imedi /  11 დეკემბერი 2019, 16:35 / სანდო წყარო

რთული ქცევის არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის წესი შეიცვალა

არასრულწლოვანი

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, რომელიც რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას აწესრიგებს, ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცმეზეა“ ხელმისაწვდომი. 

კერძოდ დადგინდა არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხები.

რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების 

დაწესებულებაში გაგზავნა:

2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი).

3. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია გაიგზავნოს 10 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანი სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის შუამდგომლობაში მითითებული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანს ამ კანონის 48​9 მუხლით დადგენილი წესით გაუგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.

4. დაუშვებელია არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ამ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება.

5. სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ:

ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე;

ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე;

გ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი;

დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვიდან 15 დღის ვადაში, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესაბამისად.

7. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მოპოვებულ სხვა დოკუმენტებს, უსმენს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას:

ა) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ;

ბ) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ.

9. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.

10. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო ბაზაში განთავსებას.

11. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში აღსრულებას.

12. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხი. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

13. სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია გადასინჯოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების ცვლილების შემთხვევაში.

კანონი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.  

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 15:34

მსოფლიო

ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა.

ესპანეთი შტორმი

21 იანვარი 2020, 15:08

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 იანვარი 2020, 15:08

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მექსიკა მესაზღვრეები მიგრანტები

21 იანვარი 2020, 15:07

მსოფლიო

მექსიკაში აშშ-ში მიმავალი ასობით მიგრანტი არ შეუშვეს

ინციდენტი გვატემალის და მესიკის საზღვარზე მოხდა. მესაზღვრეებმა მიგრანტებს ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგ მათ მდინარე სუჩიატეს ფეხით გადაკვეთა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ისინი კი, ვინც საზღვარზე გადასვლა მოახერხეს, დააკავეს.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 14:49

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უხანში 6-მდე გაიზარდა. 227 ადამინი კი კლინიებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უხანის მერის ჩჟოუ სიანვანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 227 ადამიანიდან 51 მძიმედაა, ხოლო 12 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 14:46

მსოფლიო

წულუკიანი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად აპირებს ჩართვას

„რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე, მინისტრს მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, 2012 წელს არ ვგულისხმობ, საარჩევნო კამპანიაში. მე ვაპირებ ამას“, - თქვა წულუკიანმა.

21 იანვარი 2020, 14:22

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

კრის ჰემსვორთი

21 იანვარი 2020, 14:02

კულტურა

National Geographic-ი მსახიობ კრის ჰემსვორთზე ცდებს ჩაატარებს

ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ პროექტში „Limitless“ მიიღებს მონაწილეობას. დოკუმენტური სერიალი შეეცდება კითხვები გასცეს პასუხებს ადამიანის ჯანმრთელობის, სიბერესთან ბრძოლის და ექსტრიმალური გარემოებების შესახებ. შოუს ერთ-ერთი პროდიუსერი დარენ არანოფსკი გახდება. სერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

21 იანვარი 2020, 13:59

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა

თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების ამსახველი ვიდეო აჩვენა. ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები, რომელთაგანაც სამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ვრცლად ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

ლომჯარია წულუკიანს: სად შევა და ვის შეხვდება, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება

ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი არ არის სად შევა, ვის შეხვდება და რას და როდის აკეთებს სახალხო დამცველი. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2020, 13:45

საქართველო

გიორგი გახარია დავოსში ჩავიდა

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 13:33

მსოფლიო

ჩინეთში, ქალაქ უხანში კორონავირუსის გამო კონტროლი გამკაცრდა

ჩინეთში, ქალაქ უხანში ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონტროლი გაამკაცრა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის მოქალაქეების დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ.

ლევან გორგაძე

21 იანვარი 2020, 13:24

სპორტი

ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ გაიმარჯვა

ტურნირის მეათე დღეს ტოჩინოშინმა სეკივაკე ასანოიამა შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი დააფიქსირა. გამარჯვების შანსი ორივე რიკიშის ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველმა მეტოქე ძირს დააგდო და 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

ომბუდსმენი

21 იანვარი 2020, 13:03

საქართველო

პარლამენტში იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ამ განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა.

საკანი კადრები

21 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

წულუკიანმა პარლამენტში ომბუდსმენის წარმომადგენლის მონიტორინგისას საკანში ქცევის ამსახველი კადრები წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი. მოგვიანებით, ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:50

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიას: თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი?

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიაზე: თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოხსენება მწვავედ გააკრიტიკა. „ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაზეც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება,“- განაცხადა წულუკიანმა.

სახლები 1 ევროდ

21 იანვარი 2020, 12:26

ეკონომიკა

იტალიაში სახლების 1 ევროდ გაყიდვა დაიწყო

იტალიაში, ბიზაჩას კომუნაში 90ნ ისტორიული შენობის 1 ევროდ გაყიდვა დაიწყო. მთავარი მოთხოვნა მყიდველის მიმართ ისაა, რომ მათ შენობა უნდა გაარემონტონ. მჭიდრო დასახლების გამო სახლები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ ზოგიერთებს საერთო შესასვლელებიც კი აქვთ.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 12:25

საქართველო

ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს პენიტენციურ სისტემაში არაფორმალური მმართველობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

ონლაინ რეგისტრაცია

21 იანვარი 2020, 12:09

ეკონომიკა

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ონლაინ გახდა შესაძლებელი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები დაემატა. პორტალზე www.my.gov.ge მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.