imedi /  06 დეკემბერი 2019, 13:42 / სანდო წყარო

ვიქტორ დოლიძე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვიქტორ დოლიძე

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორ მარტინ შუეპს და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორ ნიკოლას ფლორისს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა. ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას.

მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

შეხვედრის ფარგლებში წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მოქალაქის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ICRC-ის აქტიური ჩართულობის თაობაზე და განაცხადეს, რომ რეგულარულ რეჟიმში ორკვირიანი ინტერვალით განაგრძობენ მის მონახულებას. მხარეები აღნიშნულ საკითხზე ყოველდღიური კავშირის შენარჩუნებასა და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავების შესახებ ვიქტორ დოლიძემ ასევე შეხვედრები გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტ პიტერ მაურერთან,  ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR)  ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის სექციის ხელმძღვანელთან, ხოსე მარია არანასთან, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ანჯელა ლი როსისთან, ჟენევაში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა სექციის ხელმძღვანელთან, ბელა სზომბატისთან, ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ მარკ კასაირთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ მომხსენებელ სესილია ხიმენეს-დამარისთან.

ვიქტორ დოლიძემ მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების დროული და ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

25 იანვარი 2020, 14:50

საქართველო

გიორგი გახარიამ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს”, - წერს პრემიერი. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი 2020, 14:41

ძალოვნები

ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სხდომაზე მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება

მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს , რადგან ოპოზიციონერ დეპუტატს ოპონენტები ჯგუფურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს მოხდა.

ჩინეთი ვირუსი

25 იანვარი 2020, 14:18

საქართველო

რას ყვება ჩინეთში, კორონავირუსის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქე

ჩინეთის ქალაქი უჰანში, რომელიც საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება, დიპლომატიური უწყება კი საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

ბრაიან ბაბინი

25 იანვარი 2020, 14:09

საქართველო

პრემიერმინისტრს წერილით კიდევ ერთმა კონგრესმენმა მიმართა

ბაბინი მის კოლეგებს ადამ კინზინგერსა და გერი კონოლის, რომლებმაც 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კონგრესმენი ფიქრობს , რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია და ამის გამო წუხილს გამოთქვამს.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

25 იანვარი 2020, 13:49

მსოფლიო

ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, დააკავეს

„32 წლის წინ ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული თვითმფრინავი, მაგრამ ბოდიში ჩვენთვის არავის მოუხდია. ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ეს გააკეთა, მედლითაც კი დააჯილდოვეს, მაშინ, როდესაც ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ციხეში ზის“, - აღნიშნა ზარიფმა.

კოსმოსური ძალების ემბლემა

25 იანვარი 2020, 13:33

ტაბლოიდი

აშშ-ის კოსმოსური ძალების ემბლემა ცნობილი სერიალის ლოგოტიპს მიამსგავსეს

ტრამპმა ემბლემა Twitter-ზე წარადგინა, სოცქსელის მომხმარებლებმა კი აღნიშნეს, რომ ლოგო პოპულარული სერიალის „ვარსკვლავური გზა“ სიმბოლიკას ჰგავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები 2019 წლის 21 დეკემბერს დააფუძნა.

შეხვედრა ვაშინგტონი

25 იანვარი 2020, 12:49

საქართველო

USAID-ი საქართველოში $7 მილიონის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ USAID-ი საქართველოში ახალ, 5-წლიან პროექტს განახორციელებს.

ტოჩინოშინი

25 იანვარი 2020, 12:47

სპორტი

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე კიდევ ერთი შეხვედრა დათმო

ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. ტურნირს მე-14 დღეს ლევან გორგაძე სეკივაკე ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ ტურნირზე მისი ბალანსი 5:9-ზე გახდა.

Forever 21

25 იანვარი 2020, 12:21

ეკონომიკა

კომპანია Simon Property-ს Forever 21-ის შეძენა სურს

ამერიკული კომპანია Simon Property Group-ს, რომელიც კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე საქმიანობს, კომპანია Forever 21 Inc.-ის შეძენა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. Forever 21-ის მაღაზიების მართვაში​ Simon-ის გარდა Authentic Brands Group LLC-იც იქნება ჩართული.

კენდალ დივიში კნუტები გადარჩენა

25 იანვარი 2020, 12:01

ტაბლოიდი

კანადელმა მიწაზე მიყინული კნუტები ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ვიდეო

შემთხვევა ალბერტაში მოხდა. ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როცა 3 კნუტი დაინახა. დივიშმა კნუტები ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს მიაბარა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.

პოლიცია მკვლელობა

25 იანვარი 2020, 11:57

ძალოვნები

სოფელ კასრისწყალში მწყემსების დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა, რომელიც მწყემსებს შორის გუშინ საღამოს მოხდა. ცნობილია, რომ კახა გრიგალაშვილმა 47 წლის დავით სვეტაძე მოკლა, რომელიც სოფელ ფშაველიდან იყო და კასრისწყალში მდებარე ერთ-ერთ ფერმაზე მუშაობდა.

თურქეთი პროტესტი

25 იანვარი 2020, 11:36

მსოფლიო

თურქეთში არასრულწლოვნებზე მოძალადეებისთვის სასჯელის გაუქმებაზე მსჯელობენ

თურქეთის მმართველმა ძალამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებთან კავშირში ბრალდებულ პირებს დაქორწინების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 11:16

მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებული 50 წელს გადაცილებული ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც ქალაქ უხანიდან ავსტრალიაში 19 იანვარს ჩაფრინდა. ახლა ის მელბურნის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განგაშის საბაბი არ არსებობს.

ვლადისლავ სურკოვი

25 იანვარი 2020, 10:57

მსოფლიო

კრემლში ცხინვალისა და სოხუმის მიმართულების კურატორმა საჯარო სამსახური დატოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა საჯარო სამსახური დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სურკოვთან დაახლოებული პირებზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. 2013 წელს ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს კურატორად დაინიშნა.

აშშ-ის ბაზა ერაყში

25 იანვარი 2020, 10:49

მსოფლიო

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 34-მა ამერიკელმა სამხედრომ ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ იერიშის შედეგად არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ეს ერთ-ერთი იყო იმ ფაქტორებისგან, რითაც პრეზიდენტმა თეირანზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისგან თავი შეიკავა.

საქართველო თურქეთი

25 იანვარი 2020, 10:31

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

„საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიმართვაში.

თურქეთი მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 10:10

მსოფლიო

რა ხდებოდა თურქეთში ძლიერი მიწისძვრის მომენტში. ვიდეო

ინტერნეტში თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს გადაღებული ვიდეოები ვრცელდება. თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ბანანი

25 იანვარი 2020, 09:52

მსოფლიო

საფრანგეთში ბანანების ყუთში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს

საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთ ბაზარში ბანანების ყუთში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს. კოლუმბიური ბანანების ყუთში ნარკოტიკები ხილ-ბოსტნეულის გამყიდველმა იპოვა. მან ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ ყუთში ნაპოვნი თეთრი ფხვნილი ნამდვილად კოკაინია.

ალექსანდრე ლუკაშენკო

25 იანვარი 2020, 09:36

ტექნოლოგიები

ლუკაშენკო: მობილური ტელეფონი არ მაქვს და არც მჭირდება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მობილური ტელეფონით უსაფრთხოების გამო არ სარგებლობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო БЕЛТА ავრცელებს.

თურქეთი მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 09:14

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 22-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ასობით დაშავებულის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 400-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.