Imedi /  19 დეკემბერი 2019, 10:14 / სანდო წყარო

კიზინგერი: ჩვენი მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს

ადამ კიზინგერი

ადამ კიზინგერი

ვაშინგტონში, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. კვლევითი ორგანიზაციების პრეზიდენტებთან და ანალიტიკურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, დეპუტატები კონგრესში კოლეგა-კანონმდებლებს შეხვდნენ.

მათ ისაუბრეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე  განიხილეს ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც.  

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ყველა მხარეს გამოსავლის პოვნისა და არაძალადობრივი პროტესტისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შევხვდი ყველას, ვინც საქართველოდან აქ ჩამოვიდა. რა თქმა უნდა ჩვენ შეშფოთებულნი ვართ არსებული არასტაბილურობით. ვისაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე შეერთებული შტატებისთვის და რაღა თქმა უნდა, ამერიკის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. როდესაც მეგობრები ვართ, ხანდახან ღია უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, თუმცა ამის გამო, არასდროს უნდა დადგეს ჩვენი მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ. მე ვფიქრონ, რომ ეს მომენტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ამერიკის მეგობრობას. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკა კი საქართველოსთვის და სწორედ ამის გამო მინდა ასე ძალიან გამოსავლის ნახვა"-განაცხადა კიზინგერმა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 16 დეკემბერს მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ამ წერილზე დღეს განცხადება გააკეთეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

ოპოზიცია აქციებს განაგრძობს, პარალელურად საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება.

ყველა სიახლე

ჩინეთი ვირუსი

23 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

ჩინეთში საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა

ჩინეთში გავრცელებული უცნობი ვირუსის გამო საგანგებო საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურმა უწყებამ ცხელი ხაზი ჩართო. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +86 137 168 77 635. საელჩოს ცნობით, ჩინეთში მოგზაურობაზე ჯერ აკრძალვა არ არის.

ბაღები

23 იანვარი 2020, 14:54

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება

„გამარჯვებულ შესაბამისი დოკუმენაციის ატვირთვა შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოუხდენია,ამიტომ იძულებულები გავხდით კომპანიის დისკვალიფკაცია მიგვეხდინა “,- ამბობს ყვარლის მუნიცუპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქში გამოცხადდა

უხანის შემდეგ კარანტინი ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქ ჰუანგანში გამოცხადდა. უხანის მეზობელ ქალაქში 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს.

მიხეილ კალანდიას მამა და ძმა

23 იანვარი 2020, 14:36

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას პროცესზე დაპირისპირება მოხდა

ზაზა სარალიძის ამ სიტყვებს დარბაზში კალანდიების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ჰყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ. კალანდიას ძმის თქმით, კი კალანდიები ორი წელია შეურაცხყოფას იყენებენ, ახლა კი ყველაფერს გაეცემა პასუხი.

გლორია

23 იანვარი 2020, 14:31

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს ათი ადამიანი ემსხვერპლა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლო

23 იანვარი 2020, 14:21

საქართველო

უზენაესის თავმჯდომარის არჩევის პროცესის გაჭიანურება მესამე სექტორს კითხვებს უჩენს

ქვეყნის მთავარი მოსამართლის პოსტზე არაოფიციალურად შალვა თადუმაძის კანდიდატურა განხილება, იმ შემთხვევაში თუ საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრთაგან სწორედ თადუმაძეს შეარჩევს, მას პარლამენტისგან ნდობის მოპოვება დასჭირდება იმისათვის, რომ უმაღლეს ინსტანციაში ვაკანტური თანამდებობა ათი წლის ვადით დაიკავოს.

უკრაინა

23 იანვარი 2020, 14:10

ეკონომიკა

უკრაინა თავის რკინიგზას გერმანიას სამართავად გადასცემს

უკრაინის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს, გერმანიას 10 წლით გადასცეს ქვეყნის რკინიგზის კომპანია. პრემიერმა დასძინა, რომ დეტალები შესათანხმებელია, თუმცა „ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“.

ილია II

23 იანვარი 2020, 13:50

საქართველო

ილია მეორეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევები უტარდება

„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება. იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს. კლინიკაში გამოკვლევების ჩატარების მიზნით მივიდა. ის კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 13:42

საქართველო

WHO კორონავირუსის გამო საერთაშორისო დონეზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანა მოემზადოს საერთაშორისო დონეზე შესაძლო საგანგებო მდგომარეობისთვის. კომიტეტის სხდომაზე გუშინ განხილული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი.

23 იანვარი 2020, 13:36

სპორტი

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მეშვიდედ წააგო

ჩატარებული თორმეტი ორთაბრძოლის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 5 მოგება და 7 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაშოს დადებითი ბალანსით დასასრულებლად ტოჩინოშინს დარჩენილი სამივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. ხვალ, 24 იანვარს გორგაძის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი, გოეიდო იქნება.

ნატო

23 იანვარი 2020, 13:28

საქართველო

ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა

მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ, ხაზი გაესვა 2019 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ დინამიკას და დასახეს სამომავლო გეგმები.

ირაკლი აბუსერიძე

23 იანვარი 2020, 12:59

სპორტი

ირაკლი აბუსერიძე: რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რომ რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა შექმნილი და ყრილობის დელეგატებზე ხმების რაოდენობა არასწორად არის გადანაწილებული. ამის შესახებ აბუსერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Combat 18

23 იანვარი 2020, 12:47

მსოფლიო

გერმანიაში ნეონაცისტური დაჯგუფება Combat 18 აკრძალეს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ნეონაცისტური დაჯგუფება Combat 18 აკრძალა. Combat 18 გერმანიაში აკრძალული ნეონაცისტური ქსელის Blood and Honour-ის შეიარაღებულ ფრთად მიიჩნევა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და ევროპულ ქვეყნებში ფილიალები აქვს.

იზაბელ დოშ სანტუში

23 იანვარი 2020, 12:46

მსოფლიო

აფრიკის უმდიდრეს ქალს ანგოლაში ბრალი წაუყენეს

გენერალური პროკურორის, ჰელდერ პიტა გროსის განცხადებით, ბრალდება შეეხება სანტუშის მიერ სახელმწიფო ნავთობკომპანია Sonangol-ის ხელმძღვანელობის პერიოდს. სანტუშთან ერთად ბრალი კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს. საუბარია 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებაზე.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

დაავადებათა კონტროლისა და სამოქალაქო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

ზუგდიდში გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

23 იანვარი 2020, 12:02

საქართველო

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია გამართეს

მუშების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი. აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. საწარმოს ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 11:53

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული ღვინო

23 იანვარი 2020, 11:52

ეკონომიკა

2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორუფცია

23 იანვარი 2020, 11:39

საქართველო

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა

წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ.