imedi /  12 დეკემბერი 2019, 08:09 / დაუდასტურებელი

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

უზენაესი სასამართლო

თითქმის ერთწლიანი პროცესი დღეს სრულდება. 20 კანდიდატიდან რამდენი და ვინ მოირგებს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას, დღეს გახდება ცნობილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დილიდან ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭს ფორმალურად მაინც უყრიან. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია. 

ყველა სიახლე

ტიტანიკი

21 იანვარი 2020, 16:29

მსოფლიო

ჩაძირული ტიტანიკი აშშ-ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით დაცულად გამოცხადდა

შეთანხმება მთავრობებს უფლებას აძლევს გასცენ ან არ გასცენ ტიტანიკზე ჩასვლის ან იქიდან არტეფაქტების ამოღების ლიცენზიები. დოკუმენტს ხელი მოეწერა, რათა დაცული იყოს და "მშვიდად განისვენოს 1500-ზე მეტმა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა", - განაცხადა ბრიტანეთის საზღვაო მინისტრმა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

ომბუდსმენი: ჩვენი ვალია არა გავლენიანი პირების, არამედ მათგან ადამიანების დაცვა

ჩვენი ვალია ადამიანების გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან დაცვა და არა მათი დაცვა ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარია ამ კომენტარით იუსტიციის მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი.

ვან გოგი

21 იანვარი 2020, 16:09

კულტურა

ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ხელოვნების ექსპერტებმა 1889 წელს შესრულებული ეს ნახატი დაადგინეს როგორც ერთადერთ ავტოპორტრეტად, რომელიც ვან გოგმა ფსიქოზის პერიოდში დახატა. მისი ავთენტურობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმა დაადასტურა. ვან გოგმა საკუთარი თავი 1889 წლის გვიან ზაფხულს, საფრანგეთში, სანტ-რემიში დახატა.

ინფარქტი

21 იანვარი 2020, 16:03

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინფარქტის ახალი მიზეზი დაასახელეს

ინფარქტის გამომწვევი მიზეზი ულტრამცირე ნაწილაკების ზემოქმედებაა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში ფიქსირდება - ასეთ დასკვნამდე აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress წერს. ულტრამცირე ნაწილაკების ზომა 100, ან უფრო ნაკლები ნანომეტრია. მათი წყარო, როგორც წესი, ავტომობილის გამონაბოლქვია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 15:34

მსოფლიო

ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 იანვარი 2020, 15:08

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ესპანეთი შტორმი

21 იანვარი 2020, 15:08

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მექსიკა მესაზღვრეები მიგრანტები

21 იანვარი 2020, 15:07

მსოფლიო

მექსიკაში აშშ-ში მიმავალი ასობით მიგრანტი არ შეუშვეს

ინციდენტი გვატემალის და მესიკის საზღვარზე მოხდა. მესაზღვრეებმა მიგრანტებს ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგ მათ მდინარე სუჩიატეს ფეხით გადაკვეთა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ისინი კი, ვინც საზღვარზე გადასვლა მოახერხეს, დააკავეს.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 14:49

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უხანში 6-მდე გაიზარდა. 227 ადამინი კი კლინიებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უხანის მერის ჩჟოუ სიანვანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 227 ადამიანიდან 51 მძიმედაა, ხოლო 12 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 14:46

მსოფლიო

წულუკიანი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად აპირებს ჩართვას

„რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე, მინისტრს მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, 2012 წელს არ ვგულისხმობ, საარჩევნო კამპანიაში. მე ვაპირებ ამას“, - თქვა წულუკიანმა.

21 იანვარი 2020, 14:22

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

კრის ჰემსვორთი

21 იანვარი 2020, 14:02

კულტურა

National Geographic-ი მსახიობ კრის ჰემსვორთზე ცდებს ჩაატარებს

ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ პროექტში „Limitless“ მიიღებს მონაწილეობას. დოკუმენტური სერიალი შეეცდება კითხვები გასცეს პასუხებს ადამიანის ჯანმრთელობის, სიბერესთან ბრძოლის და ექსტრიმალური გარემოებების შესახებ. შოუს ერთ-ერთი პროდიუსერი დარენ არანოფსკი გახდება. სერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

21 იანვარი 2020, 13:59

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა

თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების ამსახველი ვიდეო აჩვენა. ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები, რომელთაგანაც სამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ვრცლად ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

ლომჯარია წულუკიანს: სად შევა და ვის შეხვდება, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება

ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი არ არის სად შევა, ვის შეხვდება და რას და როდის აკეთებს სახალხო დამცველი. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2020, 13:45

საქართველო

გიორგი გახარია დავოსში ჩავიდა

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 13:33

მსოფლიო

ჩინეთში, ქალაქ უხანში კორონავირუსის გამო კონტროლი გამკაცრდა

ჩინეთში, ქალაქ უხანში ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონტროლი გაამკაცრა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის მოქალაქეების დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ.

ლევან გორგაძე

21 იანვარი 2020, 13:24

სპორტი

ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ გაიმარჯვა

ტურნირის მეათე დღეს ტოჩინოშინმა სეკივაკე ასანოიამა შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი დააფიქსირა. გამარჯვების შანსი ორივე რიკიშის ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველმა მეტოქე ძირს დააგდო და 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

ომბუდსმენი

21 იანვარი 2020, 13:03

საქართველო

პარლამენტში იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ამ განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა.

საკანი კადრები

21 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

წულუკიანმა პარლამენტში ომბუდსმენის წარმომადგენლის მონიტორინგისას საკანში ქცევის ამსახველი კადრები წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი. მოგვიანებით, ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:50

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიას: თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი?

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.