imedi /  16 დეკემბერი 2019, 14:46 / სანდო წყარო

წულუკიანი: პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს, გამძლეობას და თითოეული მოქალაქისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას უსურვებს. 

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ამის რესურსი აქვს და საერთაშორისო ასპარეზზე მის მიერ ქვეყნის წარმომადგენლობა არის ყოველთვის საამაყო და მისასალმებელი.

10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მხრიდან.

ყველა სიახლე

ჩინეთი

20 იანვარი 2020, 21:55

საქართველო

ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია

ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. გუნდის ხელმძღვანელმა იონგ ნანშანმა განაცხადა, რომ ორ ადამიანს ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.

ეროვნული ბიბლიოთეკა

20 იანვარი 2020, 21:40

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა. სარესტავრაციო სამუშაო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ჩატარდა. შენობის უნიკალური კედლის მხატვრობა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა აღადგინეს.

ანდრიუს კუბილიუსი

20 იანვარი 2020, 21:27

საქართველო

ლეუტუვის ყოფილი პრემიერი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

ლეუტუვის ყოფილმა პრემიერმა ანდრიუს კუბილიუსმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

ერაყი

20 იანვარი 2020, 21:23

მსოფლიო

ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ჩახერგილი გზების გაწმენდისას დემონსტრანტებმა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

კაპიტალიზმი

20 იანვარი 2020, 21:11

მსოფლიო

Edelman: მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა კაპიტალიზმით იმედგაცრუებულია

2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულმა კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ კაპიტალიზმს არსებული ფორმით უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. 74% მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში უსამართლობას გრძნობენ, დახლოებით ამდენივეს კი ცვლილებები სურს.

გუგუტიანთკარი

20 იანვარი 2020, 20:18

საქართველო

გუგუტიანთკარში მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშნველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს

საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

სასამართლო

20 იანვარი 2020, 19:52

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

დივანი

20 იანვარი 2020, 19:32

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეორად დივანში $40 000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს. თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი იქ გასაყიდად მიიტანა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2020, 19:10

საქართველო

ვოლსკი: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა უნდა შეჯერდეს რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს. ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.

ავსტრალია ხანძარი

20 იანვარი 2020, 18:45

ტაბლოიდი

6 წლის ბიჭმა კოალების ფიგურებით ავსტრალიის ტყის ხანძრების წინააღმდეგ $174 000-მდე შეაგროვა

უენმა და მისმა მშობლებმა, რომლებიც გარკვეული პერიოდი ავსტრალიაში ცხოვრობდნენ, ტყის ხანძრების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ბიჭმა და მისმა დედ-მამამ თიხისგან კოალას დასაწებებელი ფიგურების კეთება და მეგობრებ-ნათესავებში დონაციის სანაცვლოდ გაყიდვა დაიწყეს.

დიდველი

20 იანვარი 2020, 18:38

საქართველო

დიდველის სათხილამურო არეალი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

მკვლელობა

20 იანვარი 2020, 18:37

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ლევან დაბაიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ლევან ლომიძეს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე იყო.

20 იანვარი 2020, 18:27

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს

ჰოლივუდის ვარსკვლავებს ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში „მთვარის ყვავილის მკვლელებში“ გადაიღებს. ამის შესახებ ლეონარდო დიკაპრომ აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის (Screen Actors Guild Award) პრემიის მიღების დროს განაცხადა. ღონისძიების ტრანსლაცია ტელეარხ TBS-ზე განხორციელდა.

ვლადიმერ პუტინი

20 იანვარი 2020, 18:26

მსოფლიო

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, დოკუმენტის განხილვისას პარლამენტის ქვედა პალატაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები სენატორი ანდრეი კლიშასი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი პაველ კრაშენინიკოვი და იურისტი ტალია ხაბიევა იქნებიან.

ვარძია მუზეუმის ბილეთები

20 იანვარი 2020, 18:12

კულტურა

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა და გიდის მომსახურება გაძვირდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები 2020 წლის 1 იანვრიდან თითქმის 100%-ით გაძვირდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

თავდაცვის სამინისტრო

20 იანვარი 2020, 18:00

საქართველო

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

Minecraft

20 იანვარი 2020, 17:59

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში თამაშ Minecraft-ის მიხედვით სახლი ააშენეს

სახლი დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, მაპჰოგუს რაიონში მდებარეობს. შენობა 4-სართულიანია და ის 5 ოჯახზე გათვლილი. სახურავზე გასასვლელი ყველა მცხოვრებს აქვს: ამისთვის კიბე გამოიყეს. პირველ სართულზე სადგომი და მაღაზიებია განთავსებული.

ევროვიზია

20 იანვარი 2020, 17:49

კულტურა

„ევროვიზიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ოსტერდალი გახდა

შვედი ტელემენეჯერი მარტინ ოსტერდალი საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს. ინფორმაციას ევროპის მაუწყებლთა კავშირის პრესსამსახური ავრცელებს. მარტინ ოსტერდალს მენეჯარად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი გახარია

20 იანვარი 2020, 17:39

საქართველო

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb შეხვედრებს დაეთმობა.

ირმა ინაშვილი
ლორა თორნტონი

20 იანვარი 2020, 17:32

საქართველო

ირმა ინაშვილი: ლორა თორნტონს ნაცმოძრაობისგან ფინანსური დაინტერესება აქვს

ირმა ინაშვილი NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მისი თქმით, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები, ბოლო წლების განმავლობაში აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რომლებიც ტყუილს ეფუძნება.