imedi /  10 დეკემბერი 2019, 14:16 / სანდო წყარო

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ალექსანდრე ერქვანია

ალექსანდრე ერქვანია

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. ალექსანდრე ერქვანიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ერქვანიამ აღნიშნა, ის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას. ერქვანია საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

29 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

განათლების სამინისტრო უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს რეკომენდაციით მიმართავს, საჭიროების შემთხვევაში სწავლის დაწყება გადაავადონ

„პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ტადაჰარუ უეჰარა

29 თებერვალი 2020, 15:54

საქართველო

იაპონიის ელჩი თბილისის აეროპორტში დოჰიდან ჩამოსულ იაპონიის მოქალაქეებს დახვდა

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დოჰა თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც საქართველოში იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. იაპონიის ელჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პერიოდში, საზღვრის მართვის კონტროლის მექანიზმებსაც გაეცნო.

ბაგა-ბაღი

29 თებერვალი 2020, 15:44

საქართველო

2-დან 16 მარტამდე არდადეგები თბილისის ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა

2-დან 16 მარტამდე არდადეგები თბილისის ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სკოლების მსგავსად, ბაგა-ბაღებში პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

ამირან გამყრელიძე

29 თებერვალი 2020, 15:35

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფექციური საავადმყოფო სტრატეგიული ობიექტია და მის პერსონალს მუშაობის უფლება უნდა მივცეთ

ყველას გთხოვთ, დავმშვიდდეთ და მივცეთ ექიმებს უფლება, თავიანთ ადგილზე იმუშაონ. ვიმეორებ, ინფექციური საავადმყოფო ქვეყნის სტრატეგიული ობიექტია, სადაც ყველაზე უფრო პროფესიონალი კადრები მუშაობენ და მათ უნდა მივცეთ უფლება იმუშაონ, მოარჩინონ ადამიანები, - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ ბოიკოტის გამოცხადებას ეხებოდა.

აეროპორტი თბილისი მგზავრები

29 თებერვალი 2020, 15:25

საქართველო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგარეო უწყება მოგზაურებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

„24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, სადაც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მოგზაურობის მსურველები იღებენ ინფორმაციას საქართველოში მგზავრობის და აუცილებელი პრევენციული ზომების შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სირიელი მიგრანტები

29 თებერვალი 2020, 15:17

მსოფლიო

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ ევროპასთან საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, დღეს კი ამ რიცხვმა შესაძლოა 30 ათასს მიაღწიოს. ერდოღანის განცხადებით, ანკარა მიგრანტებს საზღვარს აღარ ჩაუკეტავს.

სამხრეთ კორეა ექიმები კორონა

29 თებერვალი 2020, 15:11

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი (657) ქალაქ დეგუში დაფიქსირდა, სადაც „სინჩხონჯის იესოს ეკლესია“ მდებარეობს. სწორედ ამ სექტის წარმომადგენელი ითვლება ქვეყანაში ვირუსის მთავარ გამავრცელებლად. 61 წლის კაცი, რომელმაც ჩინეთში იმოგზაურა და კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა საავადმყოფოში ტესტირებაზე უარი განაცხადა და რამდენიმე წირვას დაესწრო, სადაც 1000-ზე მეტ ადამიანთან ახლო კონტაქტი დაამყარა.

სასწრაფო დახმარების მანქანა

29 თებერვალი 2020, 14:49

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: მედპერსონალი დაცვის ყველა საჭირო საშუალებით არის აღჭურვილი

უწყების ცნობით, რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტთა შემოწმება და ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, სამედიცინო ნიღბებითა და ასევე პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსების​ მიერ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 14:46

საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.

მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი 

29 თებერვალი 2020, 14:29

მსოფლიო

ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

დეპუტატი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, შაბათს, დილით დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა. თუმცა BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 210 ადამიანი გარდაიცვალა.

ტომ კრუზი

29 თებერვალი 2020, 14:09

კულტურა

ტომ კრუზი ვენეციაში საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი და ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის გადამღები ჯგუფის სხვა წევრები კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტომ კრუზი ვენეციაში ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაღებები შეწყდა, მსახიობები კი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

29 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

საჩხერის საკარანტინო ზონაში დარჩენილ პაციენტებს ვირუსის ნიშნები არ აქვთ

საქართველოში, ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 31 მოქალაქე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ვირუსის ნიშნები არცერთ პაციენტს არ აღენიშნება.

არდადეგები

29 თებერვალი 2020, 13:35

საქართველო

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

29 თებერვალი 2020, 13:31

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვლადიმერ პუტინს მოვუწოდე, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან მოსკოვს თურქი და სირიელი სამხედროების დაპირისპირებაში ჩარევისგან თავის შეკავება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ქუთაისი ტურნირი

29 თებერვალი 2020, 13:15

სპორტი

ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო

ქუთაისის ,,აია არენაზე" საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დაიწყო. ტურნირი ტრადიციულია და უკვე მეოთხე წელია იმართება. მასში იმერეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული.

ამირან გამყრელიძე

29 თებერვალი 2020, 13:12

საქართველო

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაატა იმნაძე

29 თებერვალი 2020, 13:04

საქართველო

პაატა იმნაძე: ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისივე თქმით, კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, მაგრამ ეს ისევ მათი ოჯახების საკეთილდღეოდ კეთდება.

საფონდო ბირჟა ზარალი

29 თებერვალი 2020, 12:46

ეკონომიკა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს

ყველაზე დიდი დანაკლისი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა. მან 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა. Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა. 9,1 მილიარდი დაკარგა LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ, 9 მილიარდი კი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

პრინცი ჰარი და ჯონ ბონ ჯოვი

29 თებერვალი 2020, 12:25

კულტურა

პრინცმა ჰარიმ ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად სიმღერა ჩაწერა

მათ სიმღერა Unbroken შეასრულეს, რომელიც მუსიკოსმა სამხედრო ვეტერანების შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის To Be of Service 2019 წელს დაწერა. სინგლის პრემიერა მარტში, „უძლეველთა თამაშებზე“ შედგება. პრინცმა ჰარიმ და ჯონ ბონ ჯოვიმ სტუდია Abby Road-ში იმუშავა, ჩაწერამდე კი The Beatles-ის ცნობილი ფოტო გააცოცხლეს.

მიხეილ ჩხენკელი ჰუბერტ ქნირში

29 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.