imedi /  07 დეკემბერი 2019, 00:35 / სანდო წყარო

მედია: 10 წელიწადში აშშ-ის მწვანე ბარათის მფლობელი საქართველოს 8 096 მოქალაქე გახდა

მწვანე ბარათი

აშშ-ის „მწვანე ბარათის“ მფლობელი 2019 წელს საქართველოს 1131 მოქალაქე გახდა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, 2018 წელს „მწვანე ბარათის“ გამარჯვებული 867 მოქალაქე გახდა, 2017 წელს კი 1195. 

სტატისტიკა წლების მიხედვით:

  • 2018 წელი - 867 გამარჯვებული
  • 2017 წელი - 1 195 გამარჯვებული
  • 2016 წელი - 680 გამარჯვებული
  • 2015 წელი - 571 გამარჯვებული
  • 2014 წელი - 804 გამარჯვებული
  • 2013 წელი - 806 გამარჯვებული
  • 2012 წელი - 723 გამარჯვებული
  • 2011 წელი - 620 გამარჯვებული
  • 2010 წელი - 699 გამარჯვებული
  • 2009 წელი - 648 გამარჯვებული
  • 2008 წელი - 661 გამარჯვებული
  • 2007 წელი - 516 გამარჯვებული
  • 2006 წელი - 323 გამარჯვებული
  • 2005 წელი - 331 გამარჯვებული
  • 2004 წელი - 375 გამარჯვებული
  • 2003 წელი - 479 გამარჯვებული
  • 2002 წელი - 332 გამარჯვებული

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ათი წლის განმავლობაში 8 096 საქართველოს მოქალაქემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება გათამაშებაში მოიგო. პირველი მონაცემი საქართველოსთან დაკავშირებით 2001 წელს არსებობს, როდესაც „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში 273 ადამიანმა გაიმარჯვა.

ყველა სიახლე

ელ ჩაპო ლუდი

18 იანვარი 2020, 09:41

ტაბლოიდი

ნარკობარონ ელ ჩაპოს შვილმა მამის სახელობის ლუდი გამოუშვა

ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) ქალიშვილმა, ალექსანდრინა გუსმანმა მამის სახელობის კრაფტის ლუდი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ლუდი ბრენდ El Chapo 701-ის ნაწილი გახდა, რომელიც აქამდე მხოლოდ ტანსაცმელს უშვებდა. ერთი ბოთლი „ელ ჩაპო“ 70,10 პესო (3,73 დოლარი) ეღირება.

Microsoft

18 იანვარი 2020, 09:26

ტექნოლოგიები

ნახშირბადისგან ჰაერის გაწმენდაზე Microsoft-ი მილიარდ დოლარს დახარჯავს

Microsoft-მა გადაწყვიტა, 2030 წლისთვის ჰაერი ნახშირბადისგან უფრო აქტიურად გაწმინდოს, ვიდრე მას მისი ობიექტები და საწარმოები აბინძურებენ. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სრულად გაწმინდოს იმ ნახშირბადისგან, რომელიც 1975 წელს დაფუძნების შემდეგ ატმოსფეროში დატოვა.

რობერტუ ალვიმი

18 იანვარი 2020, 09:07

მსოფლიო

ბრაზილიაში მინისტრის მოადგილე გებელსის ციტირების გამო გაათავისუფლეს

ბრაზილიის კულტურის მინისტრის მოადგილე რობერტუ ალვიმი, რომელიც ერთ-ერთი გამოსვლის დროს ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს ციტირებდა, თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მიწისძვრა

18 იანვარი 2020, 08:47

საქართველო

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კლიმტი ნახატი

18 იანვარი 2020, 08:37

კულტურა

იტალიაში შენობის კედელში გუსტავ კლიმტის ნახატი იპოვეს

23 წლის წინ მოპარული და გასულ თვეში ნაპოვნი გუსტავ კლიმტის ნახატი ორიგინალი აღმოჩნდა. BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის ხელისუფლება ავრცელებს. „ქალის პორტრეტი“ 1997 წელს ქალაქ პიაჩენცის ერთ-ერთი გალერეიდან მოიპარეს. მებაღეებმა ის შემთხვევით, პიაჩენცაში, რიჩი ოდის გალერეის კედელში იპოვეს.

