imedi /  09 დეკემბერი 2019, 13:19 / სანდო წყარო

თალაკვაძე: რუსული პროპაგანდის მოკავშირეებს შორის ჩვენი მწვავე ოპონენტებიც არიან

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის საქართველოში რუსული ცენტრების გახსნა მიუღებელია. ამის შესახებ თალაკვაძემ რუსული კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით თქვა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ რუსული ოკუპაცია არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები არ დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება არანაირი კომპრომისი.

თალაკვაძის თქმით, ზურაბ აბაშიძეს არ უთქვამს, რომ ხელისუფლება "რამე ცენტრის გახსნას" გეგმავს. 

"მით უმეტეს იმ პირობებში ვართ, როდესაც ვუპირისპირდებით რუსულ ძალას და პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ გარკვეული მოკავშირეები საქართველოშიც ჰყავს, და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ჩვენი მწვავე ოპონენტიც არის. ამ პირობებში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ და მიუღებელი იქნება თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

29 ნოემბერს გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე ჟენევაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ცენტრის გახსნა ორმხრივი შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

ყველა სიახლე

ლევან გორგოძე

20 იანვარი 2020, 12:52

სპორტი

ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ მეოთხედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ, ტურნირის მეათე დღეს, სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა, რამაც დიდწილად განაპირობა ქართველი სუმოისტისთვის ოძეკის წოდების დაკარგვა.

20 იანვარი 2020, 12:49

კულტურა

“1917” ამერიკის პროდიუსერთა გილდიის რჩეული გახდა

ამერიკელი რეჟისორის სამა მენდესის დრამამ აშშ-ის პროდიუსერების გილდიის (Producers Guild Awards) მთავარი ჯილდო მიიღო. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზე გავრცელდა. ცერემონია 19 იანვარს ბევერლი-ჰილზში შედგა. მთავარ ჯილდოზე პრეტედენტი იყო ფილმი „ფორდი ფერარის წინაღმდეგ“, „ირლანდიელი“, და „ჯოკერი“.

არჩილ თალაკვაძე

20 იანვარი 2020, 12:41

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: გუნდის დიდი ნაწილი კულტურის სფეროს სამინისტროს სახით მართვას ემხრობა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუნდის დიდი ნაწილი კულტურის სამინისტროს სახით კულტურის სფეროს კოორდინაციის, ცალკე მართვისა და მენეჯმენტის მომხრეა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ თემაზე მსჯელობა იყო როგორც პარლამენტში, ასევე პარტიაში.

პამელა ანდერსონი

20 იანვარი 2020, 12:16

ტაბლოიდი

52 წლის პამელა ანდერსონი ჟურნალ Vanity Fair-ისთვის გაშიშვლდა

ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი პამელა ანდერსონი ჟურნალ Vanity Fair Italia-ს ყდაზე მოხვდა. ფოტოები ანდერსონის Instagram-ზე გავრცელდა. 52 წლის მსახიობის შიშველ ფოტოსესიაზე ცნობილი ფოტოგრაფი კარმელო რედონდო მუშაობდა.

20 იანვარი 2020, 12:08

ტაბლოიდი

ავსტრალიაში გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა

ავსტრალიაში ქვიშის ქარიშხლის შემდეგ გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა, ინფორმაციას ტელეარხი 7News ავრცელებს. ძლიერი სეტყვა ავსტრალიაში შტატ „ახალ სამხრეთის უელსს“ დაატყდა. მაშველებს 1,5 ადამიანმა მიმართა. სეტყვამ მათი სახლის სახურავები დააზიანა.

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

20 იანვარი 2020, 11:51

კულტურა

Netflix-ი პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული

მისივე თქმით, წყვილი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე ცოტა ხნის წინ უარი თქვა, შესაძლოა, სერიალში „გვირგვინი“ გადაიღონ. ისტორიული დრამა ელიზაბეტ მეორის მმართველობას ასახავს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასექსის ყოფილმა ჰერცოგენიამ კომპანია Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი.

როჯერ ფედერერი

20 იანვარი 2020, 11:50

სპორტი

როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის რეკორდი დაამყარა

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობაში 21-ედ მონაწილეობს, რაც ამ ტურნირის რეკორდია. ამ მაჩვენებლით მას ერთი გათამაშებით ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი, სამით კი ფრანგი ფაბრის სანტორო ჩამორჩება. პირველ წრეში 38 წლის ფედერერმა ამერიკელი სტივ ჯონსონი 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა.

ქეთევან ციხელაშვილი

20 იანვარი 2020, 11:39

საქართველო

სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ბრიუსელში ისაუბრებს

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტში საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ მოქალაქეებსა და ხუთი თვის წინ ჩაკეტილ ეგრეთ წოდებულ გადასასვლელ პუნქტზე ისაუბრებს.

