imedi /  04 დეკემბერი 2019, 08:18 / სანდო წყარო

ზალკალიანი ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე: მუდამ გახსოვდეთ საქართველო

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

„შავ ზღავზე სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობა”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლონდონში ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე NATO Engages: Innovating the Alliance ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროა ავრცელებს.

დავით ზალკალიანის თქმით, შავი ზღვა მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველო ამ კუთხით აქტიურად არის ჩართული მთელი რიგი პრაქტიკული მიმართულებებით.

შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

„ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე რთული ვითარებაა, ადამიანები იდევნებიან და მათ უკანონოდ აკავებენ, ახლაც გატაცებულია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ამ ფაქტის შესახებ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია. ჩვენ სახეზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ საკითხებზე, ჩვენ ახლაც აქტიურად ვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას.” - განაცხადა ზალკალიანმა. 
 
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის დემოკრატიულ განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.  

მისი განცხადებით, საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის და აქტიურად ემზადება იმ მომენტისთვის, როდესაც დადგება გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო.

“ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორცილებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ,  რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოსგან”-განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ყველა პარტნიორთან, ასევე დგამს აქტიურ ნაბიჯებს ქვეყნის საბოლოო მიზნისთვის მოსამზადებლად - რაც არის ნატოს წევრობა.

„მუდამ გახსოვდეთ საქართველო” ამ სიტყვებით დაასრულა სესიაზე გამოსვლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

29 იანვარი 2020, 21:41

მსოფლიო

ერდოღანმა რუსეთი სირიის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთი სირიის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფება და დაარწმუნოს შეწყვიტონ იდლიბის დაბომბვა. ეს სირიის უკანასკნელი პროვინციაა, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს.

კალათბურთი

29 იანვარი 2020, 21:21

სპორტი

ხაშურში საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას წელს ხაშურმა უმასპინძლა. მატჩი საქართველოდ ჰიმნით გაიხსნა. All star 2020-ისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.

ზურაბ დათუნაშვილი

29 იანვარი 2020, 21:00

სპორტი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს

ბერძნულ-რომაული სტილით ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი კარიერას სერბეთის ნაკრებში განაგრძობს. ინფორმაცია imedinews-ს სპორტსმენმა თავად დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შეკრებაზე 2 დღეში გაემგზავრება. მისი თქმით, საქართველოს ფედერაციასთან მოქალაქეობის შეცვლის საკითხზე კონფლიქტი მოგვარდა.

კელი დეგნანი

29 იანვარი 2020, 20:40

საქართველო

კელი დეგნანი: საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ბოლო წლებში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი

„ჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად, მოუთმენლად ველოდები იმ ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვთ“, – საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი აეროპორტში გააკეთა. დეგნანის განცხადებით, საქართველომ ბოლო წლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 20:15

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ფინეთში გამოვლინდა

ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაავადებული ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა. ამჟამად ის ლაპლანდიის ცენტრალურ საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება. ოფიციალური ცნობით, მასთან კონტაქტის გამო ინფიცირების საშიშროება 15-მდე ადამიანის ემუქრება.

29 იანვარი 2020, 20:00

საქართველო

ბათუმში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლების ბათუმში იმყოფებოდნენ ლაბორატორიული კვლევის შედეგით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, პასუხი რამდენიმე წუთის წინ მოვიდა, შედეგად ვირუსი გამოირიცხა. ნიჟარაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებმა ბათუმი უკვე დატოვეს.

კარლ ჰარცელი

29 იანვარი 2020, 19:39

საქართველო

კარლ ჰარცელი კონგრესმენების წერილებს მეგობრების მიერ შეშფოთების გამოხატვად აფასებს

„მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს კონკრეტული ადამიანების წერილებზე. მე ამ განცხადებებს ვუყურებ როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებიც წავიკითხეთ ბოლო ათი, ან მეტი დღის განმავლობაში გასაჯაროებულ წერილებში“, - განაცხადა ჰარცელმა.

