imedi /  18 დეკემბერი 2019, 11:36 / სანდო წყარო

ზაქარია ქუცნაშვილს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრობა სურს

ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის ერთი ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით შემდეგმა კანდიდატებმა წარადგინეს: ნათია კუპრაშვილი, ბეგლარ ლოგუა, ნინო ქუბინიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ხათუნა მაისაშვილი. 

კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომუნიკაციების კომისიაში ერთ-ერთი წევრი 29 ოქტომბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 3 სექტემბერს შეუწყდა. ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი თბილისში გამართული სესიის, რომელიც ივნისში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

ყველა სიახლე

უკრაინა

19 იანვარი 2020, 15:44

მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული უკრაინელების ცხედრები კიევს გადასცეს

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ცხედრების უკრაინას გადასცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევს 11 ცხედარი გადაეცა. წერს Washington Post-ი.

ხელვაჩაური ხანძარი

19 იანვარი 2020, 15:41

ძალოვნები

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. დაშავებულია მათი 31 წლის შვილი, რომელიც რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ. ხანძარი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ძმამ გადაარჩინა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ცოლ-ქმრის გამოყვანა შეუძლებელი გახდა.

ილია მეორე

19 იანვარი 2020, 14:56

საქართველო

ილია მეორე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ეზო-კარი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა. ნათლისღებასთან დაკავშირებით პატრიარქმა თქვა, რომ „ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის“.

ჩეხეთი ხანძარი

19 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

ჩეხეთში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ ვეიპრტიში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კიდევ 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი შენობაში გამთენიისას გაჩნდა.

პერის ჰილტონი

19 იანვარი 2020, 14:05

კულტურა

პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

38 წლის ტელევარსკვლავის, პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, YouTube Originals-ის მიერ გადაღებული ფილმის, This is Paris-ის პრემიერა მაისში შედგება. ფილმი რეჟისორმა ალექსანდრა დინმა გადაიღო.

დიდი ბრიტანეთი ირანი

19 იანვარი 2020, 13:45

მსოფლიო

ირანელი კანონმდებლები დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტებას ითხოვენ

ირანელმა პარლამენტარებმა კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესუსტებას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრიი მედია წერს.

მარკუეინ მალინი

19 იანვარი 2020, 12:53

საქართველო

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილს უგზავნის. გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენი „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

iPhone 11

19 იანვარი 2020, 12:38

ტექნოლოგიები

iPhone11-ში ადგილმდებარეობის დადგენის სრული ბლოკირება იქნება შესაძლებელი

ოპერაციული სისტემა iOS 13.3.1-ის ბეტა ვერსიაში, შესაძლებელი იქნება ჩიპ U1-ის გათიშვა, რომელიც მომხმარებლის ადგილმდებარეობას გეოლოკაციის ფუნქციის გათიშვის დროსაც ადგენს. ამის შესახებ გამოცემა Mashable წერს. ჩიპი U1 მუშაობისას ფართოზოლიან კავშირს იყენებს, რომელიც გეოლოკაციას 5-10 სანტიმეტრის სიზუსტით ადგენს.

მიგრანტთა ბანაკი

19 იანვარი 2020, 11:52

ძალოვნები

იტალიაში, მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ გრადისკა დ'იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 16 იანვარს გრადისკა დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო.

ჩინეთი

19 იანვარი 2020, 11:40

მსოფლიო

ჩინეთმა კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოავლინა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება. 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უჰანში, ინფიცირებულთა რაოდენობა 62-ს შეადგენს.

რიანა A$AP Rocky

19 იანვარი 2020, 11:20

ტაბლოიდი

ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ რიანა A$AP Rocky-სთან შენიშნეს

მეგობარ კაცთან, მილიარდერ ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ მომღერალი რიანა რეპერ A$AP Rocky-სთან შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. რიანა და A$AP Rocky ბრუკლინში საქველმოქმედო საღამო 2020 Yams Day-ს დაესწრნენ, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთირებებზე დამოკიდებულთა დასახმარებლად ზედიზედ მეხუთედ გაიმართა.

ენდრიუ პიკი

19 იანვარი 2020, 11:03

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პიკმა თეთრი სახლი 17 იანვარს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.

Amazon

19 იანვარი 2020, 11:00

ტექნოლოგიები

WSJ: Amazon-ი ხელის სკანირებით გადახდის სისტემას ქმნის

ინტერნეტგაყიდვების გიგანტი Amazon-ი ​ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალებს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. კომპანია ახალი ტიპის ტერმინალების კაფეებში და სწრაფი კვების რესტორნებში განთავსებას გეგმავს.

თურქეთი ევროკავშირი

19 იანვარი 2020, 10:33

ეკონომიკა

მედია: ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

ამავე წყაროს ინფორმაციით, ანკარა პროგრამის ფარგლებში 168 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც 150 დემოკრატიის და სასამართლო სისტემის განვითარებას უნდა მოხმარდეს, 18 მილიონი კი სოფლების განვითარებისთვის გაითვალისწინეს.

კონორ მაკგრეგორი

19 იანვარი 2020, 10:02

სპორტი

კონორ მაკგრეგორმა დონალდ სერონე დაამარცხა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტურნირზე ამერიკელი დონალდ სერონე დაამარცხა. ლას-ვეგასში გამართული ორთაბრძოლა პირველი რაუნდის მე-40 წამზე ნოკაუტით დასრულდა.

ნიკოლას მადურო

19 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

მადურომ აშშ-თან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-თან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დონალდ ტრამპს მისი მრჩევლები და ადმინისტრაციის წევრები უშლიან ხელს.

იემენი ჰუსიტები

19 იანვარი 2020, 09:15

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბაზაზე ჰუსიტების თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ქალაქ მარიბში ​მეამბოხე ჰუსიტები სამხედრო საწვრთნელ ბაზას დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საშუალებით განხორციელდა და მას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით ადამიანი კი დაიჭრა.

ილონ მასკი

19 იანვარი 2020, 09:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი ავრცელებს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.

ნათლისღება ბათუმი

19 იანვარი 2020, 08:43

საქართველო

აჭარაში ნათლისღება აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.

ნათლისღება

19 იანვარი 2020, 08:29

საქართველო

დღეს ნათ­ლის­ღე­ბაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.