imedi /  08 დეკემბერი 2019, 23:54 / სანდო წყარო

გრიგოლ ვაშაძე: შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას გამართულ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან. "არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი შედეგი,  თქვენ რასაც გულისხმობთ პოზიტიური,არ არის. მოხდა დათანხმება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"როდესაც მხარეები, უკვე ორი რაუნდია ვერ თანხმდებიან ვერაფერზე საერთაშორისო შუამავლებმა ჩვენი დოკუმენტიდან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების კომპონენტი ამოიღეს და გვითხრეს, მოდით ეს კომპონენტი ცალ-ცალკე განვიხილოთო. ოპოზიციას პრობლემა არ აქვს კომპონენტ-კომპონენტ განიხილოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო პრინციპები", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, კი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებით, ხელისუფლება, რომელიც მანამდე უარს ამბობდა ოპოზიციის შეთავაზების განხილვაზე, ახლა მრავალმანდატიან კომპონენტს განიხილავს. "წარმატება იქნება,როცა შედეგს დავდებთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის თქმით კი მოლაპარაკებების მეორე რაუნდმა კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. რუდის თქმით, პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს კანონის დაცვით უნდა გააკეთოს.

4-საათიანი მსჯელობის შემდეგ მთავრობა და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე დაიწყებენ საუბარს. ამ ინიციატივით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

ტონი ჰოლი

20 იანვარი 2020, 16:09

მსოფლიო

BBC-ის მთავარი რედაქტორი თანამდებობას ტოვებს

ტონი ჰოლმა თქვა, რომ BBC-სთვის მნიშვნელოვანია, 2022 წლის გლობალური ფინანსური ანგარიშისა და 2027 წლისთვის კორპორაციის წესდების გადასინჯვის პროცესს ერთი და იგივე ადამიანმა უხელმძღვანელოს. ტონი ჰოლი BBC-ის გენერალური დირექტორი 2013 წლიდან იყო.

საფრანგეთი საპროტესტო აქცია

20 იანვარი 2020, 15:53

მსოფლიო

საფრანგეთში ლესბოსელებისთვის ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას ითხოვენ

ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით „თავისუფლება, თანასწორობა, მამობა!“, „სადაა მამა? - ის საყინულეშია“, „დედა #1, დედა #2, სადაა თანასწორობა?“. დემონსტრაციის ორგანიზატორი 20-მდე კათოლიკური ასოციაცია იყო.

კორონავირუსი

20 იანვარი 2020, 15:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის შემოტანის საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთში დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა. გამყრელიძის განმარტებით მას იწვევს ვირუსების ჯგუფი - კორონავირუსები, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. მისი თქმით, ჩვენთან ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება ჯერ არ არის.

ფედერიკო ფელინი

20 იანვარი 2020, 15:21

კულტურა

იტალია ფედერიკო ფელინის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ცნობილ იტალიელ რეჟისორ ფედერიკო ფელინის დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. იტალია ამ ღირშესანიშნავ თარიღს სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. იტალიის კულტურის მინისტრ დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, 2020 წელს ფელინისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.

20 იანვარი 2020, 15:07

საქართველო

ბოლო ერთ კვირაში გრიპის ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა

გამყრელიძის თქმით, გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა ვაქცინაციები. ნებაყოფლობით 30 ათასი ადამიანია აცრილი.

მდიდარი ღარიბი

20 იანვარი 2020, 14:56

ეკონომიკა

მილიარდერების საერთო ქონება პლანეტის მოსახლეობის 60%-ის შემოსავალს აღემატება

მსოფლიოს ყველა დოლარიანი მილიარდერის (2153 ადამიანი) ქონება ჯამში დედამიწის ყველაზე ღარიბი 4,6 მილიარდი ადამიანის ქონებას აღემატება. ამის შესახებ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მომუშავე კომპანია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

ჰასკი

20 იანვარი 2020, 14:39

ტაბლოიდი

ჰასკი თავშესაფარში მუდმივად გაოცებული გამომეტყველების გამო ჩააბარეს 👀

ჰასკი სახელად ჯუბილი შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ მატავანში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. მისი მფლობელი სელექციონერი იყო, რომელმაც ჰასკზე უარი მისი თვალების არაორდინალური მდგომარეობის გამო თქვა. ჯუბილს ძირითადად გაოცებული და გაშტერებული გამომეტყველება ჰქონდა.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

20 იანვარი 2020, 14:11

მსოფლიო

ირანი: ჯავად ზარიფი დავოსის ფორუმს პროგრამაში ცვლილების გამო არ დაესწრება

ყოველწლიურ სამიტს, რომელიც შვეიცარიის კურორტ დავოსში 21 იანვარს დაიწყება, ფონად გასდევს ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა. ირანის საგარეო უწყების განცხადებით, ჯავად ზარიფი სამიტს პირადი მიწვევით უნდა დასწრებოდა, თუმცა "მათ შეცვალეს არსებული პროგრამა, რომელიც მინისტრისთვის წინასწარ იყო გაწერილი."

