imedi /  02 დეკემბერი 2019, 00:17 / სანდო წყარო

კობახიძემ „ქართული ოცნება“ დედას, ხოლო ქვეყანა შვილს შეადარა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება რეალური არ არის და ამაზე 30 ნოემბრის შეხვედრაზე, მმართველ პარტიას ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ. ამის შესახებ კობახიძემ გადაცემა "კვირის თემა"-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ოპოზიციის ოთხ შეთავაზებასაც, რომელიც მმართველ პარტიას გუშინდელ შეხვედრაზე გააცნეს. ეს შეთავაზებები დღეს დავით უსუფაშვილმაც ჩამოთვალა: ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დოკუმენტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა, კონსტიტუციაში მცირედი ცვლილებების შეტანა, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხის განხილვა და მეოთხე - თავად ხელისუფლების მოსაზრება თუ როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსვლის გზას.

ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იმდენად მარტივი საკითხია, რომ ვენეციის კომისიაში მისი გაგზავნა "ღირსების საქმეა":

"მათემატიკაში განტოლებები არსებობს: ერთ უცნობიანი, ორ უცნობიანი და ეს არის ერთგვარი უუცნობო განტოლება. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ქართველი მათემატიკოსები შეიკრიბონ და ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგზავნონ უუცნობო განტოლება ამოსახსნელად. ეს ხომ იქნება ღირსების თემა ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ ვენეციაში გაგზავნასთან დაკავშირებით ოპოზიციას პასუხი 30 ნოემბრის შეხვედრაზევე გასცა მმართველმა გუნდმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები უმრავლესობის წევრებს დაეთანხმნენ იმაში, რომ არარეალურია ახლა კონსტიტუციის ცვლილება: "რაიმე ასეთი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება დღეს გამოიწვევს უმრავლესობაში განხეთქილებას. არავითარ მძიმე კრიზისთან ჩვენ არ გვაქვს საქმე...", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, ე.წ. გერმანულ მოდელში უამრავი ნიუანსია, რამაც შესაძლოა ვნებათაღელვა გამოიწვიოს: "მაგალითად ერთ-ერთი პრობლემაა: არაერთი "ფეიკ" ანუ ყალბი ან ერთკაციანი სატელიტი პარტია აქვს შექმნილი ოპოზიციას. ასეთი 10-ზე მეტი ფეიკპარტიაა, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას მილიონობით, უფასო საეთერო დროს და ა.შ. ფეიკპარტიების პირობებში გერმანული მოდელი საერთოდ აზრს კარგავს. სად არის გარანტია, რომ ფეიკპარტიები არ იქნება გამოყენებული?", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით, კობახიძე ამბობს, რომ ახლა მალე იწყება საარჩევნო წელი: "იქაც ოპოზიციამ დააფიქსირა ასეთი რამ, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობით"-ო. რეალურად, ისეთ რამეებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც იციან რომ არარეალურია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

და ბოლო შეთავაზება, თუ რა არის ამ ვითარებიდან მმართველი გუნდის აზრით გამოსავალი, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი "ნაცმოძრაობის ჩიხიდან გამოყვანა არ არის":

"ეს არის კავკასიური ცარცის წრე - ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" დადგა სწორედ დედის როლში, რომელმაც სცადა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მინიმალურადაც არ სტკენოდა შვილს, ბავშვს, ქვეყანაზეა ამ შემთხვევაში საუბარი. და ეს გახდა იმის მიზეზი რატომაც გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე პროპორციული არჩევნების ინიციატივით. ამაზე პასუხი იყო ის, რომ სამი თვე დარჩნენ ოპოზიციის წარმომადგენლები აქციაზე, სამი თვის განმავლობაში ხელს სტკენდნენ ისინი ბავშვს. ეს არის მათი სახე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

ჰარვი ვაინშტეინი

24 თებერვალი 2020, 21:15

მსოფლიო

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი სესქსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი ბრალდების ხუთი პუნქტიდან ორი პუნქტით გაასამართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ჰარვი ვაინშტეინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნინო ბურჯანაძე

24 თებერვალი 2020, 21:08

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: რატომ უნდა დაჯდეს ვანო მერაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ მივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ანჯეი დუდა

24 თებერვალი 2020, 21:02

მსოფლიო

ანჯეი დუდა: რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსეთი აგრესიაში და ყირიმისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ wpolityce წერს. „რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ. რუსეთი ძალის დემონსტრირებას მაშინაც კი ახდენს, როდესაც საჰაერო სივრცეს არღვევს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2020, 21:00

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერ და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო აქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი.

