imedi /  02 დეკემბერი 2019, 20:59 / სანდო წყარო

ფრანგმა კოლეგამ ზალკალიანს დაუდასტურა რომ მაკრონი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი
ჟან-ივ ლე დრიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის გამოწვევები იყო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, ფრანგმა კოლეგამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს შესახებ ისაუბრა და ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. 

„მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ისაუბრა საქართველოს შესახებ და რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, რაც ძალიან წაადგება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და საქართველოს საკითხის მუდმივ აქტუალიზაციას. ვისაუბრეთ ასევე ჟენევის ფორმატზე, მოგეხსენებათ რომ საფრანგეთი იყო ინიციატორი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, სამწუხაროდ რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან ივ ლე დრიანთან შეხვედრის შემედგ განაცხადა.

მისი თქმით, კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ მძიმე სურათზე, რაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის შექმნილი და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე. „ვრცლად ვისაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, მიუღებლობაზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით,  ბუნებრივია ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით“-აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ფრანგ კოლეგებთან მუდმივი კავშირი და  მათთვის ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რადგან, როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „ საფრანგეთის სიტყვას საერთაშორისო დღის წესრიგში და მათი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი ფასი აქვს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი მინისტრების შეხვედრაზე.

მისივე ინფორმაციით,  საუბარი ასევე შეეხო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საფრანგეთის გააქტიურებას, ეკონომიკური კუთხით.

დღესვე ზალკალიანმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის ფორმატი შეაფასეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2020, 10:31

მსოფლიო

Axios: ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს

თეთრი სახლი აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი ავრცელებს. აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა აქვთ გარანტირებული.

ელიმინაციის პროგრამა

20 იანვარი 2020, 10:26

საქართველო

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის თქმით წამლების ვადის გასვლას C ჰეპატიტის პროგრამაზე გავლენა არ ჰქონია

კომპანია აცხადებს, რომ მედიკამენტების ვადიანობის გასვლის შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ხდება ხოლმე, რადგან საჭიროზე მეტი მედიკამენტის მიწოდება მიმდინარეობს. ისინი საქმის კურსში არიან, რომ მედიკამენტების ნაწილს, ვადა გაუვიდა.

20 იანვარი 2020, 10:06

მსოფლიო

ჩინეთში უცნობი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩინეთის ხელისუფლებამ უცნობი ვირუსით დაინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოავლინა. უხანის გარდა, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პეკინსა და შენჯენში. ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს ორ ადამიანს ტაილანდში და ერთ ადამიანს იაპონიაში.

სალომე ზურაბიშვილი

20 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

ტრიბუნა ჩამონგრევა

20 იანვარი 2020, 09:31

სპორტი

ინდოეთში საქველმოქმედო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა

ინდოეთში, კერალას შტატის ქალაქ პალგჰადში საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება. ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მატჩი ცნობილი ფეხბურთელის, რადაკრიშნა დანარაჯანის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.

Mitsubishi Electric

20 იანვარი 2020, 09:17

ტექნოლოგიები

Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

იაპონურ კორპორაცია Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asian Review იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია მოეპარათ, რომელიც ბიზნესპარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან კომპანიის კავშირს ეხებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობა თავდასხმაში ჩინელ ჰაკერებს ადანაშაულებს.

დევიდ ოლნი

20 იანვარი 2020, 08:48

კულტურა

ამერიკელი მომღერალი სცენაზე გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი დევიდ ოლნი სცენაზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს. ფლორიდაში, საავტორო სიმღერის ფესტივალზე გამოსვლის დროს 71 წლის მომღერალი შეუძლოდ გახდა და სკამზე ჩამოჯდა. მაყურებლებმა და სცენაზე მყოფმა სხვა მუსიკოსებმა იფიქრეს, რომ ოლნიმ დასვენება გადაწყვიტა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 იანვარი 2020, 08:37

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-ის შიდა საქმეებში მონაწილეობა არ მსურს

„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, რათა ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიული პარტნიორთან, აშშ-თან კარგი, სანდო და ძლიერი ურთიერთობა გვქონოდა. კანონი არ დამირღვევია. რა თქმა უნდა, არ მინდა უკრაინა ან უკრაინის მოქალაქეები ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართულნი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრინცი ჰარი

20 იანვარი 2020, 08:20

ტაბლოიდი

პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსის დატოვების მიზეზები განმარტა

„დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს არასოდეს შეიცვლება. ბებიის, ჩემი მთავარსარდლის მიმართ ყოველთვის უღრმეს პატივისცემას ვგრძნობდი. იმედი გვქონდა, რომ დედოფლისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის მსახურების გაგრძელებას შევძლებდით, მაგრამ საჯარო დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ჰარიმ.