ბრედ პიტი

20 იანვარი 2020, 11:35

ტაბლოიდი

მედია: ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა რომანტიკული ურთიერთობები აღადგინეს

ჰოლივუდის მსახიობებმა ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა აშშ-ის კინოაკადემიის გილდიის დაჯილდოებაზე თაყვანისმცემლები გააოცეს. TMZ-ის ცნობით, ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ ემოციებს და მაქსიმალურ ყურადღებას დაუფარავად გამოხატავდა.

ბრიუსელი

20 იანვარი 2020, 11:24

საქართველო

კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგება

ქართველი დეპუტატები ევრო-პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. სხდომაზე მოხსენებით კახაბერ კუჭავა გამოვა, რომელიც საქართველოს პროგრესზე, მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს, იმსჯელებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობაზეც.

ოპოზიცია ხელისუფლება

20 იანვარი 2020, 11:22

საქართველო

ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ემზადებიან

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ თუ ოპოზიცია წარდგენილ ვარიანტს არ დათანხმდება, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ მათ არ სურთ რეალური ცვლილებები და მიზანი მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნაა. ამ საკითხზე პოზიცია უკვე დააფიქსირა ოპოზიციამ.

თინი-ლექსი კლარსონი

20 იანვარი 2020, 11:16

ტექნოლოგიები

სოცმედიის ინფლუენსერებს სექსის სანაცვლოდ ათასობით დოლარს სთავაზობენ

სოციალური მედიის წამყვან ინფლუენსერებს ყოველდღიურად უცნობი ადამიანები ათასობით დოლარს სთავაზობენ სექსის სანაცვლოდ. სოციალური მედია კაცებისთვის ერთგვარ "კატალოგად" იქცა, სადაც მათ შეუძლიათ, შეარჩიონ თავიანთი შემდგომი "ნადავლი".

20 იანვარი 2020, 10:49

მსოფლიო

ჩინეთი ერთჯერადი პლასტიკური პარკების აკრძალვას გეგმავს

არადეგრადირებადი პარკების გამოყენება ჩინეთის მთავარ ქალაქებში 2020 წლის, ხოლო ყველა ქალაქში 2022 წლის ბოლომდე აიკრძალება. 2020 წლის ბოლოდან იგეგმება სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლების დაჯარიმებაც, თუ ისინი ერთჯერად შეფუთვებს გამოიყენებენ.

მზის ელექტროსადგური

20 იანვარი 2020, 10:42

ეკონომიკა

კატარი $470 მილიონად მზის ელექტროსადგურს ააშენებს

კატარი ქვეყანაში პირველი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს, რომელიც 2022 წლისთვის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 10% უნდა აწარმოოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France24 ავრცელებს. ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1,7 მილიარდი კატარული რიალი (470 მილიონი დოლარი) დაიხარჯება.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2020, 10:31

მსოფლიო

Axios: ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს

თეთრი სახლი აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი ავრცელებს. აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა აქვთ გარანტირებული.

ელიმინაციის პროგრამა

20 იანვარი 2020, 10:26

საქართველო

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის თქმით წამლების ვადის გასვლას C ჰეპატიტის პროგრამაზე გავლენა არ ჰქონია

კომპანია აცხადებს, რომ მედიკამენტების ვადიანობის გასვლის შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ხდება ხოლმე, რადგან საჭიროზე მეტი მედიკამენტი მიეწოდება. ისინი საქმის კურსში არიან, რომ მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა.

20 იანვარი 2020, 10:06

მსოფლიო

ჩინეთში უცნობი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

გასულ შაბათ-კვირას ჩინეთის ხელისუფლებამ უცნობი ვირუსით დაინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოავლინა. უხანის გარდა, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პეკინსა და შენჯენში. ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს ორ ადამიანს ტაილანდში და ერთ ადამიანს იაპონიაში.

სალომე ზურაბიშვილი

20 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

ტრიბუნა ჩამონგრევა

20 იანვარი 2020, 09:31

სპორტი

ინდოეთში საქველმოქმედო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა

ინდოეთში, კერალას შტატის ქალაქ პალგჰადში საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება. ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მატჩი ცნობილი ფეხბურთელის, რადაკრიშნა დანარაჯანის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.

Mitsubishi Electric

20 იანვარი 2020, 09:17

ტექნოლოგიები

Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

იაპონურ კორპორაცია Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asian Review იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია მოეპარათ, რომელიც ბიზნესპარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან კომპანიის კავშირს ეხებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობა თავდასხმაში ჩინელ ჰაკერებს ადანაშაულებს.