imedi /  03 დეკემბერი 2019, 19:06 / სანდო წყარო

ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

აქცია

აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე ისმის შეძახილები "არა ნაცებს" და "არა მიშას". აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მოუწოდებენ ხალხს, რომ "ნაცმოძრაობას" მხარი არ დაუჭირონ. ამასთან ამბობენ, რომ აქციის მოწყობა და შეკრება თავად გადაწყვიტეს.

ხმაური იყო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.

ადგილზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აკაკი ბობოხიძის გამოჩენას მოჰყვა. „ქართულო ოცნების“ მხარდამჭერებმა მასთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როცა ოპოზიციონერები ოფისს ტოვებდნენ, მათსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა სამართალდამცველების დროული ჩარევის შედეგად ვითარება მალევე განიმუხტა.

დღეს დაპირისპირება იყო ქობულეთის მერიაში და მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთანაც, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

14 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და საჯარო უწყებების "დაბოქლომება" დაიწყეს ოპოზიციამ და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონებში აქციები ოპოზიციის, კერძოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგაც იმართება. კონტრაქციის მონაწილეები "ნაცმოძრაობას" აპროტესტებენ და სკანდირებენ "არა მიშა"-ს. 

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა.  მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

ყველა სიახლე

ფშავლის ტყე

24 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

კახეთში, სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია. როგორც ფშაველი-ლეჩურის თემში მერის წარმომადგენელი, ვალერი აბრამიშვილი ამბობს, ცეცხლი დღის მეორე ნახევარში თავდაპირველად ხმელ ბალახს მოედო, მოგვიანებით კი ტყის მასივზე გაცრცელდა.

მედიკამენტები

24 თებერვალი 2020, 22:05

საქართველო

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო შს სამინისტრომ აფთიაქებიდან საქართველოდან შეტანილი პრეპარატები კიდევ ამოიღო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტრომ ცხინვალის აფთიაქებიდან საქართველოდან შემოტანილი სამედიცინო პრეპარატები ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს.

ხანძარი

24 თებერვალი 2020, 21:38

ძალოვნები

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი ვენახში დაიწვა

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კაცი ვენახში დაიწვა. შემთხვევა სოფელ დოესში მოხდა. 60-წლამდე კაცი ბაღს ასუფთავებდა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ის ნასვამი იყო და დაეძინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ, თუმცა კაცის დახმარება ვეღარ შეძლეს.

ჰარვი ვაინშტეინი

24 თებერვალი 2020, 21:15

მსოფლიო

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი ბრალდების ხუთი პუნქტიდან ორი პუნქტით გაასამართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ჰარვი ვაინშტეინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნინო ბურჯანაძე

24 თებერვალი 2020, 21:08

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: რატომ უნდა დაჯდეს ვანო მერაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ მივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ანჯეი დუდა

24 თებერვალი 2020, 21:02

მსოფლიო

ანჯეი დუდა: რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსეთი აგრესიაში და ყირიმისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ wpolityce წერს. „რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ. რუსეთი ძალის დემონსტრირებას მაშინაც კი ახდენს, როდესაც საჰაერო სივრცეს არღვევს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2020, 21:00

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერ და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო აქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი.

24 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

CNBC: თეთრი სახლი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

წყაროს ცნობით, თეთრი სახლი კონგრესს აღნიშნული თხოვნით უკვე მიმდინ არე კვირაში მიმართავს. საუბარია 1 მილიარდამდე დოლარის ფინანსურ პაკეტზე, თუმცა ზუსტი თანხა ჯერ დადგენილი არ არის. CNBC-ის თეთრ სახლში განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპი მუდმივ რეჟიმში იღებს განახლებულ ინფორმაციას კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 20:52

მსოფლიო

CNN: ტრამპი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მისადმი ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გასულ კვირას საინფორმაციო პორტალმა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები და აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირეები ბოლო 18 თვის განმავლობაში ტრამპისადმი არალოიალურად განწყობილი თანამდებობის პირების სიებს ადგენდნენ

24 თებერვალი 2020, 20:49

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში ტურისტთა რაოდენობა 30-40%-ით შემცირდა

„რა თქმა უნდა, საფრანგეთში ახლა ნაკლები ტურისტია, 30-40%-ით ნაკლებია, ვიდრე ველოდით. ეს სერიოზული დარტყმაა საფრანგეთის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. ბრუნო ლე მერმა ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, კორონავირუსის გამო წელს საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა 0,1%-ით შემცირდება.

24 თებერვალი 2020, 20:39

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს

ახალგაზრდების ჯგუფი უკვე მეექვსე დღეა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს და ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და მანდატზე უარის თქმას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები მას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

24 თებერვალი 2020, 20:36

მსოფლიო

გერმანიაში უცნობი პირი ავტომობილით კარნავალის მონაწილეებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. „ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ არა დაკავებული“, - განაცხადეს პოლიციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარნავალო ღონისძიებები გააუქმა.

24 თებერვალი 2020, 20:30

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენმდივანს შეხვდა

გაეროს გენერალურ მდივანთან საუბრის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გაერო აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და გენერალური მდივნის ყურადღება გავამახვილე გაეროს მხრიდან კიდევ უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობაზე.

24 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

ლონდონში ჯულიან ასანჟის სასამართლო პროცესი დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ლიუისმა სასამართლოს განუცხადა, რომ ასანჟის ექსტრადირება აშშ-ში უნდა მოხდეს, რათა ის საიდუმლო მასალების გავრცელებისთვის გასამართლდეს. მისივე თქმით, საიდუმლო მასალების გავრცელებამ ერაყში, ირანსა და ავღანეთში ინფორმატორებისა და ჟურნალისტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

24 თებერვალი 2020, 20:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებსა და დირექტორის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება მაია მერკვილაძე. მათივე თქმით, საფრთხეშია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხვალიდან რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. „საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. ამ მძიმე ჟამს სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსურვებ სიძლიერეს სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

24 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

ჩინეთის მოქალაქეები თბილისი ცენტრალიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩინეთის მოქალაქეები, რომელთაც დღეს თბილისი ცენტრალში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ.

მთები

24 თებერვალი 2020, 19:52

საქართველო

CNN: საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია

გამოცემა CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. „საქართველოზე ფიქრისას პირველი რაც მოგზაურებს ახსენდებათ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, ეპიკური ყველიანი პურები და ტრენდურლი ღამის კლუბებია. თუმცა, სინამდვილეში ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია“, - წერს გამოცემა.

თბილისი-ცენტრალი

24 თებერვალი 2020, 19:38

საქართველო

თბილისი-ბათუმის მატარებელი მოქალაქეებმა კორონავირუსის საფრთხის გამო საათნახევრით შეაფერხეს

თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ. მგზავრების განცხადებით, მათ კორონა ვირუსის შეეშინდათ და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

ცემის ფაქტი

24 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს. ზურაბ ბურჯანაძეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.