imedi /  04 დეკემბერი 2019, 23:07 / სანდო წყარო

გუბაზ სანიკიძე: პოლიციელებს არ დავმუქრებივარ, გავაფრთხილე

გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

„გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის პოლიციელებს არ დამუქრებია, არამედ „გააფრთხილა”. გუბაზ სანიკიძის თქმით, მას პატრულთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, „პატრული პირნათლად მუშაობს”. ამის შესახებ სანიკიძემ TV პირველის ეთერში თქვა. 

„რა ვთქვი გაუგებარი? თუ ხელისუფლება გადავა ტერორზე, დაიწყებს ხალხის ხოცვას, აბა როგორ იქნება?! გაფრთხილება გავაკეთე, ეს არ იყო მუქარა. მოდით, ლოგიკას გავყვეთ. ჩემ დაძახებაზე ის ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა თოფით, თუ რა იქნება?! მე ვარ იმათი გამომყვანი? რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა თუ მოხდება, ავტორი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვის ხელისუფლება აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე. რამე ახალს ვიგონებ?..

თუ ხელისუფლება იწყებს ტერორს, თუ ხელისუფლება გადადის მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტაზე, მაშინ ხალხს რა რჩება? თუ პოლიცია არ იქცევა სწორად - პოლიცია არ არის მხარე? როცა ლაშა ჩხარტიშვილს იჭერს, მართლაც ღვთისნიერ ადამიანს, იშვიათად შემხვედრია ასეთი წესიერი ადამიანი, ლობიოს გადაყრის გულისთვის რომ იჭერ, როდესაც წაქცეულს ფეხებს ურტყამენ ძალათ ვაჟკაცი ბიჭები...

პოლიცია მხარე არ არის?! მე ყველას არ ვგულისხმობ. პატრულთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პატრული პირნათლად მუშაობს... როცა პოლიციაზე ვლაპარაკობ ამათზე ვლაპარაკობ. ეს ქართული პოლიციაა თუ ბიძინას პოლიციაა?! რამე გამოვიგონე თუ ბრმები ვარ ყველა? გაფრთხილებას ვაკეთებ და ვიმეორებ, ბიძინა ხელი არ წაგიცდეს და ვიღაცა არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ იქნება უმართავი პროცესები.... ეს არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება. 

დღეს ხელისუფლების სათავეში არიან პოლიტიკურად ჭყინტი ხალხი, არ უნახავთ, არ გამოუცდიათ. მე და ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი ვნახეთ ამ ქვეყანაში. რა ტყვიაც ესროლეს საქართველოს, ყველა ტყვია მოხვდა ჩვენ და ჩვენ თაობას. ამიტომ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა და წინასწარ გაფრთხილებას ვაკეთებ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს - კონტრაქციები არის ხელისუფლების ბოლო სტადია”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ სამართალდამცველებს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მოუწოდა, რომ „ხალხის მხარეს დადგნენ“, „წინააღმდეგ შემთხვევაში,  ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას“. მის ამ განცხადებას დღეს მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა. 

ყველა სიახლე

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:18

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

„ჩვენ რუსეთში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა. ჩვენ მტკიცედ და პრინციპულად ვამბობთ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო გახდება ნატოს წევრი. მხოლოდ ერთი მიმართულებით გვაქვს ბილეთი აღებული. ეს რუსეთმა ძალიან კარგად იცის. რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2020, 18:16

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ მეშახტეების წინაშე დავალიანება არ დაიფარება, მთავრობის წევრები ხელფასს ვერ აიღებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობის წევრებს, მეშახტეების წინაშე არსებული დავალიანებისთვის საჭირო ზომები მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტის წევრები უახლოესი ორი თვის ხელფასს ვერ აიღებენ.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:08

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი ნატოში ინტეგრაციაზე: თითოეული აგურის დადებას მივყავართ იქამდე, რომ კედლებზე სახურავიც უნდა აშენდეს

თითოეული აგურის დადებას მივყავართ იქამდე, რომ კედლებზე სახურავიც უნდა აშენდეს. თურქეთის განცხადებები, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის თანადგომა საბოლოო ჯამში ახდენს კონსოლიდაციას საერთო მიზნის გარშემო, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:01

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საიმედოები ვართ, ვამტკიცებთ და ვმოქმედებთ პარტნიორებთან ერთად, გვაქვს მაღალი დონის სტანდარტი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ ვისაუბროთ, რომ ნატოს კარი ახლოს არის და ღია არის. არა, ჩვენ გვინდა, რომ ამ კარში შევიდეთ და ეს განაცხადი, ვფიქრობ, არის ძალიან სწორი“, - აღნიშნა დეპუტატმა.

25 თებერვალი 2020, 17:58

საქართველო

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.

25 თებერვალი 2020, 17:50

საქართველო

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრიო ავრცელებს.

25 თებერვალი 2020, 17:38

საქართველო

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლარის კურსი

25 თებერვალი 2020, 17:27

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7946 ლარი ეღირება, ევრო – 3.0291 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6266 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 თებერვალს შევა ძალაში.

25 თებერვალი 2020, 17:11

მსოფლიო

უხანის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უცხოელ სტუდენტებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს

უხანის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უცხოელ სტუდენტებს სრულ დაფინანსებას სთავაზობს. ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.

ხორვატია

25 თებერვალი 2020, 17:10

მსოფლიო

ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, წერს CNN. გამოცემა ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. პაციენტი ხორვატიის მოქალაქეა, რომელიც ვირუსის მსუბუქი ნიშნებით ზაგრებში მდებარე კლინიკაში მოათავსეს. პაციენტი კარანტინში იმყოფება. ის იტალიიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.

25 თებერვალი 2020, 17:00

საქართველო

საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ესტუმრა.

25 თებერვალი 2020, 17:00

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ვფიქრობთ, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგულთა რიცხვი სიაში არსებულთა რაოდენობას საგრძნობლად აღემატება

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

ლატარია

25 თებერვალი 2020, 16:56

ტაბლოიდი

ცოლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ამერიკელი მილიონერი გახდა

ვირჯინიის შტატში მცხოვრებმა კაცმა ცოლისგან ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ჯეკპოტი მოიგო. დენიელ შუმანის თქმით, მან ლატარიაში ბედი პირველად სცადა. საბოლოოდ, ცოლის საჩუქარმა მას მილიონი დოლარი მოუტანა.

25 თებერვალი 2020, 16:51

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილმა წარმატებული კადეტები დააჯილდოვა და ლიტერატურულ პერფომანსს დაესწრო, რომლითაც კადეტებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

25 თებერვალი 2020, 16:42

მსოფლიო

ინდოეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, მოქალაქეობის შესახებ კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა.

ირარდ ხარირჯი

25 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

კორონავირუსზე ეჭვის გამო ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კარანტინში იმყოფება

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა.

ნესტან ლონდარიძე

25 თებერვალი 2020, 16:25

ძალოვნები

ადვოკატი: ზაზა სარალიძის მიმართ ბინძური კამპანია კალანდიების დაგეგმილია

„სამწუხაროა, როდესაც არ აცნობიერებენ იმას, რომ სწორედ დათუნა სარალიძეა ის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, რომელიც ამ ცხოვრებაში ვერც იურისტი გახდება, ვერც მაღალი რანგის იურისტი, როგორც ისინი არიან მოწადინებული, რომ კლანდია გახდეს. ისინი ადრე თუ გვიან ციხიდან გამოვლენ და ცხოვრებას ახლაც აგრძელებენ, მაგრამ დათუნა სარალიძე, სამწუხაროდ, ვეღარ დაუბრუნდება ამ ქვეყანას“, - განაცხადა ადვოკატმა.

ტენერიფე კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 16:23

მსოფლიო

ტენერიფეზე ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული

ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე, ქალაქ ადეხეს სასტუმრო H10 Costa Adeje Palace-ში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტურისტების იზოლირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთი კვირის წინ ჩამოსულ იტალიის მოქალაქეს 24 თებერვალს კორონავირუსი აღმოუჩინეს.

25 თებერვალი 2020, 16:23

ძალოვნები

სამტრედიასთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის შემოსასვლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

დავით ზალკალიანი;  ფილიპო გრანდი

25 თებერვალი 2020, 16:08

მსოფლიო

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის არსებული წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.