული იყო.11 დეკემბერს რუსულმა ТНТ-მ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალის ჩვენება დაიწყო.