imedi /  18 დეკემბერი 2019, 13:55 / სანდო წყარო

ლონდა თოლორაია: გამომძიებლის დასაკავებლად ბავშვის გარდაცვალებას არ ველოდებოდით

ლონდოა თოლორაია

ლონდოა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, თითქოს ელოდებოდნენ ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის დაკავების გადაწყვეტილება. ამის შესახებ თოლორაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, მარიანა ჩოლოიანი 15:00 საათიდან მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში და ამის შემდეგ გადაწყდა მისი დაკავება. 

"იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები. ვმუშაობთ 24 -საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირის დაკავებას, რომლის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. 

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იმავე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.

ყველა სიახლე

გრეტა ტუნბერგი

21 იანვარი 2020, 19:32

მსოფლიო

ტუნბერგი დავოსის ფორუმზე: თქვენი უმოქმედობა ყოველ საათს აძლიერებს ცეცხლს

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

ზუგდიდი საბავშვო ბაღი

21 იანვარი 2020, 19:23

ძალოვნები

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს. სამსახურში დილით მისულ გამგეს, ინეზა ზაქარაიას ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

რუსი ჯაშუშები

21 იანვარი 2020, 19:23

მსოფლიო

შვეიცარიის მთავრობამ დავოსში რუსი ჯაშუშების დაკავების შესახებ განაცხადა

შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დავოსში ორი რუსი ჯაშუში დააკავა, რომლებიც საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებელ ვილიამ ბრაუდერზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tages Anzeiger სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2020, 19:09

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელელ კოლეგას რუვენ რივლინს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილის Twitter-გვერდზე წერია, ვაჭრობა, უსაფრთხოება, კულტურა, ინვესტიციები და ტექნოლოგიები პრზიდენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია, რომლის განხილვასაც აპირებს.

აშშ ჩინეთი

21 იანვარი 2020, 19:08

ეკონომიკა

აშშ-ჩინეთის შეთანხმების გამო 2021 წელს ევროკავშირი $11 მილიარდს დაკარგავს

ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის გამო შესაძლოა 11 მილიარდი დოლარი დაკარგონ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტად ეს შეთანხმება გერმანიას, კერძოდ კი თვითმფრინავებისა და ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანიებს დააზარალებს.

ჯანო ანანიძე

21 იანვარი 2020, 18:41

სპორტი

ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. რომელ გუნდში განაგრძობს კარიერას 27 წლის ნახევარმცველი ჯერჯერობით უცნობია. ანანიძე „სპარტაკში“ 2009 წლიდან გამოდიოდა და 131 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 18:29

საქართველო

წულუკიანი ომბუდსმენის ანგარიშზე: დანაშაულის მოწმემ ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს

იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ, პროკურატურასთან საუბარში დაასახელებენ გვარებს და სახელებს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ფოტო: სტოპკადრი იუსტიციის მინისტრის მიერ 
წარმოდგენილი ვიდეოდან

21 იანვარი 2020, 18:28

საქართველო

მესამე სექტორი თეა წულუკიანს საპატიმროში შეხვედრის კადრების გასაჯაროების გამო აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ პარლამენტში, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებისა და თანამშრომლების კრიტიკის გამო. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 18:26

ეკონომიკა

კორონავირუსის გამო ევროპული ავიაკომპანიებისა და ტანსაცმლის ბრენდების აქციების ფასი შემცირდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში ადამიანების გარდაცვალების და დაინფიციერბულთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროპული ავიაკომპანიების და ლუქს ტანსაცმლის ბრენდების აქციებზე ფასი დაეცა. Reuters-ის ცნობით, 21 იანვარს ავიაკომპანიების Air France, Lufthansa-ს და IAG (მფლობელი British Airways) აქციებზე ფასი დაეცა.

