imedi /  12 დეკემბერი 2019, 16:34 / სანდო წყარო

ლელა ქებურია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პარლამენტში გარკვეული ნივთიერება მან დაღვარა

ლელა ქებურია

ლელა ქებურია

„ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ქებურია არ ადასტურებს, რომ სხდომათა დარბაზში ნივთიერება მან დაღვარა, თუმცა ამ ფაქტს არც უარყოფს. მისი თქმით, ის გაჩენილ კითხვებს სათანადო ორგანოების მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უპასუხებს. 

„მე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ასე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს, „ქართული ოცნებისა“ აბსოლუტურად არ ვარ ვალდებული ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, - განაცხადა ქებურიამ. 

მისი თქმით, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ერთგვარი წარმოდგენა იყო და დარბაზში სითხის დაღვრა იმის ალეგორია უნდა გამხდარიყო, რომ „სისტემა ყარს“. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხა. ამის გამო მან, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების თქმით, დარბაზში სუნი მას შემდეგ დადგა, რაც იქ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია გამოჩნდნენ.

თუმცა, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ იღებს და უმრავლესობის დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ტელეკომპანია „იმედმა" და „მაესტრომ“ კი გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. 

მომხდართან დაკავშირებით Facebook-ზე მოძრაობა „სირცხვილიამ" გაავრცელა განცხადება და სხდომათა დარბაზში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა აიღო. 

ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების დაღვრის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს კენჭი უნდა უყაროს. 

მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს.

კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია.

პლენარული სხდომა 16 საათზე განახლდა

ყველა სიახლე

ჩინეთი ვირუსი

25 იანვარი 2020, 14:18

საქართველო

რას ყვება ჩინეთში, კორონავირუსის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქე

ჩინეთის ქალაქი უჰანში, რომელიც საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება, დიპლომატიური უწყება კი საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

ბრაიან ბაბინი

25 იანვარი 2020, 14:09

საქართველო

პრემიერმინისტრს წერილით კიდევ ერთმა კონგრესმენმა მიმართა

ბაბინი მის კოლეგებს ადამ კინზინგერსა და გერი კონოლის, რომლებმაც 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კონგრესმენი ფიქრობს , რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია და ამის გამო წუხილს გამოთქვამს.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

25 იანვარი 2020, 13:49

მსოფლიო

ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, დააკავეს

„32 წლის წინ ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული თვითმფრინავი, მაგრამ ბოდიში ჩვენთვის არავის მოუხდია. ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ეს გააკეთა, მედლითაც კი დააჯილდოვეს, მაშინ, როდესაც ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ციხეში ზის“, - აღნიშნა ზარიფმა.

კოსმოსური ძალების ემბლემა

25 იანვარი 2020, 13:33

ტაბლოიდი

აშშ-ის კოსმოსური ძალების ემბლემა ცნობილი სერიალის ლოგოტიპს მიამსგავსეს

ტრამპმა ემბლემა Twitter-ზე წარადგინა, სოცქსელის მომხმარებლებმა კი აღნიშნეს, რომ ლოგო პოპულარული სერიალის „ვარსკვლავური გზა“ სიმბოლიკას ჰგავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები 2019 წლის 21 დეკემბერს დააფუძნა.

შეხვედრა ვაშინგტონი

25 იანვარი 2020, 12:49

საქართველო

USAID-ი საქართველოში $7 მილიონის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ USAID-ი საქართველოში ახალ, 5-წლიან პროექტს განახორციელებს.

ტოჩინოშინი

25 იანვარი 2020, 12:47

სპორტი

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე კიდევ ერთი შეხვედრა დათმო

ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. ტურნირს მე-14 დღეს ლევან გორგაძე სეკივაკე ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ ტურნირზე მისი ბალანსი 5:9-ზე გახდა.

Forever 21

25 იანვარი 2020, 12:21

ეკონომიკა

კომპანია Simon Property-ს Forever 21-ის შეძენა სურს

ამერიკული კომპანია Simon Property Group-ს, რომელიც კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე საქმიანობს, კომპანია Forever 21 Inc.-ის შეძენა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. Forever 21-ის მაღაზიების მართვაში​ Simon-ის გარდა Authentic Brands Group LLC-იც იქნება ჩართული.

