imedi /  05 დეკემბერი 2019, 12:36 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: ყველაფერს გავაკეთებთ რომ არჩევნები დადგენილ ვადაში ჩატარდეს

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში ჩატარდეს. ამის შესახებ ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, როგორც ახლაა. 

"საქართველოში პროპორციული არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ერთი მხრივ, ეს კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, და მეორე მხრივ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კანონით გათვალისწინებულ და კანონით დადგენილ რეჟიმში, 2020 წლის არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან და სამართლიან გარემოში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამის გამო საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ადამიანმა დატოვა. 

ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. თბილისში პარლამენტის პიკეტირების გამო სამართალდამცველებმა აქცია ორჯერ დაშალეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

ამის პარალელურად განხილვები მიმდინარეობდა უმრავლესობაში. ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა უმრავლესობას სრულად მაჟორიტარული სისტემა შესთავაზეს, რასაც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა. 10-მდე მაჟორიტარმა, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელმაც ინიცირება გაუკეთა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს. ხუნდაძის თქმით, ეს ამერიკული მოდელია და ორპალატიან პარლამენტს გულისხმობს. 

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა.  მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ. 

ყველა სიახლე

დაკავება

18 იანვარი 2020, 10:47

ძალოვნები

დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი კაცი, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ავსტრალია წყალდიდობა

18 იანვარი 2020, 10:44

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრისგან დაზარალებულ შტატებში წყალდიდობაა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. წყალდიდობისგან დაზარალდა ვიქტორიის, ახალი სამხრეთ უელსის და ქუინსლენდის შტატები, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.

შსს

18 იანვარი 2020, 10:14

ძალოვნები

გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

ეშლი იანგი

18 იანვარი 2020, 09:54

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ეშლი იანგი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 34 წლის ინგლისელის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს შეიცავს.

ელ ჩაპო ლუდი

18 იანვარი 2020, 09:41

ტაბლოიდი

ნარკობარონ ელ ჩაპოს შვილმა მამის სახელობის ლუდი გამოუშვა

ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) ქალიშვილმა, ალექსანდრინა გუსმანმა მამის სახელობის კრაფტის ლუდი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ლუდი ბრენდ El Chapo 701-ის ნაწილი გახდა, რომელიც აქამდე მხოლოდ ტანსაცმელს უშვებდა. ერთი ბოთლი „ელ ჩაპო“ 70,10 პესო (3,73 დოლარი) ეღირება.

Microsoft

18 იანვარი 2020, 09:26

ტექნოლოგიები

ნახშირბადისგან ჰაერის გაწმენდაზე Microsoft-ი მილიარდ დოლარს დახარჯავს

Microsoft-მა გადაწყვიტა, 2030 წლისთვის ჰაერი ნახშირბადისგან უფრო აქტიურად გაწმინდოს, ვიდრე მას მისი ობიექტები და საწარმოები აბინძურებენ. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სრულად გაწმინდოს იმ ნახშირბადისგან, რომელიც 1975 წელს დაფუძნების შემდეგ ატმოსფეროში დატოვა.

რობერტუ ალვიმი

18 იანვარი 2020, 09:07

მსოფლიო

ბრაზილიაში მინისტრის მოადგილე გებელსის ციტირების გამო გაათავისუფლეს

ბრაზილიის კულტურის მინისტრის მოადგილე რობერტუ ალვიმი, რომელიც ერთ-ერთი გამოსვლის დროს ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს ციტირებდა, თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მიწისძვრა

18 იანვარი 2020, 08:47

საქართველო

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კლიმტი ნახატი

18 იანვარი 2020, 08:37

კულტურა

იტალიაში შენობის კედელში გუსტავ კლიმტის ნახატი იპოვეს

23 წლის წინ მოპარული და გასულ თვეში ნაპოვნი გუსტავ კლიმტის ნახატი ორიგინალი აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის ხელისუფლება ავრცელებს. „ქალის პორტრეტი“ 1997 წელს ქალაქ პიაჩენცის ერთ-ერთი გალერეიდან მოიპარეს. მებაღეებმა ის შემთხვევით, პიაჩენცაში, რიჩი ოდის გალერეის კედელში იპოვეს.

ვირუსი ჩინეთი

18 იანვარი 2020, 08:21

მსოფლიო

მეცნიერები: უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს აღწევს

უცნობი ჩინური ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს გაცილებით აღემატება. ამის შესახებ BBC-ს ბრიტანელმა მეცნიერებმა განუცხადეს. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლაბორატორიულად ვირუსის 41 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს.

Tesla

18 იანვარი 2020, 00:54

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა. ფოტო ჩინურ პორტალზე გამოქვეყნდა.კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ავტომობილის ახალ მოდელში გამოყენებული ინება „ჩინური ხელოვნება“.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2020, 00:28

ტაბლოიდი

პორნოგვერდის ხელმძღვანელმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

პორნოგვერდმა YouPorn-ომ პრინცი ჰარის ცოლს მეგან მარკლის სამსახური შესთავაზა. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში იმუშავოს. შესაბამისი მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელმა გამოცემა Metro-ში გამოაქვეყნა.

ვუნდერკინდი

18 იანვარი 2020, 00:08

ტაბლოიდი

3 წლის ბრიტანელი ვუნდერკინდი მენსის საზოგადოების წევრი გახდა

ბრიტანელი 3 წლის ვუნდერკინდი დარემის საგრაფოდან მენსის საზოგადოებაში მიიღეს- ეს არის ორგანიზაცია ადამიანებისთვის, რომლებასაც მაღალი IQ აქვთ. მუჰამედ ჰარიზ ნადზიმმა ლაპარაკი 7 თვის ასაკში დაიწყო. მალე მან კითხვა ისწავლა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 23:50

საქართველო

გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება Twitter-ზე მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჟან პოლ გოტიე

17 იანვარი 2020, 23:28

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო შოუ დააანონსა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ განაცხადა, რომ ვარიეტეს თეატრში 22 იანვარს საქმინობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ, მის კარიერაში ბოლო იქნება. ამის შესახებ მოდელიორმა Twitter-ზე დაწერა. გოტიე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია.

გინესის წიგნი

17 იანვარი 2020, 23:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი - ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. მისი სიმაღლე 67,08 სანტიმეტრი იყო. ბოლო დროს მას აწუხებდა გული და ფილტვები. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს.

თბილსის ზოოპარკი

17 იანვარი 2020, 22:48

ტაბლოიდი

ზოოპარკი მოქალაქეებს ცხოველების გასართობად ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,“ – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინისტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.