imedi /  09 დეკემბერი 2019, 12:53 / სანდო წყარო

გამოკითხულთა 51%-ის აზრით კორუფციის საქმეებს თანამდებობის პირების შემთხვევაში სათანადოდ არ იძიებენ

კორუფცია

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კორუფციის შესახებ კვლევაა მოყვანილი. 

საქართველოში გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის (მხოლოდ 15% ფიქრობს, რომ არ არის გავრცელებული), ხოლო 51% ფიქრობს, რომ  არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე შემაშფოთებელი ტენდენცია კორუფციასთან ბრძოლის, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და ზოგადად დემოკრატიული მმართველობის სფეროში:

- სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური კონტროლისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნები, რაც ძირს უთხრის ბალანსს სახელისუფლებო შტოთა შორის;

- საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა;

- დამოუკიდებელ და ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე ზეწოლის გაძლიერება და მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობები;

- სასამართლოს მიტაცება, სისტემაში არსებული მცირე დომინანტი ჯგუფის არასათანადო გავლენების გაძლიერების მეშვეობით და სასამართლო სისტემის ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ;

- სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზება და მათი გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვის;

- პარლამენტის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მხრივ არსებული პრობლემები, რაც უკავშირდება საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე არაფორმალურ გავლენას მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან და ნეგატიურად აისახება როგორც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელბაზე, ისე ზოგადად საკანონმდებლო პროცესზე; 

- სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები და თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე;

- თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო წარმატებები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათი ქონებისა და ბიზნესთან მათი კავშირების არასრული დეკლარირება;

- თანამდებობის პირთა საქმიანობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ნორმების არაეფექტიანი აღსრულება;

- საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის შესაძლო შემთხვევები;

- მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების ქმედითი გამოძიების არარსებობა, რასაც ძალაუფლების კონცენტრაცია და სამართალდამცავ უწყებებზე პოლიტიკური გავლენა განაპირობებს;

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე უარის თქმა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რეკომენდაციების შესახებაც წერს განცხადებაში, რომელიც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადადგას. ესენია:

- ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას (მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებისა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გზით), რაც შესაძლებელს გახდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესის შეჩერებას;

- პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლის და მათზე გავლენის მოპოვების მცდელობები;

- შეწყვიტოს არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა სასამართლოსა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში;

- შეწყვიტოს შეტევა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამოქალაქო ჯგუფებზე;

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოაშოროს კორუფციის გამოძიების ფუნქცია. შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე.

ყველა სიახლე

მადონა

21 იანვარი 2020, 00:34

კულტურა

მადონამ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მერვე კონცერტი გააუქმა

კონცერტი ლისაბონში უნდა გამართულიყო, მისი გაუქმების შესახებ კი წარმოდგენის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გახდა ცნობილი. ეს უკვე მერვე კონცერტია, რომელიც საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მადონამ გააუქმა. მიმდინარე ტურნე მადონას მე-14 სტუდიურ ალბომს ეძღვნება.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 00:03

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო სხდომა მოიწვია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო კომიტეტის სხდომა მოიწვია. სხდომა 22 იანვარს გაიმართება. მანამდე ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია.

წყალბურთი

20 იანვარი 2020, 23:40

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

რევაზ ჩომახიძის მომზადებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას განაგრძობს და 22 იანვარს მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის თურქეთის გუნდს შეხვდება. თურქების დამარცხების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია-რუმინეთის წყვილში გამარჯვებული იქნება

ზუგდიდი პოლიცია

20 იანვარი 2020, 23:18

ძალოვნები

ზუგდიდში სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისთვის 1 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

ვახტანგ რობაქიძე

20 იანვარი 2020, 22:58

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს. ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ისმაილ ყაანი

20 იანვარი 2020, 22:45

მსოფლიო

აშშ-ის მიერ მოკლული ირანელი გენერლის შემცვლელი შურისძიების პირობას დებს

ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ალ-ქუდსის ახალი მეთაური ისმაილ ყაანი პირობად დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს. ყასემ სულეიმანის შემცვლელმა ამის შესახებ გუშაგთა კორპუსის მიერ გამართულ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩინეთი

20 იანვარი 2020, 21:55

საქართველო

ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია

ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. გუნდის ხელმძღვანელმა იონგ ნანშანმა განაცხადა, რომ ორ ადამიანს ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.

ეროვნული ბიბლიოთეკა

20 იანვარი 2020, 21:40

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა. სარესტავრაციო სამუშაო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ჩატარდა. შენობის უნიკალური კედლის მხატვრობა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა აღადგინეს.

ანდრიუს კუბილიუსი

20 იანვარი 2020, 21:27

საქართველო

ლიეტუვის ყოფილი პრემიერი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა ანდრიუს კუბილიუსმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

ერაყი

20 იანვარი 2020, 21:23

მსოფლიო

ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ჩახერგილი გზების გაწმენდისას დემონსტრანტებმა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

კაპიტალიზმი

20 იანვარი 2020, 21:11

მსოფლიო

Edelman: მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა კაპიტალიზმით იმედგაცრუებულია

2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულმა კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ კაპიტალიზმს არსებული ფორმით უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. 74% მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში უსამართლობას გრძნობენ, დახლოებით ამდენივეს კი ცვლილებები სურს.

გუგუტიანთკარი

20 იანვარი 2020, 20:18

საქართველო

გუგუტიანთკარში მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშნველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს

საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

სასამართლო

20 იანვარი 2020, 19:52

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

დივანი

20 იანვარი 2020, 19:32

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეორად დივანში $40 000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს. თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი იქ გასაყიდად მიიტანა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2020, 19:10

საქართველო

ვოლსკი: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა უნდა შეჯერდეს რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს. ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.

ავსტრალია ხანძარი

20 იანვარი 2020, 18:45

ტაბლოიდი

6 წლის ბიჭმა კოალების ფიგურებით ავსტრალიის ტყის ხანძრების წინააღმდეგ $174 000-მდე შეაგროვა

უენმა და მისმა მშობლებმა, რომლებიც გარკვეული პერიოდი ავსტრალიაში ცხოვრობდნენ, ტყის ხანძრების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ბიჭმა და მისმა დედ-მამამ თიხისგან კოალას დასაწებებელი ფიგურების კეთება და მეგობრებ-ნათესავებში დონაციის სანაცვლოდ გაყიდვა დაიწყეს.

დიდველი

20 იანვარი 2020, 18:38

საქართველო

დიდველის სათხილამურო არეალი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

მკვლელობა

20 იანვარი 2020, 18:37

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ლევან დაბაიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ლევან ლომიძეს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე იყო.

20 იანვარი 2020, 18:27

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს

ჰოლივუდის ვარსკვლავებს ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში „მთვარის ყვავილის მკვლელებში“ გადაიღებს. ამის შესახებ ლეონარდო დიკაპრომ აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის (Screen Actors Guild Award) პრემიის მიღების დროს განაცხადა. ღონისძიების ტრანსლაცია ტელეარხ TBS-ზე განხორციელდა.

ვლადიმერ პუტინი

20 იანვარი 2020, 18:26

მსოფლიო

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, დოკუმენტის განხილვისას პარლამენტის ქვედა პალატაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები სენატორი ანდრეი კლიშასი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი პაველ კრაშენინიკოვი და იურისტი ტალია ხაბიევა იქნებიან.