imedi /  16 დეკემბერი 2019, 00:04 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების მომხრეა

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს და უმრავლესობის ყოფილ წევრს აკაკი ზოიძეს კარგი ინიციატივა ჰქონდა. საუბარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემა "კვირის თემაში" განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, მას არ მიაჩნია რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიულია ვიდრე სრულად მაჟორიტარული: "პირიქით, ვფიქრობ, რომ სრულად მაჟორიტარული არის ყველაზე დემოკრატიული სისტემა, მაგრამ როდესაც დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ, ბევრი რამ უნდა ავწონ-დავწონოთ. დემოკრატიული არის ბევრი სისტემა, რაც დასავლეთის ქვეყნებშია, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომელია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე შესაბამისი და ასეთი მგონია ის სისტემა, რომელიც ნიშნავს ნახევარ მაჟორიტარულს და ნახევრად პროპორციულს", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

სოზარ სუბარის თქმით, მან გუნდის წევრებს შესთავაზა და ეთანხმება აკაკი ზოიძის განცხადებას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. "მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი წინადადება თქვა და კარგი იქნება ამ გზით წასვლა. ხალხს ვკითხოთ და ხალხი რასაც იტყვის ის გავაკეთოთ და ჩავწეროთ კონსტიტუციაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

აკაკი ზოიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2 დეკემბერს განაცხადა, ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოსაზრებას არ დაეთანხმა, ასევე გუნდმა მხარი არ დაუჭირა მის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. 

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა შეხვედრაზე მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ. 

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობდნენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავდნენ. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

ტიტანიკი

21 იანვარი 2020, 16:29

მსოფლიო

ჩაძირული ტიტანიკი აშშ-ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით დაცულად გამოცხადდა

შეთანხმება მთავრობებს უფლებას აძლევს გასცენ ან არ გასცენ ტიტანიკზე ჩასვლის ან იქიდან არტეფაქტების ამოღების ლიცენზიები. დოკუმენტს ხელი მოეწერა, რათა დაცული იყოს და "მშვიდად განისვენოს 1500-ზე მეტმა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა", - განაცხადა ბრიტანეთის საზღვაო მინისტრმა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

ომბუდსმენი: ჩვენი ვალია არა გავლენიანი პირების, არამედ მათგან ადამიანების დაცვა

ჩვენი ვალია ადამიანების გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან დაცვა და არა მათი დაცვა ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარია ამ კომენტარით იუსტიციის მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი.

ვან გოგი

21 იანვარი 2020, 16:09

კულტურა

ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ხელოვნების ექსპერტებმა 1889 წელს შესრულებული ეს ნახატი დაადგინეს როგორც ერთადერთ ავტოპორტრეტად, რომელიც ვან გოგმა ფსიქოზის პერიოდში დახატა. მისი ავთენტურობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმა დაადასტურა. ვან გოგმა საკუთარი თავი 1889 წლის გვიან ზაფხულს, საფრანგეთში, სანტ-რემიში დახატა.

ინფარქტი

21 იანვარი 2020, 16:03

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინფარქტის ახალი მიზეზი დაასახელეს

ინფარქტის გამომწვევი მიზეზი ულტრამცირე ნაწილაკების ზემოქმედებაა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში ფიქსირდება - ასეთ დასკვნამდე აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress წერს. ულტრამცირე ნაწილაკების ზომა 100, ან უფრო ნაკლები ნანომეტრია. მათი წყარო, როგორც წესი, ავტომობილის გამონაბოლქვია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 15:34

მსოფლიო

ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 იანვარი 2020, 15:08

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ესპანეთი შტორმი

21 იანვარი 2020, 15:08

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მექსიკა მესაზღვრეები მიგრანტები

21 იანვარი 2020, 15:07

მსოფლიო

მექსიკაში აშშ-ში მიმავალი ასობით მიგრანტი არ შეუშვეს

ინციდენტი გვატემალის და მესიკის საზღვარზე მოხდა. მესაზღვრეებმა მიგრანტებს ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგ მათ მდინარე სუჩიატეს ფეხით გადაკვეთა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ისინი კი, ვინც საზღვარზე გადასვლა მოახერხეს, დააკავეს.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 14:49

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უხანში 6-მდე გაიზარდა. 227 ადამინი კი კლინიებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უხანის მერის ჩჟოუ სიანვანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 227 ადამიანიდან 51 მძიმედაა, ხოლო 12 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 14:46

მსოფლიო

წულუკიანი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად აპირებს ჩართვას

„რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე, მინისტრს მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, 2012 წელს არ ვგულისხმობ, საარჩევნო კამპანიაში. მე ვაპირებ ამას“, - თქვა წულუკიანმა.

21 იანვარი 2020, 14:22

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

კრის ჰემსვორთი

21 იანვარი 2020, 14:02

კულტურა

National Geographic-ი მსახიობ კრის ჰემსვორთზე ცდებს ჩაატარებს

ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ პროექტში „Limitless“ მიიღებს მონაწილეობას. დოკუმენტური სერიალი შეეცდება კითხვები გასცეს პასუხებს ადამიანის ჯანმრთელობის, სიბერესთან ბრძოლის და ექსტრიმალური გარემოებების შესახებ. შოუს ერთ-ერთი პროდიუსერი დარენ არანოფსკი გახდება. სერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

21 იანვარი 2020, 13:59

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა

თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების ამსახველი ვიდეო აჩვენა. ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები, რომელთაგანაც სამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ვრცლად ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

ლომჯარია წულუკიანს: სად შევა და ვის შეხვდება, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება

ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი არ არის სად შევა, ვის შეხვდება და რას და როდის აკეთებს სახალხო დამცველი. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2020, 13:45

საქართველო

გიორგი გახარია დავოსში ჩავიდა

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 13:33

მსოფლიო

ჩინეთში, ქალაქ უხანში კორონავირუსის გამო კონტროლი გამკაცრდა

ჩინეთში, ქალაქ უხანში ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონტროლი გაამკაცრა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის მოქალაქეების დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ.

ლევან გორგაძე

21 იანვარი 2020, 13:24

სპორტი

ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ გაიმარჯვა

ტურნირის მეათე დღეს ტოჩინოშინმა სეკივაკე ასანოიამა შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი დააფიქსირა. გამარჯვების შანსი ორივე რიკიშის ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველმა მეტოქე ძირს დააგდო და 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

ომბუდსმენი

21 იანვარი 2020, 13:03

საქართველო

პარლამენტში იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ამ განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა.

საკანი კადრები

21 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

წულუკიანმა პარლამენტში ომბუდსმენის წარმომადგენლის მონიტორინგისას საკანში ქცევის ამსახველი კადრები წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი. მოგვიანებით, ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:50

საქართველო

წულუკიანი ლომჯარიას: თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი?

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.