imedi /  29 ნოემბერი 2019, 17:37 / სანდო წყარო

სააკაშვილი: რეგიონში პოლიციას მორალი არ აქვს

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ახლა ბრძოლა რეგიონებში უნდა გაგრძელდეს, რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლიცია უკვე არაქათგამოცილია და დაღლილია ქუჩაში დგომით.

„მორალურად გატეხილები არიან, ვიღაცებმა უარი თქვეს დარბევაზე და ამიტომ მოუხდათ ღობეების დაყენება. ეს სისუსტის ნიშანია. ხალხს იჭერენ და უშვებენ ისევ მასობრივად, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეებმა უარი თქვეს საქმეების განხილვაზე. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ახლა საჭიროა გაშლა რეგიონებში. რეგიონებში საერთოდ არა ჰყავთ ძალები. თუ რობოკოპებით ​პარლამენტის დაცვა შეუძლიათ და თბილისის ცენტრს კიდევ დაიკავებენ, რეგიონებში მორალი არ აქვს არც პოზიციას, არც პოლიციას, არც ივანიშვილი უხდის იქ საკმარის ფულს. მთავარია, რეგიონებში ადგილზე ახალგაზრდებმა აიღონ ლიდერობა, არ არის საჭირო ყველას რუსთაველის გამზირზე ჩამოსვლა. ადამიანებმა შეიძლება იგივე გააკეთონ იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, ქართლში, ყველგან. არ უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება, ეს უკვე არის პრინციპული საკითხი საქართველოს გადასარჩენად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

ომარ ალ-ბაშირი

14 დეკემბერი 2019, 14:18

მსოფლიო

სუდანის ექსპრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

სუდანის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, ხანდაზმული ასაკის გამო 75 წლის ალ-ბაშირს სასჯელი 10-დან 2 წლამდე შეუმცირდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:52

საქართველო

სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულნი არიან EUMM და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები

,,ცხელი ხაზით’’ მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ლაშა ბექაური

14 დეკემბერი 2019, 13:46

სპორტი

ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ლაშამ ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2019, 13:37

საქართველო

ოპოზიცია დიპლომატებს ხვდება

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვედრაზე ოპოზიცია დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზე საუბარს გეგმავს. ამის გარდა, პოლიტიკოსები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების თემასაც შეეხებიან. ლიდერები სასამართლო სისტემაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

თამილა ლაფანაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:27

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში „კგბ“-ს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის ციხეშია შეზღუდული, დღეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ზეიმი ფერმკრთალდება. „ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.

ელტონ ჯონი

14 დეკემბერი 2019, 13:15

კულტურა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ელტონ ჯონის სიმღერის (Your Song) ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდა. ლოტში 180 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. სიმღერის ტექსტი ბერნი ტოპინის მიერ არის დაწერილი, რომელთანაც ლეგენდარულ მუსიკოსს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს.

ნარკოტიკი აეროპორტი

14 დეკემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

სტამბოლის აეროპორტში 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

სტამბოლის აეროპორტის სატვირთო ტერმინალში პოლიციამ 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღო. ამის შესახებ TRT Harber იტყობინება. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის ნარკოტიკ „კრატომზე“. ნარკოტიკის მსხვილი პარტია ინდონეზიიდან აშშ-ში გადაჰქონდათ.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი
ტონი ფერგიუსონი

14 დეკემბერი 2019, 12:53

სპორტი

ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლი ჰაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულს 18 აპრილს ნიუ-იორკში, ამერიკელი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი“ (UFC) ავრცელებს.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ვულოცავ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის იმედი მაქვს“, - წერს გახარია Twitter-ზე.

ერეკლე კუხიანიძე

14 დეკემბერი 2019, 12:23

საქართველო

საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს განმარტავს

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“.

დონალდ ტრამპი

14 დეკემბერი 2019, 12:01

მსოფლიო

CNN: ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომის მქონე პირთა რიცხვი შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირა იმ საჯარო მოხელეების რიცხვი, ვისაც უცხო ქვეყნის ლიდერებთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება ჰქონდა. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. ახლა სატელეფონო საუბრებზე წვდომა მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ.

ჯერალდ კოტენი

14 დეკემბერი 2019, 11:51

ეკონომიკა

კანადაში კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის დამფუძნებლის ექსჰუმაციას ითხოვენ

გაკოტრებული კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის აქციების მფლობელების ადვოკატები კანადის ხელისუფლებისგან კრიპტოვალუტის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის ექსჰუმაციას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მათი განცხადებით, კოტენი „საეჭვო გარემოებებში“ გარდაიცვალა.

14 დეკემბერი 2019, 11:04

მსოფლიო

სამოაში წითელამ 72 ადამიანი იმსხვერპლა

სამოაში მასობრივი ვაქცინაციის ფონზე წითელას ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულთა უმრავლესობა 4 წლამდე ბავშვია. ამ დროისთვის კლინიკებში 169 ინფიცირებული რჩება. 16 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დიდი ბრიტანეთი შოტლანდია

14 დეკემბერი 2019, 10:58

ტაბლოიდი

ჯონსონის გამარჯვების შემდეგ ბრიტანელები შოტლანდიაში ცხოვრებით დაინტერესდნენ

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, შოტლანდიაში პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტია დამარცხდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე Google-ის საძიებო სისტემის ტრენდებს შორის ფრაზა „move to Scotland“ (შოტლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა) აღმოჩნდა.

ლაგოდეხის ნაკრძალი

14 დეკემბერი 2019, 10:14

საქართველო

ლაგოდეხში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ჯონ ლენონის სათვალე

14 დეკემბერი 2019, 10:03

ეკონომიკა

ჯონ ლენონის სათვალე 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ჯონ ლენონის ლეგენდარული სათვალე Sotheby's-ის აუქციონზე გაყიდეს. უცნობმა კოლექციონერმა ის 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ლენონმა სათვალე პირველად 1966 წელს გაიკეთა, როდესაც რიჩარდ ლესტერის ფილმში „როგორ მოვიგე ომი“ მონაწილეობისთვის ემზადებოდა.

facebook

14 დეკემბერი 2019, 09:59

ტექნოლოგიები

უცნობმა პირმა Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები მოიპარა

უცნობმა პირმა მოიპარა რამდენიმე მყარი დისკი, რომელზეც კომპანია Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები ინახებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ბოროტმოქმედმა მყარი დისკები Facebook-ის ​ერთ-ერთი თანამშრომლის ავტომობილიდან მოიპარა.

AirBus Qantas

14 დეკემბერი 2019, 09:33

ეკონომიკა

Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივი რეისისთვის Airbus-ის თვითმფრინავები აირჩია

ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივი ფრენებისთვის Airbus-ის თვითმფრინავები აირჩია, რაც ამერიკული კომპანია Boeing-ის პრესტიჟისა და ფინანსური მდგომარეობისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.

სანკტ-პეტერბურგის სტადიონი

14 დეკემბერი 2019, 09:08

სპორტი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა „ევრო 2020“-ს არ შეეხება

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტოს (WADA) განცხადებით, 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვასა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაზე არ გავრცელდება.

უძილობა

14 დეკემბერი 2019, 08:53

ტექნოლოგიები

ცნობილია, რა პროდუქტები იწვევს უძილობას

კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯის მეცნიერებმა უძილობის გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. კვლევის ავტორებმა 50 ათასამდე ადამიანის კვების რაციონი შეისწავლეს.