imedi /  16 დეკემბერი 2019, 18:30 / სანდო წყარო

საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს

სოციალური შემწეობა

საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით შემცირდა. ამ დროისთვის მოსახლეობის 11.2% იღებს. ამ მიზნით სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.  

ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც საარსებო შემწეობას ადგილობრივი მოსახლეობის 37% იღებს, ამის შესახებ GBC წერს. 

შემწეობაზე დამოკიდებულთა რაოდენობა (წილი) რეგიონების მიხედვით:

საქართველო - 411 400 - 100 %; 

აჭარა - 41 504 - 12,3%; 

თბილისი 86 700 - 7.5%;

გურია - 18 427 - 16.3%;

რაჭა/ლეჩხუმი/ქვ.სვანეთი - 11 852 - 37.3%;

კახეთი - 41 743 - 13.1%;

იმერეთი - 54 851 - 10.2 %;

მცხეთა-მთიანეთი - 12 519 - 13.3%;

სამეგრელო/ზემ.სვანეთი - 55 747 - 16.8 %;

სამცხე-ჯავახეთი - 10 900 - 6.9%;

ქვემო ქართლი - 44 874 - 10.6%;

შიდა ქართლი - 40 221 - 15.2%. 

ყველა სიახლე

მუმია ხმის აღდგენა

23 იანვარი 2020, 23:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა 3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

ნესიამუნის მუმია პროექტის „ხმები წარსულიდან“ მონაწილე გახდა, რადგან ქურუმის ხმის იოგები მშვენიერ მდგომარეობაში შემოინახა. სპეციალისტებმა ქურმის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით მისი ჟღერადობაც აღადგინეს.

უკრაინა ეკინიგზა

23 იანვარი 2020, 23:02

ეკონომიკა

გერმანიამ უკრაინის რკინიგზის მართვაზე უარი განაცხადა

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინულ მხარეს კონსულტაციები გაუწიონ. უკრაინის რკინიგზის Deutsche Bahn-ისთვის გადაცემის სურვილის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ უკრაინა უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციებისთვის არის ღია.

პოლიციის მანქანა

23 იანვარი 2020, 22:35

ძალოვნები

ცაგერში არხში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ეძებენ

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ავტომობილში 60 წლამდე კაცი და ორი ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. მდინარემ ერთი გარდაცვლილის ცხედარი უკვე გამორიყა.

ანხელ გურია და გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 22:01

საქართველო

პრემიერი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

„საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. ქვეყანა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, – აღნიშნა ანხელ გურიამ.

განკითხვის დღის საათი

23 იანვარი 2020, 21:41

ტაბლოიდი

„განკითხვის დღის საათის“ ისრები 20 წამით წინ გადაწიეს

სიმბოლური საათი კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა. განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2020, 21:09

საქართველო

ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ლომჯარია თავის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მივიდა. ლომჯარიამ გურამ დონაძესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ჰოლოკოსტის ფორუმი

23 იანვარი 2020, 20:51

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში ანტისემიტიზმი დაგმეს

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი არის მიძღვნილი, ანტისემიტიზმი დაგმეს. ღონისძიებაში 40-მდე ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 20:28

საქართველო

გიორგი გახარია: სავარაუდოდ, მეგობრები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკას“კონგრესმენების წერილის შეფასებისას განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი და მაიკ პენსი

23 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მაიკ პენსს გაესაუბრა

პრეზიდენტის თქმით, პენსმა თბილისისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ზურაბიშვილმა კი მას ამისთვის მადლობა გადაუხადა. „მაიკ პენსი : საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ. ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს პრეზიდენტი.

ელისაბედ მეორე

23 იანვარი 2020, 19:42

მსოფლიო

ელისაბედ მეორემ Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ თემთა პალატის სპიკერის მოადგილე ნაიჯელ ევანსმა შეატყობინა. ახლა დოკუმენტის რატიფიცირებაზე ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 23 იანვარს დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:25

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში წერია, რომ ანაკლიის კონსორციუმის უკან აშშ იდგა, რაც არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. მისი თქმით, წერილში ერთ-ერთი ნაწილი ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც როგორც წერილში წერია, ასოცირებულია პროპორციული არჩევნების შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:08

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ რეაგირება სხვადასხვა ფორმით იქნება და მუშაობა უკვე დაწყებულია.

ვლადიმერ პუტინი

23 იანვარი 2020, 19:05

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და ბრიტანეთს სამიტის ჩატარება შესთავაზა

„შევხვდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი კოლეგებისთვის მოსახერხებელი იქნება. რუსეთი ასეთი სერიოზული საუბრისთვის მზად არის. ჩვენ წინაშე ბევრი ამოცანა. ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ბერლინში განვიხილეთ - ლიბია“, - განაცხადა პუტინმა.

გრეტა ტუნბერგი

23 იანვარი 2020, 18:45

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ტუნბერგმა ჯერ ეკონომიკა ისწავლოს და მერე გვირჩიოს რა ვქნათ

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

პაატა იმნაძე

23 იანვარი 2020, 18:21

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უჰანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უჰანი“, - განაცხადა იმნაძემ.

მოტოროლა

23 იანვარი 2020, 18:16

ტექნოლოგიები

Motorola Razr-ის გაყიდვის თარიღი დასახელდა

არსებული ინფორმაციით, 26 იანვრიდან ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება იქნება შესაძლებელი. 6 თებერვლიდან კი დასაკეცი სმარტფონი თავისუფლად გაიყიდება Verizon-ზე, Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე. Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარი იქნება.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 18:01

საქართველო

დადასტურდა, რომ ზუგდიდში გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჯანო ანანიძე

23 იანვარი 2020, 17:54

სპორტი

ჯანო ანანიძე კვიპროსის „ანორთოსისში“ ითამაშებს

27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ანანიძე 2009 წლიდან 11 წლის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“ გამოდიოდა და ამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

23 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიეს

ზურაბ აზნაურაშვილმა 9 ხმით საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე რეგისტრაცია 2019 წლის 13-დან 26 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჯამში 42 კანდიდატი დარეგისტრირდა.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არსებული გამოწვევების ფონზე. ჩვენ მივყვებით ჩვენს მტკიცე არჩევანს და ნატოსკენ სვლას განვაგრძობთ“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.