კენდალ დივიში კნუტები გადარჩენა

25 იანვარი 2020, 12:01

ტაბლოიდი

კანადელმა მიწაზე მიყინული კნუტები ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ვიდეო

შემთხვევა ალბერტაში მოხდა. ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როცა 3 კნუტი დაინახა. დივიშმა კნუტები ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს მიაბარა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.

პოლიცია მკვლელობა

25 იანვარი 2020, 11:57

ძალოვნები

სოფელ კასრისწყალში მწყემსების დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა, რომელიც მწყემსებს შორის გუშინ საღამოს მოხდა. ცნობილია, რომ კახა გრიგალაშვილმა 47 წლის დავით სვეტაძე მოკლა, რომელიც სოფელ ფშაველიდან იყო და კასრისწყალში მდებარე ერთ-ერთ ფერმაზე მუშაობდა.

თურქეთი პროტესტი

25 იანვარი 2020, 11:36

მსოფლიო

თურქეთში არასრულწლოვნებზე მოძალადეებისთვის სასჯელის გაუქმებაზე მსჯელობენ

თურქეთის მმართველმა ძალამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებთან კავშირში ბრალდებულ პირებს დაქორწინების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 11:16

მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებული 50 წელს გადაცილებული ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც ქალაქ უხანიდან ავსტრალიაში 19 იანვარს ჩაფრინდა. ახლა ის მელბურნის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განგაშის საბაბი არ არსებობს.

ვლადისლავ სურკოვი

25 იანვარი 2020, 10:57

მსოფლიო

კრემლში ცხინვალისა და სოხუმის მიმართულების კურატორმა საჯარო სამსახური დატოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა საჯარო სამსახური დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სურკოვთან დაახლოებული პირებზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. 2013 წელს ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს კურატორად დაინიშნა.

აშშ-ის ბაზა ერაყში

25 იანვარი 2020, 10:49

მსოფლიო

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 34-მა ამერიკელმა სამხედრომ ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ იერიშის შედეგად არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ეს ერთ-ერთი იყო იმ ფაქტორებისგან, რითაც პრეზიდენტმა თეირანზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისგან თავი შეიკავა.

საქართველო თურქეთი

25 იანვარი 2020, 10:31

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

„საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიმართვაში.

თურქეთი მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 10:10

მსოფლიო

რა ხდებოდა თურქეთში ძლიერი მიწისძვრის მომენტში. ვიდეო

ინტერნეტში თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს გადაღებული ვიდეოები ვრცელდება. თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ბანანი

25 იანვარი 2020, 09:52

მსოფლიო

საფრანგეთში ბანანების ყუთში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს

საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთ ბაზარში ბანანების ყუთში ნახევარი ტონა კოკაინი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს. კოლუმბიური ბანანების ყუთში ნარკოტიკები ხილ-ბოსტნეულის გამყიდველმა იპოვა. მან ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ ყუთში ნაპოვნი თეთრი ფხვნილი ნამდვილად კოკაინია.

ალექსანდრე ლუკაშენკო

25 იანვარი 2020, 09:36

ტექნოლოგიები

ლუკაშენკო: მობილური ტელეფონი არ მაქვს და არც მჭირდება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მობილური ტელეფონით უსაფრთხოების გამო არ სარგებლობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო БЕЛТА ავრცელებს.

თურქეთი მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 09:14

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 22-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ასობით დაშავებულის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 400-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ლორენ სანჩესი ჯეფ ბეზოსი

25 იანვარი 2020, 08:49

ტაბლოიდი

ცნობილია ვინ მიჰყიდა მედიას ჯეფ ბეზოსის ინტიმური ფოტოები

კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ინტიმური ფოტოები გამოცემა The National Enquirer-ს მისი შეყვარებულის ძმამ, მაიკლ სანჩესმა მიჰყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. მათი მტკიცებით, სანჩესმა The National Enquirer-ისგან 200 ათასი დოლარი მიიღო.

რეპერი YG

25 იანვარი 2020, 08:31

კულტურა

ამერიკელი რეპერი YG ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი YG (ნამდვილი სახელი - კინონ დეიკუონ რეი ჯექსონი) ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. პოლიცია ლოს-ანჯელესში, 29 წლის შემსრულებლის სახლში ჩხრეკის ორდერით მივიდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა რეპერი დააკავეს.