Imedi /  19 დეკემბერი 2019, 16:45 / სანდო წყარო

ოპოზიცია ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას განიხილავს

გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძე

გიორგი ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

„ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია ხვალინდელი შეხვედრის წინ „ქართული ოცნებისგან“ შემოთავაზებას ელის.

„ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინია, რომ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება უნდა მოიტანონ. თუ არაადეკვატური იქნება „ქართული ოცნება“, იანვრიდან საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას დავიწყებთ, რომელიც სხვა შინაარსის და ახალი კომპონენტებით იქნება. როდესაც ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს ხალხის განწყობებს და კრიზისულ ვითარებას, მას კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა გაუწიო და ამის ძალები ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

მისივე თქმით, ბურთი „ქართული ოცნების“ მხარეს არის. 

„თუ არაადეკვატურები იქნებიან, ჩვენგან მკაცრ პასუხს მიიღებენ - უნდა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს ადამიანები“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გააუქმა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება.

ყველა სიახლე

ტოივო კლაარი

21 იანვარი 2020, 18:48

საქართველო

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცხინვალში და სოხუმში ჩასვლას გეგმავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გაამახვილეს, მათ შორის ისაუბრეს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვასა და ამასთან დაკავშირებულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ოზი ოსბორნი

21 იანვარი 2020, 17:48

ტაბლოიდი

ოზი ოსბორნი პარკინსონის დაავადებას ებრძვის

„ეს საშინლად გამომწვევი წელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, კისერზე ოპერაცია გავიკეთე, რამაც ჩემს ნერვებზე იმოქმედა. ოპერაციის შემდეგ ხელებს ვერ ვგრძნობ. ფეხები მიცივდება, არ ვიცი, ეს პარკინსონია თუ არა, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა“, - განაცხადა 71 წლის მუსიკოსმა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 17:47

მსოფლიო

ტაივანზე კორონავირუსის პირველი შემთხევვა გამოვლინდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტაივანზე, სადაც 50 წლის ქალი დაავადდა, რომელიც ჩინეთში ქალაქ უხანში მუშაობდა. კუნძულზე დაბრუნებისთანავე ქალმა ექიმებს აეროპორტში ოპერატიულად მიმართა. ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

ნაირა გუდაძე, და

21 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

გენადი ბესტაევის დის თქმით, დაკავების მომენტში ბესტაევი საკუთარ სახლში იყო

დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ თავდაპირველად ბესტაევს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ვადა იანვრის ბოლოს იწურებოდა, თუმცა გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეს რეალურად ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულს ცოლ-შვილი ცხინვალში ჰყავს და იქ მათ სანახავად ხშირად გადადიოდა.

გაზით მოწამვლა

21 იანვარი 2020, 17:28

ძალოვნები

რუსთავში სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის გამო მამა-შვილი დაიღუპა

გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, მამა-შვილი ორი დღე არ გამოჩენილან, რის გამოც ნათესავებმა სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს და საცხოვრებელი სახლის კარის შემტვრევის შემდეგ, ბინაში ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. გარდაცვლილებიდან ერთი სააბაზანოსთან, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვეს.

ბასიანი სროლა

21 იანვარი 2020, 17:24

ძალოვნები

პროკურატურამ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალდება დაუზუსტდა და წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. კლუბ „ბასიანთან“ სროლა 12 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

რუსეთთან ფრენები

21 იანვარი 2020, 17:09

ეკონომიკა

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ ზაფხულში დაწესებული შეზღუდვა პრაღის ფორმატში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ქართული მხარე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.

21 იანვარი 2020, 16:59

ეკონომიკა

გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კლიმატური ცვლილებებია. დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დავოსში ეკოაქტივისტები გააკრიტიკა

ტრამპმა აქტივისტებს მოუწოდა აპოკალიფსის შესახებ წინასწარმეტყველებების გაკეთისგან თავი შეიკავონ და განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის დაიცავს თავის ეკონომიკას. ტრამპს არ უხსენებია შვედი გრეტა ტუნბერგი, რომელიც ფორუმს ესწრება და ხსნის სესიას სახელწოდებით „კლიმატური აპოკალიფსის თავიდან აცილება“.

ტიტანიკი

21 იანვარი 2020, 16:29

მსოფლიო

ჩაძირული ტიტანიკი აშშ-ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით დაცულად გამოცხადდა

შეთანხმება მთავრობებს უფლებას აძლევს გასცენ ან არ გასცენ ტიტანიკზე ჩასვლის ან იქიდან არტეფაქტების ამოღების ლიცენზიები. დოკუმენტს ხელი მოეწერა, რათა დაცული იყოს და "მშვიდად განისვენოს 1500-ზე მეტმა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა", - განაცხადა ბრიტანეთის საზღვაო მინისტრმა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

ომბუდსმენი: ჩვენი ვალია არა გავლენიანი პირების, არამედ მათგან ადამიანების დაცვა

ჩვენი ვალია ადამიანების გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან დაცვა და არა მათი დაცვა ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარია ამ კომენტარით იუსტიციის მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი.

ვან გოგი

21 იანვარი 2020, 16:09

კულტურა

ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ხელოვნების ექსპერტებმა 1889 წელს შესრულებული ეს ნახატი დაადგინეს როგორც ერთადერთ ავტოპორტრეტად, რომელიც ვან გოგმა ფსიქოზის პერიოდში დახატა. მისი ავთენტურობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმა დაადასტურა. ვან გოგმა საკუთარი თავი 1889 წლის გვიან ზაფხულს, საფრანგეთში, სანტ-რემიში დახატა.

ინფარქტი

21 იანვარი 2020, 16:03

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინფარქტის ახალი მიზეზი დაასახელეს

ინფარქტის გამომწვევი მიზეზი ულტრამცირე ნაწილაკების ზემოქმედებაა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში ფიქსირდება - ასეთ დასკვნამდე აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress წერს. ულტრამცირე ნაწილაკების ზომა 100, ან უფრო ნაკლები ნანომეტრია. მათი წყარო, როგორც წესი, ავტომობილის გამონაბოლქვია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 15:34

მსოფლიო

ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 იანვარი 2020, 15:08

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ესპანეთი შტორმი

21 იანვარი 2020, 15:08

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მექსიკა მესაზღვრეები მიგრანტები

21 იანვარი 2020, 15:07

მსოფლიო

მექსიკაში აშშ-ში მიმავალი ასობით მიგრანტი არ შეუშვეს

ინციდენტი გვატემალის და მესიკის საზღვარზე მოხდა. მესაზღვრეებმა მიგრანტებს ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგ მათ მდინარე სუჩიატეს ფეხით გადაკვეთა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ისინი კი, ვინც საზღვარზე გადასვლა მოახერხეს, დააკავეს.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 14:49

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უხანში 6-მდე გაიზარდა. 227 ადამინი კი კლინიებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უხანის მერის ჩჟოუ სიანვანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 227 ადამიანიდან 51 მძიმედაა, ხოლო 12 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 14:46

მსოფლიო

წულუკიანი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად აპირებს ჩართვას

„რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე, მინისტრს მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, 2012 წელს არ ვგულისხმობ, საარჩევნო კამპანიაში. მე ვაპირებ ამას“, - თქვა წულუკიანმა.

21 იანვარი 2020, 14:22

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.