imedi /  28 ნოემბერი 2019, 14:45 / სანდო წყარო

კალაძემ საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარადგინა

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორი წლის ანგარიში გააცნო. კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობით აგვირჩიეს და უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შევუდექით. ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება ხვალ - როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი. იმისთვის, რომ ქალაქში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელო, მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

„მომავალი წლის პროექტებისთვის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ. 2020 წლის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მინდა, ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ურთიერთთანამშრომლობით, საინტერესო პროექტები უკვე განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

„ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით, 27-28% მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ჩვენ წამოვიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს ცხრა მოქალაქე, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა, ჩვენს ღონისძიებას ესწრება. მინდა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ამ ადამიანებს. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით. არავინ არასდროს მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით და ვეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 100 წლის მერი მაღრაძეს, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო რიგით მოქალაქეებს, რომლებასც გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე და რომლებსაც გული შესტკივათ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი და რა პრობლემები არსებობს ქალაქში. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც მისაღებია. არსებობს გამოწვევები, თუმცა ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 12:49

ძალოვნები

პარლამენტთან აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

დაკავებულთა შორის არიან „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი. პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ავღანეთი

12 დეკემბერი 2019, 12:41

ძალოვნები

ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო.

შალვა თადუმაძე

12 დეკემბერი 2019, 12:32

საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა: შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ "საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, არ დასტურდება თადუმაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა.

ხანგოშვილი

12 დეკემბერი 2019, 12:22

მსოფლიო

რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საპასუხოდ რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა 2 გერმანელი დიოლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ადგილობივი მედიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. 4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპახუსო ზომა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.

სერიალი

12 დეკემბერი 2019, 12:16

კულტურა

რუსულმა ტელეარხმა ზელენსკის მონაწილეობით სერიალიდან პუტინზე ხუმრობა ამოჭრა

ხუმრობა მოსკოვში ნაჩვენები სერიიდან ამოიღეს, ამის შესახებ სოცქსელის მომხმარებლებიც წერენ. ზელენსკის პერსონაჟის მიერ პუტინზე გაკეთებული ხუმრობის მონაკვეთი რუსულ ტელეარხზე ამოღებული იყო.11 დეკემბერს რუსულმა ТНТ-მ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალის ჩვენება დაიწყო.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:58

საქართველო

ვინ რამდენი ხმა მიიღო უვადო მოსამართლეობის კანდიდატებიდან კომიტეტის სხდომაზე

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კომიტეტის სხდომაზე იმ კანდიდატების ხმები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, ასე გადანაწილდა.

12 დეკემბერი 2019, 11:57

მსოფლიო

პარლამენტის მანდატურებმა „ტაბულას“ ჟურნალისტი დარბაზიდან ძალით გაიყვანეს

გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, თიკო ერემაძე მანდატურებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა.

ჰარვი ვაინშტეინი

12 დეკემბერი 2019, 11:45

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ

ცნობილმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია. ეს ფული 30-ზე მეტ მსახიობსა და სტუდია Weinstein Company-ს თანამშრომლებზე განაწილდება, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:44

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კენჭისყრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

სოციალური ქსელი

12 დეკემბერი 2019, 11:40

ტექნოლოგიები

YouTube-ი ფარული მუქარის შემცველ ვიდეოებსა და კომენტარებსაც წაშლის

საუბარია შინაარსზე, რომელიც ასახავს ფიზიკურ ძალადობას ან ივარაუდება, რომ ეს შეიძლება მოხდეს. როგორც The Verge წერს, აკრძალვის ქვეშ მოექცევა ვიდეორგოლები, სადაც პირდაპირ არის მოწოდება მკვლელობის შესახებ, მაგალითად "ჩვენ თქვენ მოგკლავთ" ან "მოგკლავ".

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ავიდა და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

პარლამენტის წინ ლელოსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა "ლელოსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წევრები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას შეეცადნენ, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

ფეხბურთი

12 დეკემბერი 2019, 10:44

სპორტი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები გაირკვა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ყველაზე საინტერესო შეხვედრა ხარკოვში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "შახტარი" "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა და ბერგამოს კლუბი ლიგის პლეი-ოფში არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა.

აპლიკაცია

12 დეკემბერი 2019, 10:39

ტექნოლოგიები

აიფონის iPod-ად გადაკეთებისთვის კიდევ ერთი აპლიკაცია შექმნეს

Rewound-ი მუსიკალური პლეერია, რომლის გადაწყობაც იმგვარად არის შესაძლებელი, რომ 2000-იან წლებში გამოსულ ნებისმიერ პლეერს დაემსგავსება, მათ შორის iPod Classic-ს. როგორც The Verge წერს, აპლიკაციის გამოყენებისას ჩნდება შეგრძნება თითქოს მუსიკას iPod-ში ვუსმენთ.

ტერორიზმი

12 დეკემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

დანიაში ტერორიზმის ბრალდებით რეიდების დროს 20 ადამიანი დააკავეს

დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ეჭვმიტანილმა დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას შეეცადნენ.

12 დეკემბერი 2019, 10:21

საქართველო

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტთან კონტრაქციას მართავს

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას მართავს. აქციაზე იმყოფება სოსო რობაქიძეც, რომლის თქმითაც, ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.

ვაჟა სირაძე

12 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შესასვლელები არ ჩაკეტონ

გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ, გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ისრაელი არჩევნები

12 დეკემბერი 2019, 09:59

მსოფლიო

ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 09:53

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 09:38

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.