imedi /  23 დეკემბერი 2019, 08:01 / სანდო წყარო

თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მერვე მინისტერიალი გაიმართება

საქართველო აზერბაიჯანი თურქეთი

23 დეკემბერს თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხევდრას უმასპინძლებს.

შეხვედრა რიგით მერვე მინისტერიალია სამმხრივ ფორმატში გაიმართება. მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგს სხვადასვხა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.
აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგებლებთან.
 

ყველა სიახლე

ზუგდიდი

27 იანვარი 2020, 12:45

ძალოვნები

ზუგდიდში 65 წლამდე კაცმა შშმ გოგო გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 1955 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც გაირკვა, 22 წლამდე გოგო შშმ პირია და შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 12:35

მსოფლიო

ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად $9 მილიარდამდე დახარჯავს

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ და ჯანდაცვის ნაციონალურმა კომისიამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 60,33 მილიარდი იუანი ($8,74მილიარდი) გამოყო. ამის შესახებ Reutars-ი ფინანსთა სამინისტროს მერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გენერალური პროკურატურა

27 იანვარი 2020, 12:28

საქართველო

გენპროკურატურასთან ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ აქცია იმართება

„შოთაძის დაბრუნება დანაშაულია“ - ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გენერალურ პროკურატუტასთან აქცია გამართა. ისინი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებენ.

27 იანვარი 2020, 12:22

საქართველო

თბილისის საკრებულოსთან აქცია იმართება

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. იქ არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ისინი 23 იანვარს დედაქალაქის საკრებულოში მომხდარ ჩხუბს აპროტესტებენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

გიგი წერეთელი

27 იანვარი 2020, 12:21

საქართველო

გიგი წერეთელი სენატორ ვიკერის წერილზე: მდგომარეობა ძალიან სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს სხვა შემთხვევაში ვითარება უფრო გამძაფრდება.

ნავთობის ფასი

27 იანვარი 2020, 12:13

ეკონომიკა

ნავთობის ფასი ბარელზე $60 ჩამოსცდა

Brent-ის ტიპის ნავთობზე, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, ბარელზე ფასი $60 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ვარდნის ტენდენციას ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

ოთარ კახიძე

27 იანვარი 2020, 12:05

საქართველო

კახიძე: ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს

კახიძე ელის, რომ მომდევნო შეხვედრაზე მმართველი გუნდი წარადგენს საარჩევნო სისტემის ისეთ ვერსიას, რომელშიც დაცული იქნება პროპორციულობის პრონციპი, რაც გულისხმობს პოლიტიკური ძალის მიერ არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციული რაოდენობით შესვლას პარლამენტში.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 11:56

მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა

ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ტიპის „კორონავირუსის“ მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა. დიაგნოზი ექიმებმა ჩინეთიდან ჩასულ 21 წლის ქალს დაუსვეს. ის სიდნეიში ქალაქ უხანიდან, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია, პირდაპირი რეისით ჩავიდა. ქალი კლინიკაში თავად მივიდა, როგორც კი შესაბამისი სიმპტომები შენიშნა.

ჩინეთი ჯარი

27 იანვარი 2020, 11:52

ეკონომიკა

ჩინეთმა იარაღის წარმოების მოცულობით რუსეთს გაუსწრო

SIPRI-ს ინფორმაციით, 2017 წელს იარაღის უმსხვილეს მწარმოებელთა ოცეულში 11 ამერიკული, 6 ევროპული და სამი რუსული კომპანია შედიოდა. ახლა ოთხივე ჩინური კომპანია ტოპ-ოცეულში, სამი მათგანი კი პირველ ათეულში შედის.

ფრონტერა

27 იანვარი 2020, 11:36

ეკონომიკა

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

დღეს გამართულ ბრიფინგზე, თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას 11 თვის დავალიანება აქვს. როგორც დაზარალებულები განმარტავენ, ისინი სამსახურიდან 17 დეკემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

გომარ სიხარულიძე

27 იანვარი 2020, 11:30

კულტურა

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე იყო. დაწერილი აქვს არაერთი მუსიკალური ნაწარმოები როგორც ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები.

სათამაშოები

27 იანვარი 2020, 11:29

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ადგილობრივ ბაზარზე ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების ხარისხის შემოწმებას იწყებს. მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება.

გრიპის ვირუსი

27 იანვარი 2020, 11:23

საქართველო

საქართველოში გრიპის ვირუსების გავრცელების მეორე ტალღას ელოდებიან

საქართველოს კლინიკებში ვირუსებზე მიმართვიანობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია. იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, არ ფიქსირდება გართულების შემთხვევები, პაციენტების უმეტესობას კი B ტიპის ვირუსი აღენიშნება.

ბექა ნაცვლიშვილი ფრონტერა

27 იანვარი 2020, 11:16

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილმა კომპანია „ფრონტერაზე“ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ელჩს წერილი გაუგზავნა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილით მიმართავს.

ჩხუბი საკრებულოში

27 იანვარი 2020, 11:05

ძალოვნები

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გამოკითხეს

ავთანდილ ცინცაძესთან სამართალდამცველებს კითხვები 24 იანვარს, საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტზე ჰქონდათ. დეპუტატის განცხადებით, ფაქტი ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო. საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე გუშინ ლევან ხაბეიშვილიც გამოიკითხა.

დიდთოვლობა

27 იანვარი 2020, 11:02

საქართველო

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი სწავლის პროცესი განახლდა

მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი დღეს განახლდა. დიდთოვლობის გამო 17 სკოლაში სწავლა შეწყვეტილი იყო. ხულოს რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.

მიწისძვრა თურქეთში

27 იანვარი 2020, 10:56

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა

45 ადამიანი დანგრეული შენობებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ მეტ გადარჩენილ მოქალაქეს იპოვიან. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.

ფოსტალიონი

27 იანვარი 2020, 10:34

მსოფლიო

იაპონელი ფოსტალიონი 24 ათას წერილს სახლში ინახავდა

გამოძიების ცნობით, საუბარია 24 ათასამდე წერილზე, რომელიც მან ადრესატს არ მიუტანა. როგორც ბრალდებული 61 წლის კაცი ამბობს, ბევრი წერილის დარიგება რთულია, მას კი არ სურდა, ახალგაზრდა ფოსტალიონებზე ნაკლები შესაძლებლობების წარმოჩენა.

ირაკლი შოთაძე

27 იანვარი 2020, 10:18

ძალოვნები

გენპროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დღეიდან იწყება

გასაუბრების შემდეგ პროცედურების სრული დაცვით შეირჩევა ის კანდიდატურა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. თავისი კანდიდატურა მოხსნა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ, რომელმაც მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს გამოუცხადა, შესაძლოა, ანალოგიური გადაწყვეტილება, იურისტმა გელა ჩივაძემაც მიიღოს.

კობი ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 10:12

სპორტი

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტს: ძალიან ადრე წახვედი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს ეხმაურება. „ძალიან ადრე წახვედი. ძალიან ვწუხვარ. ძალიან ბევრს გაუტეხე გული და ატირე. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, - წერს ფაჩულია.