imedi /  17 დეკემბერი 2019, 20:47 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: საგარეო კურსის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ელჩისა და საელჩოს მოვალეობაა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ „ხანდახან უცხოეთში საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება“.

პრეზიდენტის თქმით, ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, ასეთ დროს იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ ყალბ ინფორმაციას.

„ვწუხვარ, რომ უცხოეთში ხანდახან ვრცელდება დეზინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ორიენტაციის შესახებ, თითქოს საქართველო საგარეო კურსს იცვლის. ვფიქრობ, რომ ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ ყალბ ინფორმაციას. ქვეყნის სახის იმიჯის შეცვლა და მისი დამახინჯება ვერავინ უნდა გაბედოს“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო საქართველოს მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში არ უნდა იცნობდეს.

„უნდა გვიცნობდნენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ წევრს და ქვეყანას, რომელიც ჩართულია ყველა გლობალურ გამოწვევებთან ერთობლივ ბრძოლებში. ეს იქნება ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ სამშვიდობო მისიებში, ბრძოლა კლიმატის ცვლილებებთან და ა.შ. ჩვენი გზა ევროპისა და ნატოსკენ უცვლელია. ნატოსა თუ ევროკავშირის შიდა გამოწვევები ჩვენზე ვერ აისახება და არ შეგვაცვლევინებს გეზს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ეს მიზანი, არამედ იმიტომაც, რომ რეალობაში არ არსებობს სხვა გზა, ამ გზის რაიმე ალტერნატივა, თავისუფალი განვითარების სხვა პერსპექტივა. ამიტომ, საქართველოს მოსახლოება სხვა არჩევანს ვერ და არ გააკეთებს“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 16 დეკემბერს მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ამ წერილზე დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

ოპოზიცია აქციებს განაგრძობს, პარალელურად საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2020, 15:20

თემა

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

თეირანში ჩამოვარდნილიუკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლისმოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელიდა უკრაინელიექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და საფრანგეთში, რომლებიც მსგავსი სამუშაოებისთვის გაცილებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობენ.

კელი დეგნანი

17 იანვარი 2020, 15:13

საქართველო

კელი დეგნანმა წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა

„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ახალმა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა. ელჩის სიტყვა ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კელი დეგნანი

17 იანვარი 2020, 14:58

საქართველო

კელი დეგნანი: საქართველომ აგრესიული მეზობლის მიუხედავად ბევრს მიაღწია

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ახალმა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა. ელჩის სიტყვა ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტოჩინოშინი შოდაი

17 იანვარი 2020, 14:34

სპორტი

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მეოთხედ დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია. ქართველი სუმოისტის მეტოქე ბაშოს ლიდერი, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელმაც ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო. მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 2:4-ია.

შობადობა ახალშობილი

17 იანვარი 2020, 13:38

მსოფლიო

ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 70-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 70-წლიან მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 2019 წელს შობადობის მაჩვენებელმა ათას კაცზე 10,48 შეადგინა, რაც 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ წელს დაბადებულთა რიცხვი 580 ათასით შემცირდა და 14,65 მილიონი შეადგინა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 13:13

საქართველო

პრემიერმინისტრი: საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს

„გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევა გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა. ამიტომ, ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ არჩევნებს”, - განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გარდაბანში, სადაც პრემიერი „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გახსნას დაესწრო.

ხელის თხოვნა ჟურნალისტი

17 იანვარი 2020, 13:09

ტაბლოიდი

„იმედის“ ჟურნალისტმა შეყვარებულს ხელი აეროპორტში სთხოვა

„იმედის“ ჟურნალისტმა ვარლამ წიკლაურმა შყვარებულს ხელი ორიგინალურად სთხოვა. წიკლაურმა საცოლეს ბეჭედი თბილისის აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის ჯიხურიდან მიაწოდა.

კელი დეგნანი

17 იანვარი 2020, 12:52

საქართველო

აშშ-ის ახალი ელჩი: საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია. კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ელჩი ფიცის დადების ცერემონიასაც დაესწრო.

Pornhub

17 იანვარი 2020, 12:41

ტაბლოიდი

ყრუ ამერიკელმა Pornhub-ს სუბტიტრების არარსებობის გამო უჩივლა

ყრუ ამერიკელმა, იაროსლავ სურისმა ვებგვერდ Pornhub-ს ვიდეოების უმეტესობაში სუბტიტრების არარსებობის გამო სასამართლოში უჩივლა. სურისის თქმით, ვებგვერდის ასეთი პოლიტიკა მას უფლებებს უზღუდავს და აშშ-ის ფედერალურ კანონს ეწინააღმდეგება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების უფლებებს არეგულირებს.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 12:35

საქართველო

გახარია: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისთან დიალოგის შესახებ ასლან ბჟანიას განცხადებას ეხებოდა.

ტაიკა ვაიტიტი

17 იანვარი 2020, 12:22

კულტურა

მედია: ტაიკა ვაიტიტის „ვარსკვლავური ომების“ გადაღება შესთავაზეს

კომპანიებმა Disney-მ და Lucasfilm-მა რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის „ვარსკვლავური ომების“ ახალი ნაწილის გადაღება შესთავაზეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. როდის დასრულდება მოლაპარაკებები, ჯერჯერობით უცნობია.

არჩილ თალაკვაძე

17 იანვარი 2020, 12:20

საქართველო

თალაკვაძე პარლამენტის მიმართ საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ოპოზიციის ქმედებებით ხსნის

„ჩვენთვის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები, სამწუხაროა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ს კვლევის შეფასებისას. მან ინსტიტუტების, კონკერტულად კი პარლამენტის რეიტინგზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 12:12

საქართველო

გახარია: ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი

„კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება“.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 12:02

საქართველო

გახარია საკადრო ცვლილებაზე: მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“?

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, შესაძლოა, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვოს.

ოლექსი გონჩარუკი

17 იანვარი 2020, 12:00

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

„თანამდებობაზე იმისთვის მოვედი, რომ პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის გახსნილობის და წესიერების მაგალითია. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მისდამი პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით ეჭვები გავაქარწყლო, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე და პარლამენტში ამ საკითხის დასმა ვთხოვე“, - წერს გონჩარუკი.

არჩილ თალაკვაძე

17 იანვარი 2020, 11:44

საქართველო

თალაკვაძე: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის მხარდაჭერა ნამდვილად ექნება

ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე ახსოვს, რომელიც გამოძიებული იყო ეფექტურად და დროულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მაგალითად კონკერტული საქმეები მოიყვანა.

არიანა გრანდე

17 იანვარი 2020, 11:36

კულტურა

რეპერი ჯოშ სტოუნი არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებს

რეპერი ჯოშ სტოუნი მომღერალ არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. რეპერის განცხადებით, არიანა გრანდემ კომპოზიციაში 7 rings მისი სიმღერის You Need It I Got It მისამღერი გამოიყენა. მისივე თქმით, ორი მისამღერი ერთმანეთს რიტმითაც ჰგავს და სიტყვებითაც.

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 11:00

საქართველო

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა

საქართველოს ელექტრო სისტემას ახალი თბოელექტროსადგური შეემატა. 230 მეგავატი სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამოირჩევა. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ახალი თბოელექტროსადგურის გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

კელი დეგნანი

17 იანვარი 2020, 10:34

საქართველო

აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო

კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც საქართველოში დანიშვნამდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

ხავი ერნანდესი

17 იანვარი 2020, 10:23

სპორტი

ხავიმ „ბარსელონას“ გაწვრთნაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა

„​ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც ახლა კატარის „ალ-სადს“ წვრთნის, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.