imedi /  10 დეკემბერი 2019, 18:11 / სანდო წყარო

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს

გორის პოლიცია

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ 7 დეკემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს.  ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები ერგნეთში საპატრულო პოლიციას გადასცეს. ახლა ისინი გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან, შემდეგ კი თავის ოჯახებს დაუბრუნდებიან.

გათავისუფლებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრი მერაბ გამხიტაშვილი. მათთან ერთად ოკუპანტებმა დააკავეს 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილიც, თუმცა შემდეგ ის, როგორც არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და მათ შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდა.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

24 იანვარი 2020, 23:22

მსოფლიო

ბორის ჯპნსონმა Brexsit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა Brexsit-ის შესახებ კანონს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერა. BBC-ის ცნობით, პრემიერს ბრიტანეთის დროშის ფერებში ეცვა და დოკუმენტს ხელი Parker-ის კალმით მოაწერა. ჯონსონმა ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არსებული კამათი და უთანხმოება დასრულდება.

კახა კალაძე

24 იანვარი 2020, 23:04

საქართველო

კახა კალაძე: ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია.

მიწისძვრა

24 იანვარი 2020, 22:40

მსოფლიო

თურქეთში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთით, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას apnews თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა. ამ დროისათვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ცნობილი არ არის.

კოსმოსი

24 იანვარი 2020, 22:37

ტაბლოიდი

ისტორიაში პირველად ასტრონავტებმა კოსმოსში ორცხობილა გამოაცხვეს

ასტრონავტები კრისტინა კოხი და ლუკა პარმიტანო ისტორიაში შევლენ როგორც პირველი ადამიანები, რომლებმაც კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. გასული წლის ბოლოს, შობის დღესასწაულამდე კოხმა და პარმიტანომ 5 ორცხობილა მოამზადეს. ამასთან, მათ თავიანთი ნახელავი არ გაუსინჯავთ.

24 იანვარი 2020, 22:18

საქართველო

ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა რეგიონის მასშტაბით სრული დატვირთვით მუშაობს. ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 40 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. მუშაობას სამსახური გვიან ღამემდე გააგრძელებს.

ამირა გამყრელიძე

24 იანვარი 2020, 22:00

საქართველო

ამირან​ გამყრელიძ​ე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ზონაშია

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

ბოლივია კუბა

24 იანვარი 2020, 21:46

მსოფლიო

ბოლივიამ კუბასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა

ბოლივიის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირეკო ნუესმა კუბასტან დიპლომატიური კავშირის შესახებ განაცხადა, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი კუბის საგარეო მინისტრის მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები გახდა.

ლუკა მაისურაძე

24 იანვარი 2020, 21:20

სპორტი

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 21 წლის მაისურაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ვანო რევაზიშვილი ვაზარით დაამარცხა, რომელიც ახლა ვედათ ალბაირაქის სახელით და გვარითაა ცნობილი.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 20:58

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებულ კიდევ ერთ ადამიანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ვირუსის მეორე შემთხვევა ილინოისის შტატში გამოვლინდა. აშშ-ში საშიში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა 21 იანვარს გავრცელდა.

პრომოდი

24 იანვარი 2020, 20:53

ეკონომიკა

ქალის ტანსაცმლის ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

ქალის ტანსაცმლის ფრანგული ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბრენდის Facebook-ზე გავრცელდა. Promod-ი Adress-ის ჯგუფშია, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე უცხოური ბრენდის ოფიციალური შემომყვანია.

გიორგი შარვაშიძე

24 იანვარი 2020, 20:47

საქართველო

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

მისი თქმით, დისერტაციაში გამოყენებული აქვს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არის საჯარო დოკუმენტი და მისი გამოყენება სქოლიოში მითითების გარეშეა შესაძლებელი. შარვაშიძის განცხადებით, სქოლიოსთვის განკუთვნილ ადგილზე არა, თუმცა მას მაინც აქვს აღნიშნული, რომ ეს არის კოლექტიური შრომა.

24 იანვარი 2020, 20:26

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.

მოძრაობა გზებზე

24 იანვარი 2020, 20:07

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 19:35

მსოფლიო

ჩინეთის მთავრობამ კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოაცხადა

ჩინეთის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა. ამრიგად, კარანტინი 41 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 830 ადამიანია.

წყალბურთი

24 იანვარი 2020, 19:21

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში ერთბურთიანი სხვაობით, 8:9 დამარცხდნენ.

24 იანვარი 2020, 18:53

საქართველო

ზელიმხან წუწაშვილი: პანკისელი ვისური მუთოშვილს ოჯახი მკვლელზე შურისძიებას გეგმავს

პანკისში დაპირისპირებულ გვარებს შორის ერთი კვირის განმავლობაში დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა.დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან შურისძიება მხოლოდ იმ პირზე მოხდება, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები 37 წლის ვისური მუთოშვილს მიაყენა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 იანვარი 2020, 18:41

ძალოვნები

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.სარჩელი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში დღეს შეიტანა. სადავოა 256-ე მუხლი.

რატი იონათამაშვილი

24 იანვარი 2020, 18:37

საქართველო

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი გახდა

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტად დღეს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე თხუთმეტმა დელეგატმა ერთადერთი კანდიდატი რატი იონათამიშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. იონათამიშვილმა ამ თანამდებობაზე შალვა მაისურაძე შეცვალა,

მადაგასკარი, წყალდიდობა

24 იანვარი 2020, 18:19

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიკარგა მადაგასკარზე ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო. მომხდარზე ინფორმაციას მადაგასკარის რისკების და სტიქიური მოვლენების მართვის ბიურო (BNGRC) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 17:54

საქართველო

უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა. მისი თქმით ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.