imedi /  29 ნოემბერი 2019, 14:02 / სანდო წყარო

წულუკიანი: ის ხალხი კი, ვინც გარეთ გვისტვენს, ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან საპროტესტო აქციის გამო არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ უქმნიან საპროტესტო აქციის მონაწილეები მას დისკომფროტს, წულუკიანმა აღნიშნა, რომ არამც თუ რამე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ ისიც და ღონისძიებაზე მყოფი ევროკავშირისა და UNICEF-ის წარმომადგენლები ასეთ ფონსა და რეკლამას ვერც კი ინატრებდნენ.

„ჩვენ დღეს ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს და ის ხალხი კი, ვინც გარეთ სტვენს, ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ ამისთვის, ვინაიდან საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ დაინახა ამ ადამიანების სახე. ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ფეხქვეშ ითელებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია. დღეს ჩვენ დავაანონსეთ, რომ #11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი და გარეთ შეკრებილი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნისას გადავსებული იყო, ახლა მხოლოდ 23 ბავშვი იმყოფება“, - განაცხადა წულუკიანმა.

დილით მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტიდან ეროვნული ბიბლიოთეკისკენ გადაინაცვლეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენციას ესწრებოდა. აქციაზე პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის გარკვეული დაპირისპირებაც მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტის დროს სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, დავით ნაფეტვარიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

14 დეკემბერი 2019, 01:05

ეკონომიკა

ტურისტებს ფიტოსერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილის და ბოსტნეულის შეტანა ეკრძალებათ

2019 წლის 14 დეკემბრიდან ტურისტებს ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილს და ბოსტნეულის შეტანა აეკრძალათ. ინფორმაციას ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

წყვილი

14 დეკემბერი 2019, 00:59

ტაბლოიდი

მსახიობი კოლინ ფერტი ცოლს შორდება

ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერტი 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ ლივიას შორდება. წყვილმა ოფიციალური განქორწინების შესახებ განცხადება გამოცემა Hello-სთან გააკეთა. წყვილი აცხადებს, რომ განქორწინების მიუხედავად, ისინი რჩებიან მეგობრებად და მათ შვილების სიყვარული აერთიანებთ.

დენი ვილნევი

13 დეკემბერი 2019, 23:57

კულტურა

ათწლეულის რეჟისორი დასახელდა

ჰოლივუდის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ათწლეულის რეჟისორი დაასახელა. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. ამ ჯილდოს რეჟისორი დენი ვილნევი მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 9 იანვარს არის დაგეგმილი.

დავით ნარმანია

13 დეკემბერი 2019, 23:22

ეკონომიკა

ნარმანია: ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სავალუტო კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომ კურსის რყევამ გაზის ტარიფებზე გავლენა არ მოახდინოს.

დენი აილეო

13 დეკემბერი 2019, 23:08

კულტურა

ამერიკელი მსახიობი დენი აილეო გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი დენი აილეო 86 წლისა გარდაიცვალა. The Hollywood Reporter-ის ცნობით, მსახიობის სიკვდილის მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა. მსახიობს ჰყავს ცოლი და 4 შვილი. სპაიკ ლის ფილმზე „გააკეთე როგორც საჭიროა“ დენი აილეო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარზე“ იყო წარდგენილი

13 დეკემბერი 2019, 22:36

საქართველო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართველი მოსამართლეების არჩევით იმედგაცრუებულია

ტიტუს კორლატეანია და კლოდ კერნის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი ზომების მიღება სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებელი სასამარლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის აღსადგენად. მათივე თქმით, ისინი აპირებენ მომდევნო წელს საქართველოში რეგულარულად ჩამოვიდნენ.

ვარსკვლავები

13 დეკემბერი 2019, 22:35

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ეგზოტიკური ფორმის ვარსკვლავები აღმოაჩინეს

ესპანელმა და პორტუგალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორიული მეთოდი და ბოზონის ვარსკვლავების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ვარსკვლავები შედგება ბოზონის ფერმიონებისგან. ასეთ ვარსკვლავებს აქვთ ბაგელის ფორმა და სწრაფად იფანტებან.

