imedi /  15 დეკემბერი 2019, 09:12 / სანდო წყარო

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი ბაკურ სულაკაური სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ბაკურ სულაკაური

ბაკურ სულაკაური

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური ეხმაურება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც სკოლის ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა. როგორც სულაკაური Facebook-ზე წერს, ვიდოკამერების ჩანაწერებით სკოლის ადმინისტრაციამ ვერ დაადგინა ღამით სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგიური დახმარება.

„მე ვარ „მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი. მინდა, გამოვეხმაურო საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, რომელშიც „მწვანე სკოლაც“ ფიგურირებს.

იმ დროს, როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, ძალიან მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი. მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის გულისწყრომას და ბრაზს, რომელიც სამართლიანად შეძრულია ამ ფაქტის გამო. ახლა, მხოლოდ ბავშვის გადარჩენა და გამოჯანმრთელებაა უმთავრესი - დანარჩენი ყველაფერი მეასეხარისხოვანია. ამავდროულად, როგორც სკოლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობა მაკისრია, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ვუპასუხო ან რიგ შემთხვევებში არასწორად აღქმული ამბის ნამდვილი ვერსია მოგიყვეთ.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ შეფასებების გაკეთებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი:

შემთხვევა მოხდა ღამით. დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს დახვდათ წითელი საღებავით დაზიანებული კედლები, კარადები, ნახატები, ვიდეოკამერები და სხვ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ერთ წარწერაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვიდოკამერების ჩანაწერებით ჩვენ ვერ მოვახერხეთ სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში შემოსული პირის იდენტიფიცირება. თუმცა დანამდვილებით დავადგინეთ, რომ შემოსული პირი სკოლის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. სკოლის დაცვის სამსახურს კანონი და სკოლის შინაგანაწესი ავალდებულებს, რომ ასეთ სიტუაციებში საპატრულო პოლიციას მიმართოს. ეს არა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი, არამედ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და თანამშრომლების ნაწილის სურვილი იყო, სკოლას კი ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც - უფლებამოსილება.

ზოგიერთი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გამოვიძახეთ სოციალური სამსახური და ფსიქოლოგიური დახმარება არ გავუწიეთ მოზარდს. სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგიური დახმარება. მას შემდეგ, რაც შემდგომი მოკვლევით პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ის „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე იყო.

სოციალურ ქსელებში „მწვანე სკოლას“ საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში „ჩაუშვა“. სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის.

კიდევ ერთი არასწორი აღქმა, რაც ამ ორ დღეში ჩამოყალიბდა, იყო ის, თითქოს მოზარდი „სკოლიდან გააგდეს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ბავშვი მართლაც სწავლობდა „მწვანე სკოლაში“ რამდენიმე თვის განმავლობაში და სექტემბერში, მშობლის განცხადების საფუძველზე და მათივე სურვილით გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: სკოლამ საპატრულო პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად დაადგინა, რომ სკოლაში ღამით შემოსული პირი ნამდვილად არ იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე. სკოლას არ შეეძლო ეს საქმე გამოუძიებელი დაეტოვებინა. ჩვენთვის უმთავრესი მოსწავლეების უსაფრთხოებაა.

კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ.

ისევ დავუბრუნდები ყველაზე მთავარს - ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამაზე მნიშვნელოვანი ამ წუთას არაფერია“, - წერს სულაკაური.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მომხდარს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც.

ყველა სიახლე

ონლაინ რეგისტრაცია

21 იანვარი 2020, 12:09

ეკონომიკა

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ონლაინ გახდა შესაძლებელი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები დაემატა. პორტალზე www.my.gov.ge მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მენ ჰუნვეი

21 იანვარი 2020, 12:05

მსოფლიო

ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს ჩინეთში პატიმრობა მიუსაჯეს

მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში. 2017 წლის სექტემბერში ჩავიდა ჩინეთში, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მენ ჰუნვეი კორუფციის ბრალდებით დააკავა.

დევიდ ლინჩი

21 იანვარი 2020, 12:03

კულტურა

დევიდ ლინჩის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა

17-წუთიან შავ-თეთრ ფილში ლინჩი დეტექტივს თანაშობს, რომელიც მოლაპარაკე მაიმუნს კითხავს. დევიდ ლინჩმა ის 2016 წელს გადაიღო და რამდენიმე ფესტივალზე აჩვენეს, თუმცა ფართო საზოგადოებას პირველად ახლა წარუდგინეს.

ისლამური სახელმწიფო

21 იანვარი 2020, 11:47

მსოფლიო

Guardian-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ვინაობა დაასახელა

ალ-სალბი, რომელიც ჰაჯი აბდულასა და აბდულა კადაშის სახელებითაა ცნობილი, დაჯგუფების ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა. ის ერაყში დაიბადა, წარმოშობით კინ თურქმენია. სპეცსამსახურის მონაცემებით, ალ-სალბი მოსულის უნივერისტეტში სწავლობდა. ამასთან, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა.

