imedi /  05 დეკემბერი 2019, 17:26 / სანდო წყარო

წნორში ერთ-ერთ სახლში მძიმე პირობებში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს

ძაღლი

სოფელ წნორში ერთ-ერთ სახლში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს. შესაბამისი კადრები Facebook-ზე გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ნინო გურგენიძე წერს, რომ სახლსა და სარდაფში 30-მდე ცხოველია გამოკეტილი.

როგორც გურგენიძემ imedinews-ს განუცხადა, სახლის მეპატრონე მ.ს.-ს ძაღლებზე მზრუნველი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა, ამიტომ მასთან გასაჩუქებელი ძაღლები ხვდებოდნენ, მ.ს. კი მათ სარჩენად ფულს აგროვებდა.

ერთ-ერთი ძაღლი - გერმანული ნაგაზი მას გურგენიძემ აჩუქა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გურგენიძე ძაღლის მდგომარეობით დაინტერესდა, მ.ს.-მ ცხოველის ფოტოები არ აჩვენა. ამის შემდეგ გურგენიძემ და სხვა მოხალისეებმა ძაღლების ადგილზე მონახულება გადაწყვიტეს. მათი თქმით, ცხოველები საშინელ პირობებში არიან. მათ არც წყალი და არც საჭმელი აქვთ. მეზობლების ცნობით, სპანდერაშვილი მათ ქერით კვებავდა და მშიერ ძაღლებს საკუთარი ფეკალიების ჭამა უწევდათ.

მოხალისეებმა წნორიდან 5 ძაღლის წამოყვანა მოახერხეს, დანარჩენები კი აუტანელ პირობებში რჩებიან. ვიდეოს ავტორი ძაღლების გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სიკვდილისთვის არიან განწირულები.

ყველა სიახლე

ეშლი იანგი

18 იანვარი 2020, 09:54

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ეშლი იანგი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 34 წლის ინგლისელის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს შეიცავს.

ელ ჩაპო ლუდი

18 იანვარი 2020, 09:41

ტაბლოიდი

ნარკობარონ ელ ჩაპოს შვილმა მამის სახელობის ლუდი გამოუშვა

ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) ქალიშვილმა, ალექსანდრინა გუსმანმა მამის სახელობის კრაფტის ლუდი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ლუდი ბრენდ El Chapo 701-ის ნაწილი გახდა, რომელიც აქამდე მხოლოდ ტანსაცმელს უშვებდა. ერთი ბოთლი „ელ ჩაპო“ 70,10 პესო (3,73 დოლარი) ეღირება.

Microsoft

18 იანვარი 2020, 09:26

ტექნოლოგიები

ნახშირბადისგან ჰაერის გაწმენდაზე Microsoft-ი მილიარდ დოლარს დახარჯავს

Microsoft-მა გადაწყვიტა, 2030 წლისთვის ჰაერი ნახშირბადისგან უფრო აქტიურად გაწმინდოს, ვიდრე მას მისი ობიექტები და საწარმოები აბინძურებენ. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სრულად გაწმინდოს იმ ნახშირბადისგან, რომელიც 1975 წელს დაფუძნების შემდეგ ატმოსფეროში დატოვა.

რობერტუ ალვიმი

18 იანვარი 2020, 09:07

მსოფლიო

ბრაზილიაში მინისტრის მოადგილე გებელსის ციტირების გამო გაათავისუფლეს

ბრაზილიის კულტურის მინისტრის მოადგილე რობერტუ ალვიმი, რომელიც ერთ-ერთი გამოსვლის დროს ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს ციტირებდა, თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მიწისძვრა

18 იანვარი 2020, 08:47

საქართველო

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კლიმტი ნახატი

18 იანვარი 2020, 08:37

კულტურა

იტალიაში შენობის კედელში გუსტავ კლიმტის ნახატი იპოვეს

23 წლის წინ მოპარული და გასულ თვეში ნაპოვნი გუსტავ კლიმტის ნახატი ორიგინალი აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის ხელისუფლება ავრცელებს. „ქალის პორტრეტი“ 1997 წელს ქალაქ პიაჩენცის ერთ-ერთი გალერეიდან მოიპარეს. მებაღეებმა ის შემთხვევით, პიაჩენცაში, რიჩი ოდის გალერეის კედელში იპოვეს.

ვირუსი ჩინეთი

18 იანვარი 2020, 08:21

მსოფლიო

მეცნიერები: უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს აღწევს

უცნობი ჩინური ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს გაცილებით აღემატება. ამის შესახებ BBC-ს ბრიტანელმა მეცნიერებმა განუცხადეს. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლაბორატორიულად ვირუსის 41 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს.

Tesla

18 იანვარი 2020, 00:54

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა. ფოტო ჩინურ პორტალზე გამოქვეყნდა.კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ავტომობილის ახალ მოდელში გამოყენებული ინება „ჩინური ხელოვნება“.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2020, 00:28

ტაბლოიდი

პორნოგვერდის ხელმძღვანელმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

პორნოგვერდმა YouPorn-ომ პრინცი ჰარის ცოლს მეგან მარკლის სამსახური შესთავაზა. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში იმუშავოს. შესაბამისი მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელმა გამოცემა Metro-ში გამოაქვეყნა.

ვუნდერკინდი

18 იანვარი 2020, 00:08

ტაბლოიდი

3 წლის ბრიტანელი ვუნდერკინდი მენსის საზოგადოების წევრი გახდა

ბრიტანელი 3 წლის ვუნდერკინდი დარემის საგრაფოდან მენსის საზოგადოებაში მიიღეს- ეს არის ორგანიზაცია ადამიანებისთვის, რომლებასაც მაღალი IQ აქვთ. მუჰამედ ჰარიზ ნადზიმმა ლაპარაკი 7 თვის ასაკში დაიწყო. მალე მან კითხვა ისწავლა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 23:50

საქართველო

გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება Twitter-ზე მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჟან პოლ გოტიე

17 იანვარი 2020, 23:28

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო შოუ დააანონსა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ განაცხადა, რომ ვარიეტეს თეატრში 22 იანვარს საქმინობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ, მის კარიერაში ბოლო იქნება. ამის შესახებ მოდელიორმა Twitter-ზე დაწერა. გოტიე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია.

გინესის წიგნი

17 იანვარი 2020, 23:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი - ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. მისი სიმაღლე 67,08 სანტიმეტრი იყო. ბოლო დროს მას აწუხებდა გული და ფილტვები. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს.

თბილსის ზოოპარკი

17 იანვარი 2020, 22:48

ტაბლოიდი

ზოოპარკი მოქალაქეებს ცხოველების გასართობად ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,“ – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინისტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კეიტ ბლანშეტი

17 იანვარი 2020, 21:16

კულტურა

ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.ბოლო 4 წლის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის ქალი მესამედ ხელმძღვანელობს. 2018 წელს ჟიურის არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს კი ამერიკელი მსახიობი ანეტ ბენინგი.

საპროკურორო საბჭო

17 იანვარი 2020, 20:59

ძალოვნები

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული კონსულტაციები დასრულდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გვინეტ პელტროუ

17 იანვარი 2020, 20:35

კულტურა

გვინეტ პელტროუმ მეტამფეტამინის მოხმარება აღიარა

ამრეიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ გამოტყდა, რომ ნარკოტიკ მეტამფეტამინის მომხმარებელი იყო.The Sun-ის ცნობით, 47 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკი ქმართან 48 წლის პროდიუსერთან ბრედ ფალჩუკთან ერთად მექსიკაში გასინჯა. „ეს იყო ძალიან ემოციური,“- ამბობს მსახიობი.