ფოსფორი

20 იანვარი 2020, 00:45

ტექნოლოგიები

სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი შესაძლოა კოსმოსში წარმოიშვა

სპეციალისტებმა ვარსკვლავების ფორმირების რეგიონი AFGL 5142 რადიოტელესკოპ ALMA-ს დახმარებით შეისწავლეს. რადიოემისიის სპექტრის ანალიზით შესაძლებელი გახდა დაედგინათ თუ რომელი მოლეკულები არიან რეგიონში. აღმოჩნდა, რომ ახალი ვარსკვლავების ირგვლივ სივრცეში ფოსფორის მონოქსიდის მოლეკულები არსებობენ.

Bon Jovi

20 იანვარი 2020, 00:32

კულტურა

ჯგუფმა Bon Jovi-მ და ბრაიან ადამსმა ერთობლივი ტურნე დააანონსეს

უკვე ცნობილი ჯგუფის მეთხუთმეტე ალბომის და ტურნეს სახელწოდება „Bon Jovi 2020“. პირველ კონცერტს ჯგუფი 10 ივნისს გამართავს, ბოლოს კი 29 ივლისს, ნიუ-იორკში. სულ ტურნეს ფარგლებში 18 შოუ გაიმართება, 16 მათგანში კი ბრაიან ადამსი მიიღებს მონაწილეობას.

ბეირუთი აქცია

20 იანვარი 2020, 00:10

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ კი სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, ორგანიზაციის თანამშრომელმა დახმარება 52 დაშავებულს გაუწიეს, 38 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იზაბელ დუშ სანტუში

19 იანვარი 2020, 23:51

მსოფლიო

გამოქვეყნდა დოკუმენტები თუ როგორ დააგროვა ქონება ანგოლელმა მილიარდერმა

როგორც ირკვევა, იზაბელ დუშ სანტუშმა მიწებზე, ნავთობზე, ბრილიანტებსა და ტელეკომუნიკაციებზე მომგებიანი გარიგებები მამამისის პრეზიდენტობის დროს ჩაიგდო ხელში. ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში ანგოლას 38 წლის განმავლობაში მართავდა. თავად იზაბელ დუშ სანტუში ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს და სიცრუეს უწოდებს.

ბერლინი ლიბიის სამიტი

19 იანვარი 2020, 23:23

მსოფლიო

ლიბიის საკითხზე სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი დეკლარაცია მიიღეს

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, პირველ რიგში ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

ნავთობი

19 იანვარი 2020, 23:14

მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა რუსები ნავთობის მომპოვებელ სადავო ტერიტორიაზე არ შეუშვეს

წყაროების ინფორმაციით, რუსული სამხედრო პატრული 18 იანვარს ქურთი მეომრების (YPG) მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააჩერეს. რუსი სამხედროები რუმეილანის მდელოებისკენ მიემართებოდნენ, რომელზეც პრეტენზიას აშშ, ქურთები და სირია აცხადებს. რუმეილანის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზაა განლაგებული.

ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინი

19 იანვარი 2020, 22:37

მსოფლიო

ჯონსონი პუტინს: ნორმალური ურთიერთობები არ იქნება, სანამ დესტაბილიზაცია არ შეწყდება

BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, დაუნინგ სტრიტის ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მოლაპარაკებების დროს ბრიტანეთის პრემიერმა "გასაგებად თქვა, რომ სოლსბერში მომხდართან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია არ შეცვლილა". ჯონსონი და პუტინი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ.

მწვანე ჩაი

19 იანვარი 2020, 22:18

ტექნოლოგიები

მწვანე ჩაის მოყვარულები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

ამის შესახებ National Geographic-ი ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევა უკვე 22 წელია გრძელდება. მასში 100 902 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებები არ აღენიშნებოდათ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფის წევრები კვირაში სამჯერ ან უფრო ხშირად სვამდნენ მწვანე ჩაის.

ალან დერშოვიცი

19 იანვარი 2020, 21:46

მსოფლიო

ტრამპს იმპიჩმენტის პროცესზე ჰარვი ვაინშტეინისა და ეპშტეინის ადვოკატიც დაიცავს

ტრამპის ადვოკატები არიან ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში მონაწილე ყოფილი სპეცპროკურორები კენ სტარი და რობერტ რეი, ასევე ცნობილი ადვოკატი ალან დერშოვიცი, რომელიც ჰარვი ვაინშტეინს, ჯეფრი ეპშტეინს და ო. ჯეი სიმპსონის ინტერესებს იცავდა. დაცვის მხარეს სათავეში უდგას თეთრი სახლის იურისტი პეტ სიპოლონე.

ციხე კედელი

19 იანვარი 2020, 21:25

მსოფლიო

პარაგვაიში ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

პარაგვაის იუსტიციის მინისტრის სესილია პერეზის განცხადებით, ციხის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლება და დაპატიმრება ელით. მისი თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქცევა დაგეგმილი იყო, ოფიციალურმა პირებმა კი ქრთამის სახით $80 000 დოლარი მიიღეს.

ევროკავშირი თურქეთი დროშები

19 იანვარი 2020, 21:04

ეკონომიკა

ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას არ შეუმცირებს

შესაბამისი განმარტება ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის საკითხებში პიტერ სტანომ გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზაციამ თურქეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელმა თურქეთს დახმარება 75%-ით შეუმცირა.