ნათია თურნავა

21 იანვარი 2020, 11:46

ეკონომიკა

თურნავა: მივესალმებით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარ დგას. მისი თქმით, ამ ფონზე მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

პრინცი ჰარი

21 იანვარი 2020, 11:44

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი კანადაში ჩავიდა

ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტში ჰარის პირადი დაცვის 2 წარმომადგენელი დახვდა. პრინცი ცოლს - მეგან მარკლს და თავიანთ შვილ არჩის შეუერთდება, რომლებიც კანადაში უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობენ. 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მეგანი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ.

21 იანვარი 2020, 11:23

ეკონომიკა

2019 წელს წიაღის სექტორში ექსპორტი გაიზარდა

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 150 000 დოლარით მეტია.

ახალი ავტობუსები

21 იანვარი 2020, 11:12

საქართველო

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა

40 ერთეული „Isuzu“-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება. უახლოეს მომავალში თბილისს „Isuzu“-ს მარკის კიდევ 40 ავტობუსი შეემატება.

ირანი ავიაკატასტროფა

21 იანვარი 2020, 11:00

მსოფლიო

ირანმა დაადასტურა, რომ უკრაინულ ბოინგს ორი რაკეტა მოხვდა

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ლაინერის ავიაკატასტროფის შესახებ მეორე წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შავი ყუთების გაშიფრვა არ შეუძლია, საფრანგეთმა და აშშ-მა კი თეირანს გაშიფრვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე უარი განუცხადეს.

T-უჯრედი

21 იანვარი 2020, 10:43

ტექნოლოგიები

ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინეს

აღმოჩენა კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთა. მათი კვლევის მიზანი იმ უჩვეულო მეთოდების პოვნა იყო, რომლებითაც ადამიანის იმუნური სისტემა სიმსივნეებს ებრძვის. სპეციალისტებმა T-ლიმფოციტის განსაკუთრებული სახეობა იპოვეს.

და ჩვენ ვიცეკვეთ

21 იანვარი 2020, 10:37

კულტურა

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს

The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. ლევან აკინის სურათმა გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ მოიპოვა. თავად აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.

ვახტანგ რობაქიძე

21 იანვარი 2020, 10:24

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად მივიდა

ვახტანგ რობაქიძე მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ბიურომ დასკვნა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დადოს. ინციდენტი ბაკურიანში 14 იანვარს ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც ოხანაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

აშშ აქცია

21 იანვარი 2020, 09:51

მსოფლიო

აშშ-ში იარაღის ტარების უფლების მხარდამჭერ აქციაზე 22 000 ადამიანი გამოვიდა

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა Virginia Citizens Defense League იყო. დემონსტრანტები შტატში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ახალი შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგ გამოდიან, რასაც ვირჯინიის გენერალური ასამბლეა გეგმავს. აქციას დაახლოებით 22 000 ადამიანი შეუერთდა.

ამინდის პროგნოზი

21 იანვარი 2020, 09:26

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აღმოსავლეთში კი ისევ შენარჩუნდება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლი იქნება.

გლდანი

21 იანვარი 2020, 09:09

ეკონომიკა

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტება. კახა კალაძის განცხადებით, ამ მონაკვეთზე მიწისქვეშა გადასასვლელები კრიტიკულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ანაკლიის პორტი

21 იანვარი 2020, 08:58

ეკონომიკა

ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანა დაიწყო

სააგენტოს ცნობით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, კომპანია „ვანოორდს“ ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეყვანა. კომპანიას ტექნიკის გასაყვანად და ტერიტორიის სრულად დასატოვებლად ვადა 30 იანვრამდე აქვს.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2020, 08:49

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

21 იანვარი 2020, 08:41

ეკონომიკა

ევროკავშირში „გაზპრომს“ სანქციები მოუხსნეს

დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის მთავრობებმა „გაზპრომის“ აქტივებს ყადაღა მოუხსნეს. რუსული ნავთობკომპანსიის აქტივები 2018 წლის თებერვალში უკრაინულ „ნაფთოგაზთან“ სასამართლო დავის ფარგლებში დააყადაღეს.

21 იანვარი 2020, 08:13

საქართველო

პარლამენტში სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე მსჯელობის საგანი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

მადონა

21 იანვარი 2020, 00:34

კულტურა

მადონამ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მერვე კონცერტი გააუქმა

კონცერტი ლისაბონში უნდა გამართულიყო, მისი გაუქმების შესახებ კი წარმოდგენის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გახდა ცნობილი. ეს უკვე მერვე კონცერტია, რომელიც საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მადონამ გააუქმა. მიმდინარე ტურნე მადონას მე-14 სტუდიურ ალბომს ეძღვნება.