იან ორაილი კოიოტი

21 იანვარი 2020, 18:16

ტაბლოიდი

ამერიკელმა შიშველი ხელით მოკლა კოიოტი, რომელიც მის შვილს დაესხა თავს

ცხოველი იან ორაილის 2 წლის ვაჟს მიეპარა, ქურთუკში ჩასწვდა და ბავშვის წათრევა სცადა. ორაილის თქმით, ის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც კოიოტმა ორჯერ უკბინა. ამის შემდეგ კაცი ცხოველს ყელში ჩასწვდა და მისი მოკვლა საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით მოახერხა. ორაილი ამბობს, რომ კოიოტი 10 წუთში გაგუდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 იანვარი 2020, 18:12

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ერგნეთის შეხვედრების აღდგენით ქართული მხარე დაინტერესებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არ გაუწყვეტია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე შეხვედრები. მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია ამ შეხვედრების აღდგენით.

ტოივო კლაარი

21 იანვარი 2020, 18:08

საქართველო

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცხინვალში და სოხუმში ჩასვლას გეგმავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გაამახვილეს, მათ შორის ისაუბრეს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვასა და ამასთან დაკავშირებულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ოზი ოსბორნი

21 იანვარი 2020, 17:48

ტაბლოიდი

ოზი ოსბორნი პარკინსონის დაავადებას ებრძვის

„ეს საშინლად გამომწვევი წელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, კისერზე ოპერაცია გავიკეთე, რამაც ჩემს ნერვებზე იმოქმედა. ოპერაციის შემდეგ ხელებს ვერ ვგრძნობ. ფეხები მიცივდება, არ ვიცი, ეს პარკინსონია თუ არა, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა“, - განაცხადა 71 წლის მუსიკოსმა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 17:47

მსოფლიო

ტაივანზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტაივანზე, სადაც 50 წლის ქალი დაავადდა, რომელიც ჩინეთში ქალაქ უხანში მუშაობდა. კუნძულზე დაბრუნებისთანავე ქალმა ექიმებს აეროპორტში ოპერატიულად მიმართა. ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

ნაირა გუდაძე, და

21 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

გენადი ბესტაევის დის თქმით, დაკავების მომენტში ბესტაევი საკუთარ სახლში იყო

დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ თავდაპირველად ბესტაევს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ვადა იანვრის ბოლოს იწურებოდა, თუმცა გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეს რეალურად ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულს ცოლ-შვილი ცხინვალში ჰყავს და იქ მათ სანახავად ხშირად გადადიოდა.

გაზით მოწამვლა

21 იანვარი 2020, 17:28

ძალოვნები

რუსთავში სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის გამო მამა-შვილი დაიღუპა

გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, მამა-შვილი ორი დღე არ გამოჩენილან, რის გამოც ნათესავებმა სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს და საცხოვრებელი სახლის კარის შემტვრევის შემდეგ, ბინაში ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. გარდაცვლილებიდან ერთი სააბაზანოსთან, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვეს.

ბასიანი სროლა

21 იანვარი 2020, 17:24

ძალოვნები

პროკურატურამ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალდება დაუზუსტდა და წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. კლუბ „ბასიანთან“ სროლა 12 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

რუსეთთან ფრენები

21 იანვარი 2020, 17:09

ეკონომიკა

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ ზაფხულში დაწესებული შეზღუდვა პრაღის ფორმატში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ქართული მხარე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.

21 იანვარი 2020, 16:59

ეკონომიკა

გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კლიმატური ცვლილებებია. დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დავოსში ეკოაქტივისტები გააკრიტიკა

ტრამპმა აქტივისტებს მოუწოდა აპოკალიფსის შესახებ წინასწარმეტყველებების გაკეთისგან თავი შეიკავონ და განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის დაიცავს თავის ეკონომიკას. ტრამპს არ უხსენებია შვედი გრეტა ტუნბერგი, რომელიც ფორუმს ესწრება და ხსნის სესიას სახელწოდებით „კლიმატური აპოკალიფსის თავიდან აცილება“.