ელექრომობილი

29 იანვარი 2020, 19:38

ეკონომიკა

თბილისში ელექტრომობილების 60 დამტენი დამონტაჟდება

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში. თბილისის მერიის ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

ეროვნული ბანკი

29 იანვარი 2020, 19:29

ეკონომიკა

სებ-მა სათავო ოფისის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას მიმართა

ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელის. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად უკვე მიმართა.

ხინკალი

29 იანვარი 2020, 19:13

კულტურა

CNN-ი ქართულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის

„საქართველოს საუკეთესო კერძები და სად დავაგემოვნოთ ისინი თბილისში“, - სტატიას ასეთი სახელწოდებით ჟურნალისტმა პოლ რიმპლიმ მოამზადა. იმ კერძების ჩამონათვალში, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა გასინჯონ მოხვდა: ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული, ხარჩო და ღომი, ჩაქაფული.

რუსთაველის გამზირი საახალწლო განათება

29 იანვარი 2020, 18:46

საქართველო

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკა ჩხეიძე

29 იანვარი 2020, 18:44

ძალოვნები

მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულ უჩა მიშველაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მიუსაჯა. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

გიორგი ჩიქოვანი

29 იანვარი 2020, 18:30

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: წყაროების დივერსიფიკაცია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

„საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არის წამყვანი. მზის და ქარის ენერგიის ერთობლიობა დააბალანსებს ჩვენს მოხმარებას. მეტი დივერსიფიკაცია კი მოგვცემს ენერგოუსაფრთხოებას“- ეს განცხადება საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა“ გიორგი ჩიქოვანმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გააკეთა.

29 იანვარი 2020, 18:20

საქართველო

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატების საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. 17 იანვარს საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო. ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იყო.

პროპორციული არჩევნები

29 იანვარი 2020, 18:15

საქართველო

არჩილ თალაკვაძე პროპორციულზე: ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა, „თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა“. თალაკვაძის თქმით, აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას სურდა დესტაბილიზაცია და არა პროპორციული არჩევნები.

ნათია მეზვრიშვილი

29 იანვარი 2020, 18:13

საქართველო

ნათია მეზვრიშვილმა დონორთა ფორუმის გახსნა შეაფასა

„მაგალითად, აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე მმართველობის სფეროში და ზოგადად რეფორმების მიმდინარეობის პროცესში. გენდერული თანასწორობის მიმართულებით იყო ინტერესი დონორების მხრიდან და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გიორგი გახარია

29 იანვარი 2020, 17:56

საქართველო

პრემიერმინისტრი: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც“ ბევრი იქნება

„დასპოილერება“ მე ხომ არ მომიგონებია? ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება. მინდა რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც“ ბევრი იქნება. მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა“, - თქვა პრემიერმა.

იოსებ გოგაშვილი აჰმედ ჩატაევი

29 იანვარი 2020, 17:56

საქართველო

იოსებ გოგაშვილი: აჰმედ ჩატაევის ჯგუფი სააკაშვილის და მერაბიშვილის დავალებით შეიქმნა

იოსებ გოგაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით შექმნილი იყო დაჯგუფება, რომლის წევრებიც ტერორისტები იყვნენ, რომელსაც აჰმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა. მას კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.

უხუცესი

29 იანვარი 2020, 17:43

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი ქალი 127 წლისა გარდაიცვალა

ტაჯიკეთში, მსოფლიოში უხუცესი ქალი ფატიმა მირზოკულოვა 127 წლისა გარდაიცვალა. Daily Mail-ის ცნობით, ქალი 1893 წლის 13 მარტს ტაჯიკეთში დაიბადა. ქალს 8 შვილი და 200-ზე მეტი შვილობილი ჰყავდა. ქალი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დახანში დაკრძალეს.

ნინო ბურჯანაძე

29 იანვარი 2020, 17:14

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ, ვფიქრობ ბატონი ლავროვი არ ჩამოვა

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ გაზაფხულზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ ჩამოვა. „მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.