imedi /  20 დეკემბერი 2019, 12:37 / სანდო წყარო

ბოკერია: „ქართული ოცნების“ ინიციატივა თამაშის წესს არ ცვლის

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა თამაშის წესს არ ცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება რეალურ ნაბიჯს არ გადადგამს, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელდება, გარეთ კი იზოლაცია გაღრმავდება.

„ივანიშვილის გუნდის შიგნით რღვევა გრძელდება. მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივას სერიოზულად ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ის თამაშის წესს არ ცვლის. 12 დეპუტატით მეტი საიდან იქნება არჩეული, ეს არაფერს ცვლის, პროპორციულობა არის საკვანძო საკითხი. გარდა ამისა, გაირკვა, რომ თურმე საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი ჰქონიათ. თუ ეს ასეა, მაშინ კლასიკური გერმანული მოდელი მივიღოთ, რომელიც, მათი თქმით, თავადაც მოსწონთ, უბრალოდ საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ უზრუნველყოფენ. ივანიშვილიც ხვდება, რა მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ აკეთებენ ამ რაღაც მანევრებს. ეს არასერიოზულია, მაგრამ აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ხვდებიან, რა ელით მომავალში, თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. მათ უკან უნდა წაიღონ ის შეურაცხყოფა, რაც ხალხს მიაყენეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელდება, გარეთ კი იზოლაცია გაღრმავდება“, - აცხადებს ბოკერია.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50 მანდატამდე შემცირდება.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

საკონსტიტუციო სასამართლო

28 იანვარი 2020, 13:39

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლო პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პირადობის მოწმობის გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა, აიდი ბარათების გაცემა ელექტრონული მატარებლით, ე.წ ჩიპით

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 13:29

საქართველო

ვახტანგ გომელაური: უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? რატომ გაუშვეს?

„რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის“, - აღნიშნა გომელაურმა. კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა კიტა იზორია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, გომელაურმა უპასუხა, რომ ის პატრულ-ინსპექტორს უნდა დაესაჯა.

რაგბი

28 იანვარი 2020, 13:07

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება

საარჩევნო ყრილობის გადატანის მიზეზი პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის შეტანილი განცხადებები გახდა, რომელთაც ითხოვეს მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა.

ზაალ მიქელაძე

28 იანვარი 2020, 12:56

საქართველო

მინისტრი: ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კორონავირუსზე უსაფრთხოების ზომები დაცულია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის თქმით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის მიღებულია ზომები. მინისტრის განმარტებით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე საგანგებო სიტუაციისა და ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 12:50

ძალოვნები

შს მინისტრი: ლევან იზორიას ძმასთან ინციდენტში მონაწილე პოლიციელს მტკიცებულებები გენინსპექციაში ან პროკურატურაში უნდა წარედგინა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ 6 წლის წინ მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოს შენახვა და ახლა გამოქვეყნება მიუღებელია.

ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი

28 იანვარი 2020, 12:30

ტაბლოიდი

ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს შვილი შეეძინათ

„იმედიას“ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და „მის სა­ქარ­თვე­ლო“ ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი მშობ­ლე­ბი გახდნენ. წყვი­ლს გოგო შეეძინა. ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი 2019 წელს დაქორწინდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე

28 იანვარი 2020, 12:24

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, უხანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი, აქედან გამომდინარე, არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბელგიის მეფე

28 იანვარი 2020, 12:00

ტაბლოიდი

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია RTBF მეფის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. დელფინა ბოელმა დედისგან ბარონესა სიბილ დე სელისგან 18 წლისამ შეიტყო, რომ ის ალბერტ II-ს უკანონო შვილი იყო.

პროკურორი

28 იანვარი 2020, 11:43

საქართველო

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის 2 კანდიდატს უსმენენ

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასუბრება მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭო დღეს რაულ გაბისონიასა და მერაბ გამყრელიძეს უსმენს. თანამდებობის დასაკავებლად და კომპეტენციის დასადასტურებლად მათ საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

პრინცი ენდრიუ

28 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

პრინცის დაკითხვა პროკურატურას და FBI-ს სურთ, რომლებიც ენდრიუს ადვოკატებს დაუკავშირდნენ, მაგრამ პრინცი თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ბუკინგემის სასახლეში საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან საქმით ენდრიუს ადვოკატები არიან დაკავებულები.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2020, 11:28

საქართველო

ნათია თურნავა სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაციას „შავ პიარს“ უწოდებს

„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ. ვფიქრობ, ეს არის აგორებული „შავი პიარი“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს, თითქოს არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ტყუილს უწოდებს.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 11:22

საქართველო

თურნავა: ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა, მთავრობამ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს. „მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი

28 იანვარი 2020, 11:21

საქართველო

სააკაშვილი: ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რაებს მეძახდა და მეც არ დამიკლია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუბაზ სანიკიძესთან მოულოდნელი ალიანსის შესახებ ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

NBA-ს ლოგო

28 იანვარი 2020, 10:29

სპორტი

მილიონზე მეტი ადამიანი NBA-ს ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლას ითხოვს

პეტიცია ვებგვერდზე Change.org ვინმე ნიკ ემმა შექმნა. ავტორის თქმით, ლოგოზე კალათბურთელის სილუეტის გამოსახულებით მისი მემკვიდრეობა უკვდავი გახდება. პეტიციას ხელი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 09:58

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორნავირუსმა 2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა. ექიმები ეჭვობენ, რომ ვირუსი კიდევ 6973 ადამიანს აქვს, 60 პაციენტი საავადამყოფოებიდან გაწერეს. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 44 132 ადამიანი რჩება.

აშშ ხანძარი

28 იანვარი 2020, 09:35

მსოფლიო

აშშ-ში ნავსადგომზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ალაბამას შტატში ნავსადგომზე გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა ხანძარმა, რომელიც სწრაფად გავრცელდა, 35 ნავი გაანაადგურა. შემთხვევა ჯექსონის ოლქში დილით მოხდა. 7-მა ადამიანმა წყალში გადახტომა მოასწრო. ისინი მაშველებმა გადაარჩინეს და საავადამყოფოში არიან გადაყვანილები.

თურქეთი მიწისძვრა

28 იანვარი 2020, 08:59

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან 45 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 08:40

მსოფლიო

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაშიც დადასტურდა

ახალი ტიპის კორნავირუსმა ჩინეთიდან გერმანიამდე მიაღწია. დაავადების პირველი შემთხვევა ბავარიაში დადასტურდა. პაციენტი კაცი იზოლირებულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, გაფრთხილებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

ამინდის პროგნოზი

28 იანვარი 2020, 08:26

საქართველო

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეიდან საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა გაიზრდება, ხოლო ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. უახლოესი დღეების განმავლობაში თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

ავარია

28 იანვარი 2020, 08:16

ძალოვნები

თბილისში ავარიას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარდნილი ავტომობილი მცირეწლოვანს და მის ბაბუას დაეჯახა. ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, ბაბუის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.