imedi /  28 ნოემბერი 2019, 13:41 / სანდო წყარო

გვარების შესარიგებლად პანკისში უხუცესები შესაძლოა ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მიიწვიონ

ზელიმხან წუწაშვილი

ზელიმხან წუწაშვილი

პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შესარიგებლად ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან უხუცესების მოწვევა გახდეს საჭირო.

ზელიმხან წუწაშვილმა „ქრონიკასთან“ თქვა, რომ გვარებს შორის შერიგებაზე საუბარი ამ ეტაპზე მართალია ნაადრევია, თუმცა უხუცესები უახლოეს დღეებში მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დაპირისპირება და სისხლისღვრა თავიდან აიცილონ.  

„ჩვენი წესების მიხედვით, სისხლის აღება მოხდება მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც იარაღიდან გაისროლა და ადამიანი მოკლა. შერიგების შედეგი თუ დადგა, ამ დროს, დამნაშავეს ე.წ. შინაპატიმრობა მიესჯება და სახლიდან სხვა სოფელში გადაადგილება გვარის უფროსთან შეთანხმების შემდეგ შეეძლება“, - აცხადებს უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე.

პანკისში დაპირისპირებიდან მეორე დღეს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა მომხდარს პირად კონფლიქტს უკავშირებს და ჰესების საკითხს კატეგორიულად გამორიცხავს.

ქავთარაშვილის თქმით, გვარებს შორის კონფლიქტი 4 თვის წინ დაიწყო და უხუცესები მათ შერიგებას თვეებია, ცდილობდნენ.

„გვარების შერიგების საკითხში აქტიურად იყო ჩართული უხუცესთა საბჭო, შეხვედრაც იგეგმებოდა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. ეს არის ცუდი ფაქტი“, - თქვა დაჭრილის ძმამ.

მერაბ ქავთარაშვილი ჭორაობას უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ მისი ძმა რუსეთის მიერ ინტერპოლით იყო ძებნილი.

„ეს არის ჭორი. ჩემი ძმა რუსეთშიც კი არ არის ნამყოფი და როგორ იქნებოდა ძებნილი. ახლა მას ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ფეხი აქვს დაზიანებული“, განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

პანკისის ხეობაში დაპირისპირების დროს 38 წლის მისური მუთოშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება კონფლიქტის დროს დაჭრილი სამი პანკისელი.

ყველა სიახლე

საპენსიო რეფორმა

11 დეკემბერი 2019, 17:35

მსოფლიო

მრავალათასიანი აქციების მიუხედავად საფრანგეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა

საფრანგეთის საპენსიო რეფორმა ასევე გულისხმობს გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებას. რეფორმის დახმარებით, საფრანგეთის ხელისუფლება საპენსიო სისტემაში მზარდი დეფიციტის დაძლევას აპირებს, რომელიც პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

ძალადობა ბავშვებზე

11 დეკემბერი 2019, 17:28

საქართველო

კვლევა: საქართველოში ბავშვების 69% -ის მიმართ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2018-2019 წლის მონაცემებს ასახავს, ბავშვების 69%-ის მიმართ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი გამოიყენეს.

გრეტა ტუნბერგი

11 დეკემბერი 2019, 17:20

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა

16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი Time-მა წლის ადამიანად დაასახელა. პოლიტიკოსებიდან სიაში იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი.

მედიის თავისუფლება

11 დეკემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

2019 წელს ჩინეთსა და თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს

ჩინეთში 2019 წელს სულ ცოტა 48 ჟურნალისტი დააპატიმრეს. ამ მონაცემით ჩინეთი მსოფლიოში ჟურნალისტების დაკავების კუთხით პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი კვლევაში წერია. ჟურნალისტების უფლებების მხრივ ცუდი მდგომარეობაა თურქეთშიც.

არდადეგები სკოლებში

11 დეკემბერი 2019, 16:51

საქართველო

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 – 2020 წლის ზამთრის არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 30 დეკემბრიდან დაიწყება. Imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლაში 30 დეკემბერს უკვე აღარ მივლენ. სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ოლივია ნიუტონ-ჯონი ბრიოლინი

11 დეკემბერი 2019, 16:47

ტაბლოიდი

მსახიობ ოლივია ნიუტონ-ჯონსს აუქციონზე გაყიდული ქურთუკი დაუბრუნეს

მსახიობის კოსტიუმი ცნობილი ფილმდიან „ბრიოლინი“ აქუციონზე ნოემბერში გაიყიდა. შემოსავლის ნაწილი ნიუტონ-ჯონის კიბოს კვლევის ცენტრში გადაირიცხა. ნიუტონ-ჯონი ამ დაავადებას უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. კაცმა მსახიობს ნივთი პირადად გადასცა.

კახა ბექაური

11 დეკემბერი 2019, 16:39

საქართველო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაური აირჩიეს

პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით აირჩიეს. შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი ხუნდაძე

11 დეკემბერი 2019, 16:36

საქართველო

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გახდა

პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე დიმიტრი ხუნდაძემ აკაკი ზოიძე შეცვალა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის აკაკი ზოიძემ დატოვა.