ვირუსი ჩინეთი

18 იანვარი 2020, 08:21

მსოფლიო

მეცნიერები: უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს აღწევს

უცნობი ჩინური ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს გაცილებით აღემატება. ამის შესახებ BBC-ს ბრიტანელმა მეცნიერებმა განუცხადეს. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლაბორატორიულად ვირუსის 41 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს.

Tesla

18 იანვარი 2020, 00:54

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა. ფოტო ჩინურ პორტალზე გამოქვეყნდა.კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ავტომობილის ახალ მოდელში გამოყენებული ინება „ჩინური ხელოვნება“.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2020, 00:28

ტაბლოიდი

პორნოგვერდის ხელმძღვანელმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

პორნოგვერდმა YouPorn-ომ პრინცი ჰარის ცოლს მეგან მარკლის სამსახური შესთავაზა. კერძოდ, სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში იმუშავოს. შესაბამისი მიმართვა კომპანიის ხელმძღვანელმა გამოცემა Metro-ში გამოაქვეყნა.

ვუნდერკინდი

18 იანვარი 2020, 00:08

ტაბლოიდი

3 წლის ბრიტანელი ვუნდერკინდი მენსის საზოგადოების წევრი გახდა

ბრიტანელი 3 წლის ვუნდერკინდი დარემის საგრაფოდან მენსის საზოგადოებაში მიიღეს- ეს არის ორგანიზაცია ადამიანებისთვის, რომლებასაც მაღალი IQ აქვთ. მუჰამედ ჰარიზ ნადზიმმა ლაპარაკი 7 თვის ასაკში დაიწყო. მალე მან კითხვა ისწავლა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 23:50

საქართველო

გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება Twitter-ზე მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჟან პოლ გოტიე

17 იანვარი 2020, 23:28

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო შოუ დააანონსა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ განაცხადა, რომ ვარიეტეს თეატრში 22 იანვარს საქმინობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ, მის კარიერაში ბოლო იქნება. ამის შესახებ მოდელიორმა Twitter-ზე დაწერა. გოტიე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია.

გინესის წიგნი

17 იანვარი 2020, 23:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი - ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. მისი სიმაღლე 67,08 სანტიმეტრი იყო. ბოლო დროს მას აწუხებდა გული და ფილტვები. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს.

თბილსის ზოოპარკი

17 იანვარი 2020, 22:48

ტაბლოიდი

ზოოპარკი მოქალაქეებს ცხოველების გასართობად ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,“ – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინისტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კეიტ ბლანშეტი

17 იანვარი 2020, 21:16

კულტურა

ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.ბოლო 4 წლის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის ქალი მესამედ ხელმძღვანელობს. 2018 წელს ჟიურის არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს კი ამერიკელი მსახიობი ანეტ ბენინგი.

საპროკურორო საბჭო

17 იანვარი 2020, 20:59

ძალოვნები

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული კონსულტაციები დასრულდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გვინეტ პელტროუ

17 იანვარი 2020, 20:35

კულტურა

გვინეტ პელტროუმ მეტამფეტამინის მოხმარება აღიარა

ამრეიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ გამოტყდა, რომ ნარკოტიკ მეტამფეტამინის მომხმარებელი იყო.The Sun-ის ცნობით, 47 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკი ქმართან 48 წლის პროდიუსერთან ბრედ ფალჩუკთან ერთად მექსიკაში გასინჯა. „ეს იყო ძალიან ემოციური,“- ამბობს მსახიობი.

კორონავირუსი

17 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

69 წლის კაცი 15 იანვარს პნევმონიისგაან გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და სხვა ორგანოების სერიოზული დაზიანებების გამო გადაიყვანეს. მანამდე კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.