მასიმო ფერერო

13 დეკემბერი 2019, 22:14

სპორტი

„სამპდორიას“ პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა

იტალიის სერია A-ს კლუბ „სამპდორიას“ პრეზიდენტ მასიმო ფერეროს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა. ფერეროსთან ერთად საფეხბურთო საქმიანობა მის მეუღლე ვანესასაც აუკრძალეს, რომელიც კლუბის თანამფლობელია და ყველაფერი მასზეა გაფორმებული.

13 დეკემბერი 2019, 21:57

ეკონომიკა

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონისთვის ემზადებიან

როგორ ხვდება მთის კურორტები ზამთრის სეზონს? მოსამზადებელ სამუშაოს ბაკურიანში დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. კურორტზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბაკურიანში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს.

იოგა

13 დეკემბერი 2019, 21:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ მოქმედებს იოგა ტვინზე

ათწლეულის განმავლობაში მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ აერობიკული ვარჯიშები აძლიერებს ტვინსა და ხელს უწყობს ახალი ნეირონების ზრდას. ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იოგით დაკავებასაც ანალოგიური ეფექტი აქვს. სპეციალისტების მტკიცებით, იოგა ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას.

ნათია თურნავა

13 დეკემბერი 2019, 21:30

ეკონომიკა

თურნავა: პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 41 მილიონ ლარზე მეტი მოვიზიდეთ

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.

თევზები

13 დეკემბერი 2019, 21:15

ტექნოლოგიები

კალიფორნიის სანაპიროზე უცნაური ფორმის თევზები გამოირიყა

აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროზე წყალმა უცნაური ფორმის ათობით ათასი თევზი გამორიყა. BBC-ის ცნობით, „თევზი პენისი“ ჭიაყელების ნაირსახეობაა, რომელიც მიწის ქვეშ ბინადრობს. თუმცა ისინი წყალში რეგიონში შტორმის აქტიურობის შედეგად აღმოჩდნენ.

მაია შარაპოვა

13 დეკემბერი 2019, 21:09

კულტურა

შარაპოვა სერიალ „დილის შოუში“ გადაიღეს

სპორტსმენმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის სერიალის მსახიობებთან ჯენიფერ ენისტონთან და რიზ უიზერსპუნთან ერთად არის გადაღებული. „ეს გადაღების ნამდვილად დიდი გამოცდილებაა ყველაზე კეთილ ქალებთან ერთად, ვისთანაც კი მიმუშავია"- წერს შარაპოვა.

კატა

13 დეკემბერი 2019, 20:32

ტაბლოიდი

კატის გაქცევის გამო ბეირუთი-მილანის მიმართულებაზე ფრენა შეფერხდა

ბეირუთი-მილანის ავიამიმართულებაზე ფრენა 50 წუთით შეფერხდა. ამის მიზეზი კატის გაქცევა გახდა, რომელიც პატრონს თვითმფრინავში გადასასვლელ ხიდის უჯრედში დაიმალა. თითქმის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ „ძებნილი“ კატა პატრონს აეროპორტების თანამშრომლებმა დაუბრუნეს.

13 დეკემბერი 2019, 20:26

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ექიმის მეუღლის თქმით, ამ კომისიაში უნდა შევიდეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან ექიმის ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტი

13 დეკემბერი 2019, 20:21

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. პარლამენტში 12 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოსკოვი პოლიცია

13 დეკემბერი 2019, 20:05

მსოფლიო

მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რუსეთის 2 და ცენტრალური აზიის ქვეყნების 3 მოქალაქეა.პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ ინსტრუქციები აღმოუჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ელექტროენერგია

13 დეკემბერი 2019, 19:56

ეკონომიკა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. წლიურ ჭრილში, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ღირებულება 13.81 -დან 15.45 თეთრამდეა გაზრდილი. დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა 11.248-დან 10.614 თეთრამდე.

თსუ

13 დეკემბერი 2019, 19:07

საქართველო

თსუ-ის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები ორმაგი ხარისხის დიპლომს აიღებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სრული უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.

ევროკავშირი

13 დეკემბერი 2019, 19:00

საქართველო

ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეებზე: ზოგიერთ კანდიდატს ფართო საზოგადოება არ ენდობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი აცხადებს, რომ შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.