არასრულწლოვანი

11 დეკემბერი 2019, 16:35

საქართველო

რთული ქცევის არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის წესი შეიცვალა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, რომელიც რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას აწესრიგებს, ცვლილებები შევიდა. კერძოდ დადგინდა არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხები.

კახა კალაძე

11 დეკემბერი 2019, 16:30

საქართველო

კალაძე 14 დეკემბრის აქციაზე ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებს ოჯახებით ეპატიჟება

„ყველას, მათ შორის, საჯარო მოხელეებსაც აქვთ უფლება, მობრძანდნენ აქციაზე. ვერავინ შეზღუდავს საჯარო მოხელეს და არ მოგატყუოთ ვინმემ, მეგობრებო, მობრძანდით, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და ერთად ვიზეიმოთ 14 დეკემბერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გრეტა ტუნბერგი

11 დეკემბერი 2019, 16:23

მსოფლიო

ტუნბერგი მსოფლიოს ლიდერებს კლიმატის ცვლილებებით პიარის კეთებაში ადანაშაულებს

გარემოს დამცველმა აქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ "ჭკვიანური აღრიცხვა და შემოქმედებითი პიარის" გამოყენება, რითაც თავიდან ირიდებენ კლიმატის ცვლილებებზე რეალურ მოქმედებას. ამის შესახებ ტუნბერგმა გაეროს კლიმატის სამიტზე თქვა.

ალექსანდრ გაბიშევი

11 დეკემბერი 2019, 16:19

ტაბლოიდი

პუტინის „განსადევნად“ მიმავალ შამანს იაკუტიის დატოვება აუკრძალეს

გაბიშევის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიციელზე ძალადობის გამო აღიძრა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შამანი 1000 რუბლით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმეს. გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

ელექტრომოწყობილობი

11 დეკემბერი 2019, 16:15

ტექნოლოგიები

ათწლეულის საუკეთესო ელექტრომოწყობილობები დასახელდა

სიის ლიდერი iPhone 4 გახდა. მთავარი რედაქტორის, ნილ პატელის თქმით, 2010 წელს გამოშვებული ეს აპარატი ყველაზე ლამაზი, ინოვაციური და ბაზარზე გავლენიანი სმარტფონია. მეორე ადგილს ჭკვიანი დინამიკი Amazon Echo იკავებს, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ჭკვიანი დივაისების ლიდერია. მესამე ადგილზე პორტატული კომპიუტერი MacBook Air-ი მოხვდა.

Juice Wrld

11 დეკემბერი 2019, 16:09

კულტურა

TMZ: რეპერმა Juice Wrld-მა სიკვდილის წინ ის აბები დალია, რომელსაც FBI ეძებდა

21 წლის მუსიკოსი 8 დეკემბერს დილით, ჩიკაგოს აეროპორტში გარდაიცვალა, სადაც ის ლოს-ანჯელესიდან კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. გამოცემის ინფორმაციით, FBI დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა რეპერსა და მის ჯგუფს და ეჭვობდა, რომ ნარკოტიკების შენახვა-ტრანსპორტირებაში იყვნენ ჩართულები.

გიორგი გახარია

11 დეკემბერი 2019, 15:50

საქართველო

გიორგი გახარია: ქართული ჯარის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო.

გიგა ბოკერია

11 დეკემბერი 2019, 15:45

საქართველო

ბოკერია: ვისაც პარლამენტში სურს ხვალ ყოფნა ღამე უნდა გაათენოს რადგან დილიდან პიკეტირება იწყება

ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. სანამ ამ სამარცხვინო “კლოუნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ.

რუსთავი

11 დეკემბერი 2019, 15:22

ძალოვნები

რუსთავში ორი მუშა ხარაჩოდან გადავარდა

რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა ხარაჩოდან გადავარდა. შემთხვევა კოსტავას გამზირზე მოხდა. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანე. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

11 დეკემბერი 2019, 15:13

ძალოვნები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მწყემსის დაჭრაზე გამოძიება მიმდინარეობს

შემთხვევა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მოხდა. მწყემსი თავშია დაჭრილი და ის განჯის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მტრედი

11 დეკემბერი 2019, 15:11

ტაბლოიდი

ლას-ვეგასში კოვბოის ქუდით მტრედები გამოჩნდნენ🐦🤠

ლას-ვეგასში მცხოვრებმა ბობი ლიმ ქალაქში უცნაურობა შენიშნა - კოვბოის ქუდით მოსიარულე მტრედი. ლიმ ჩიტის გამოკვება სიმინდის ჩიფსებით სცადა, მაგრამ ფრინველს შეეშინდა. თუმცა ლიმ ვიდეოს გადაღება მოასწრო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ვირუსულიც გახდა.

აუნ სან სუ ჩი

11 დეკემბერი 2019, 14:44

მსოფლიო

აუნ სან სუ ჩი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მიანმარის მიერ გენოციდზე ბრალდებებს უარყოფს

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი საერთაშორისო სასამართლოზე როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ მიანმარის მიერ გატარებულ ქმედებებზე სცემს პასუხებს. სიტყვით მიმართვაში, აუნ სან სუ ჩიმ მიანმარის წინააღმდეგ საქმეს "ნაკლოვანი და არასწორი" უწოდა.