ცხინვალი

20 იანვარი 2020, 13:48

ძალოვნები

DRI: სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრს ცხინვალში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

გზის გადაკეტვა

20 იანვარი 2020, 13:27

საქართველო

სოფელ გორელოვკასთან მოსახლეობამ ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა

ხმაურია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში. ადგილობრივები ჯერ სოფელში შეკრიბნენ, შემდეგ კი პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოსახლეობა წყალმომარაგებისა და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

ანრი ოხანაშვილი

20 იანვარი 2020, 13:27

საქართველო

ანრი ოხანაშვილი თავის საქმეზე ბრალდებულისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ, რომელმაც ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავი დაიზიანოს ან მასზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს, "ხელი კი მისკენ გაიშვიროს".

20 იანვარი 2020, 13:15

ეკონომიკა

საქსტატი: 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 13.0 პროცენტით მეტია. 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. (-7,4%)

ნავთობი

20 იანვარი 2020, 13:02

ეკონომიკა

ლიბიაში ნავთობის მოპოვების მოცულობა შესაძლოა 16-ჯერ შემცირდეს

ლიბიაში, ხალიფა ჰაფტარის ძალების მიერ ნავთობტერმინალების ბლოკირების გამო, ნავთობის მოპოვების მოცულობა შესაძლოა, 16-ჯერ შემცირდეს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ს ლიბიის ეროვნულ ნავთობკორპორაციაში (NOC) განუცხადეს. მათი ცნობით, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში შესაძლოა, 1,2 მილიონი ბარელიდან 72 ათას ბარელამდე შემცირდეს.

არჩილ თალაკვაძე

20 იანვარი 2020, 13:01

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია ჩვენ ვერსიას არ დათანხმდება, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებულ ვერსიას არ დათანხმდება, მაშინ არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, რაც შერეულ პრინციპს გულისხმობს. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება.

ლევან გორგოძე

20 იანვარი 2020, 12:52

სპორტი

ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ მეოთხედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ, ტურნირის მეათე დღეს, სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა, რამაც დიდწილად განაპირობა ქართველი სუმოისტისთვის ოძეკის წოდების დაკარგვა.

20 იანვარი 2020, 12:49

კულტურა

„1917“ ამერიკის პროდიუსერთა გილდიის რჩეული გახდა

ამერიკელი რეჟისორის სამა მენდესის დრამამ აშშ-ის პროდიუსერების გილდიის (Producers Guild Awards) მთავარი ჯილდო მიიღო. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზე გავრცელდა. ცერემონია 19 იანვარს ბევერლი-ჰილზში შედგა. მთავარ ჯილდოზე პრეტედენტი იყო ფილმი „ფორდი ფერარის წინაღმდეგ“, „ირლანდიელი“, და „ჯოკერი“.

არჩილ თალაკვაძე

20 იანვარი 2020, 12:41

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: გუნდის დიდი ნაწილი კულტურის სფეროს სამინისტროს სახით მართვას ემხრობა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუნდის დიდი ნაწილი კულტურის სამინისტროს სახით კულტურის სფეროს კოორდინაციის, ცალკე მართვისა და მენეჯმენტის მომხრეა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ თემაზე მსჯელობა იყო როგორც პარლამენტში, ასევე პარტიაში.

პამელა ანდერსონი

20 იანვარი 2020, 12:16

ტაბლოიდი

52 წლის პამელა ანდერსონი ჟურნალ Vanity Fair-ისთვის გაშიშვლდა

ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი პამელა ანდერსონი ჟურნალ Vanity Fair Italia-ს ყდაზე მოხვდა. ფოტოები ანდერსონის Instagram-ზე გავრცელდა. 52 წლის მსახიობის შიშველ ფოტოსესიაზე ცნობილი ფოტოგრაფი კარმელო რედონდო მუშაობდა.

20 იანვარი 2020, 12:08

ტაბლოიდი

ავსტრალიაში გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა

ავსტრალიაში ქვიშის ქარიშხლის შემდეგ გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა, ინფორმაციას ტელეარხი 7News ავრცელებს. ძლიერი სეტყვა ავსტრალიაში შტატ „ახალ სამხრეთის უელსს“ დაატყდა. მაშველებს 1,5 ადამიანმა მიმართა. სეტყვამ მათი სახლის სახურავები დააზიანა.

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

20 იანვარი 2020, 11:51

კულტურა

Netflix-ი პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული

მისივე თქმით, წყვილი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე ცოტა ხნის წინ უარი თქვა, შესაძლოა, სერიალში „გვირგვინი“ გადაიღონ. ისტორიული დრამა ელიზაბეტ მეორის მმართველობას ასახავს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასექსის ყოფილმა ჰერცოგენიამ კომპანია Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი.