imedi /  10 დეკემბერი 2019, 14:06 / სანდო წყარო

ხელვაჩაურის მერიის სხდომა „ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს

ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერია 175 000 ლარად სამ ავტომობილს შეიძენს. საკითხი საკრებულომ ხმაურის ფონზე დაამტკიცა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს და სხდომა პროტესტის ნიშად დატოვეს.

„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ მძიმე სოციალურ ფონზე მერიამ ახალი ავტომობილების შესაძენად თანხა არ უნდა დახარჯოს. მათივე მტკიცებით, ეს ავტომობილები საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის კომფორტზეა გათვლილი.

ბრალდებას უმრავლესობაში უარყოფენ და განმარტავენ, რომ ახალი ავტომობილები სიპებს გადაეცემა და არა თანამდებობის პირებს. ხმაური სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

ყველა სიახლე

ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი 2020, 12:01

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც უმნიშვნელოვანესი პროექტია და მასზე მუშაობა დონორების მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

მალაიზიის წარმომადგენლები

19 თებერვალი 2020, 11:51

საქართველო

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს

მალაიზიის დელეგაცია საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა. დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დელეგაცია ქვეყანას დღეს, მცხეთასა და თბილისში ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ დატოვებს.

ექსპორტი

19 თებერვალი 2020, 11:48

ეკონომიკა

1 წლის განმავლობაში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი (43.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (30.5 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (23.8 მლნ. აშშ დოლარი) არიან. 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 85.7% შეადგინა.

ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 11:45

საქართველო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ

თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:34

საქართველო

ყოფილი კორტების ტერიტორიაზე კორპუსის ნაცვლად სპორტული კომპლექსი აშენდება

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული, ყოფილი კორტების ტერიტორია გაასხვისა. რა თქმა უნდა, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. როდესაც მოვედით თბილისის მერიაში, მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ სპორტული მოედნების ადგილზე არ აშენდება კორპუსები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

19 თებერვალი 2020, 11:34

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა ინერგება

პროგრამის ამოქმედების შემდეგ მხარეებს სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მყარი დოკუმენტების გამოყენების გარეშე - ელექტრონულად შეეძლებათ. პროგრამა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მომზადდა. პორტალის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება. ღონისძიებას საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლები, კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:22

საქართველო

კომპანია „სვეტის“ გაჩერებული პროექტების მშენებლობა მარტის დასაწყისში განახლდება

„ყველა პროექტზე - ეს ეხებოდა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებს, ყველა ამ მისამართზე პროექტები არის შეთანხმებული. შესაბამისად, მომდევნო კვირაში შესაძლებელი იქნება, სამშენებლო ნებართვის გაცემა და პარალელურად, მარტის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება უკვე უშუალოდ სამუშაოების წარმოება, ანუ მშენებლობის გაგრძელება ამ კონკრეტულ მისამართებზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ლი მიონ ბაკი

19 თებერვალი 2020, 11:19

მსოფლიო

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის ვადა 17 წლამდე გაეზარდა

სეულის სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ლი მიონ ბაკს თავისუფლების აღკვეთის განაჩენი 17 წლამდე გაუზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Korea Herald ავრცელებს. სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედებოდა თანხების მითვისებაში და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 15,7 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ანრი ოხანაშვილი

19 თებერვალი 2020, 11:10

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: დიალოგზე ოპოზიციის უარი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ძალადობისა და რევანშისაკენ მიისწრაფვიან

თუ ოპოზიცია დიალოგზე უარს ამბობს, ფაქტია, რომ ეს ადამიანები ზურგს აქცევენ არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

19 თებერვალი 2020, 11:06

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებას ვურჩევ ტაქტიკა შეცვალოს

ხელისუფლებას არ ვურჩევ ამ გზით სიარულს, რადგან ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე არ წავა არც ერთი სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში „ერთანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

რან გიდორი

19 თებერვალი 2020, 10:56

მსოფლიო

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ისრაელის ელჩმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 2 მარტს გაიმართება, თუმცა ისრაელელი დიპლომატები დანიშნულ ვადაზე ადრე იღებენ მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში. სულ მსოფლიოს მასშტაბით ისრაელს 96 დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, რომელშიც 5,200 ადამიანი მუშაობს.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 10:55

საქართველო

დიდ დიღომში, „გუდვილთან“ მდებარე ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე მერია სამუშაოებს იწყებს

დიდ დიღომში, „გუდვილთან“ მდებარე ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე მერია სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობი სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლავ აღდგება ანბანი, მოწესრიგდება არსებული სივრცე. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი, რაც თბილისი მერის განხადებით მნიშვნელოვანია დიდი დიღმის სატრანსპორტო საკითხების მოგვარებისათვის.

შემთხვევის აგილი

19 თებერვალი 2020, 10:53

მსოფლიო

ავსტრალიაში მანქანაში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა

დაღუპულთა შორის 10 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და ერთ კაცია. ერთმა ქალმა ძლიერი დამწვრობა მიიღო. თვითმხილველების ცნობით, მანქანას ცეცხლი იმ კაცმა წაუკიდა, რომელიც შემთხვევას ემსხვერპლა. ერთ-ერთი მოწმის თქმით, დაშავებული ქალი მანქანიდან გადმოხტა და ყვიროდა: „მან საწვავი გადამასხა“. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

აჭარის ტელევიზია

19 თებერვალი 2020, 10:50

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ბორდის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო შესვენება გამოცხადდა

სხდომაზე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის გუნდის წევრები და ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლები ითხოვდნენ სიტყვას, რისი საშუალებაც მათ ტელევიზიის ხელმძღვანელმა არ მისცა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, ვითარების განსამუხტად დაცვის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

თბილისის მერია მოქალაეებისთვის „სითი პარკის„ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამინისტიას გეგმავს

თბილისის მერია მოქალაეებისთვის „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამინისტიას გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოავახდინონ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია.

გიორგი გახარია

19 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტრით გაიზრდება

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

19 თებერვალი 2020, 10:37

საქართველო

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა კამათით დაიწყო

აჭარის ტელევიზიის ბორდის სხდომა უკვე დაიწყო, სადაც რამდენიმე საკითხს განიხილავენ. სხდომაზე ჯერ აუდიტს მოუსმენენ, შემდეგ ტელევიზიის დირექტორს. ამის შემდეგ კი კენჭს ურყიან საშტატო ცვლილებას.

გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია

19 თებერვალი 2020, 10:32

საქართველო

ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს. ქუთაისში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ქალაქის 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რა დროსაც რამდენიმე ავარიული დაზიანება მოხდა.

კურტ ვოლკერი

19 თებერვალი 2020, 10:28

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი პუტინის მიმართ სააკაშვილის ხისტი რიტორიკა იყო

„ვფიქრობ, სააკაშვილმა ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა, ეფექტურად ამყარებდა ურთიერთობას აშშ-სა და დასავლეთთან, თუმცა პუტინი ძალიან ნერვიულად რეაგირებდა მწვავე რიტორიკაზე, რომელიც მის მიმართ სააკაშვილმა აირჩია, არა თუ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც. მე ვთვლი, რომ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების“, - განაცხადა მან.

გიორგი გახარია

19 თებერვალი 2020, 10:26

ეკონომიკა

გიორგი გახარია: მთავრობა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონს პარლამენტს წარუდგენს

მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულდა და მას პარლამენტს წარუდგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი განცხადებით, ფონდების შესახებ კანონი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.