24 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

CNBC: თეთრი სახლი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

წყაროს ცნობით, თეთრი სახლი კონგრესს აღნიშნული თხოვნით უკვე მიმდინ არე კვირაში მიმართავს. საუბარია 1 მილიარდამდე დოლარის ფინანსურ პაკეტზე, თუმცა ზუსტი თანხა ჯერ დადგენილი არ არის. CNBC-ის თეთრ სახლში განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპი მუდმივ რეჟიმში იღებს განახლებულ ინფორმაციას კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 20:52

მსოფლიო

CNN: ტრამპი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მისადმი ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გასულ კვირას საინფორმაციო პორტალმა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები და აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირეები ბოლო 18 თვის განმავლობაში ტრამპისადმი არალოიალურად განწყობილი თანამდებობის პირების სიებს ადგენდნენ

24 თებერვალი 2020, 20:49

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში ტურისტთა რაოდენობა 30-40%-ით შემცირდა

„რა თქმა უნდა, საფრანგეთში ახლა ნაკლები ტურისტია, 30-40%-ით ნაკლებია, ვიდრე ველოდით. ეს სერიოზული დარტყმაა საფრანგეთის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. ბრუნო ლე მერმა ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, კორონავირუსის გამო წელს საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა 0,1%-ით შემცირდება.

24 თებერვალი 2020, 20:39

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს

ახალგაზრდების ჯგუფი უკვე მეექვსე დღეა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს და ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და მანდატზე უარის თქმას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები მას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

24 თებერვალი 2020, 20:36

მსოფლიო

გერმანიაში უცნობი პირი ავტომობილით კარნავალის მონაწილეებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. „ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ არა დაკავებული“, - განაცხადეს პოლიციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარნავალო ღონისძიებები გააუქმა.

24 თებერვალი 2020, 20:30

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენმდივანს შეხვდა

გაეროს გენერალურ მდივანთან საუბრის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გაერო აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და გენერალური მდივნის ყურადღება გავამახვილე გაეროს მხრიდან კიდევ უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობაზე.

24 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

ლონდონში ჯულიან ასანჟის სასამართლო პროცესი დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ლიუისმა სასამართლოს განუცხადა, რომ ასანჟის ექსტრადირება აშშ-ში უნდა მოხდეს, რათა ის საიდუმლო მასალების გავრცელებისთვის გასამართლდეს. მისივე თქმით, საიდუმლო მასალების გავრცელებამ ერაყში, ირანსა და ავღანეთში ინფორმატორებისა და ჟურნალისტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

24 თებერვალი 2020, 20:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებსა და დირექტორის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება მაია მერკვილაძე. მათივე თქმით, საფრთხეშია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხვალიდან რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. „საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. ამ მძიმე ჟამს სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსურვებ სიძლიერეს სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

24 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

ჩინეთის მოქალაქეები თბილისი ცენტრალიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩინეთის მოქალაქეები, რომელთაც დღეს თბილისი ცენტრალში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ.

მთები

24 თებერვალი 2020, 19:52

საქართველო

CNN: საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია

გამოცემა CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. „საქართველოზე ფიქრისას პირველი რაც მოგზაურებს ახსენდებათ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, ეპიკური ყველიანი პურები და ტრენდურლი ღამის კლუბებია. თუმცა, სინამდვილეში ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია“, - წერს გამოცემა.

თბილისი-ცენტრალი

24 თებერვალი 2020, 19:38

საქართველო

თბილისი-ბათუმის მატარებელი მოქალაქეებმა კორონავირუსის საფრთხის გამო საათნახევრით შეაფერხეს

თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ. მგზავრების განცხადებით, მათ კორონა ვირუსის შეეშინდათ და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

ცემის ფაქტი

24 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს. ზურაბ ბურჯანაძეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.

24 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსული მგზავრი ტემპერატურის გამო ქუთაისის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგოს აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

24 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

მაია მერკვილაძე: აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციაში ჩემი ადგილი ვერ იპოვნეს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მაია მერკვილაძე აღარ იქნება. მისი თქმით, დირექტორმა თოქ-შოუს ხელმძღვანელობა შესთავაზა და თუ არ დასთანხმდება რადიოში გადაყვანას უპირებს. მერკვილაძე აცხადებს, რომ მიზანმიმართულად ანგრევენ ახალი ამბების რედაქციას

პაატა იმნაძე

24 თებერვალი 2020, 19:10

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს

პაატა იმნაძემ კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა და განმარტა, რომ ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად მატულობს. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს.