imedi /  23 დეკემბერი 2019, 12:18 / სანდო წყარო

გახარიამ და ჩავუშოღლუმ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

მევლუთ ჩავუშოღლუ გიორგი გახარია

მევლუთ ჩავუშოღლუ
გიორგი გახარია

ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ და ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვეს საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს. აღინიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა თბილისში, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს.

საქართველოს პრემიერმინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.

საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანს, რომლის ნაწილის - ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ხაზგასმაა.

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო

29 იანვარი 2020, 09:20

მსოფლიო

მაიკ პომპეო უკრაინაში 30 იანვარს ჩავა

მაიკ პომპეო არა მარტო აშშ-ის მთავრობის პირველი პირი გახდება, რომელიც კიევს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩავა, არამედ პირველი ჩინოსანიც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდა.

ლამინგტონი

29 იანვარი 2020, 08:56

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ნამცხვრების სწრაფად ჭამის კონკურსის მონაწილე გარდაიცვალა

ავსტრალიაში 60 წლის ქალი ცნობილი ავსტრალიური დესერტის „ლამინგტონის“ სწრაფად ჭამის ჩემპიონატზე დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ჰერვი-ბეიში მოხდა, სადაც ავსტრალიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. ნამცხვრის ჭამისას ქალს ეპილეფსიური შეტევა დაემართა.

ჯასტინ ბიბერი

29 იანვარი 2020, 08:40

კულტურა

ჯასტინ ბიბერი ახალ ალბომს უშვებს

ჯასტინ ბიბერმა თავისი ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა. Instagram-ის გვერდზე კანადელი მომღერალი წერს, რომ ალბომი, სახელწოდებით Changes 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს გამოვა.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 08:30

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 26-ით, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა კი 1500-ით მოიმატა. ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის გერმანიაშიც, სადაც ვირუსით უკვე 4 ადამიანია ინფიცირებული.

სალომე ზურაბიშვილი

29 იანვარი 2020, 08:10

საქართველო

ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო.

ცოტნე გამსახურდია

29 იანვარი 2020, 00:50

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: თურქეთში ცოტნე გამსახურდიაზე გავრცელებული ცნობა „ფეიკნიუსია“

ზურაბიშვილის ადმინისტრაცია „ფეიკნიუსად“ აფასებს ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას. კვარაცხელიამ თქვა, რომ ცოტნე გამსახურდია, რომელიც თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ და მასთან მხოლოდ დედამისს უშვებენ.

ვაქცინა

29 იანვარი 2020, 00:47

ტექნოლოგიები

ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.

რუსული პასპორტი

29 იანვარი 2020, 00:45

ტაბლოიდი

რუსმა ვალების გამო ვიანობა 11-ჯერ შეიცვალა, ბოლოს კი ტრამპის გვარით დააკავეს

ის, რომ კაცი ხშირად იცვლიდა გვარს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ავტოინსპექციამ გააჩერა. სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ მართვის მოწმობასა და პასპორტში სხვადასხვა გვარი ეწერა. ის მონაცემეთა ბაზაში გადაამოწმეს და გაირკვა, რომ კაცს რვა პასპორტი და მართვის რამდენიმე მოწმობა ჰქონდა.

იამაიკა მიწისძვრა

29 იანვარი 2020, 00:29

მსოფლიო

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:10 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 117,4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კობი ბრაიანტი

29 იანვარი 2020, 00:21

მსოფლიო

Empire State Building-ი კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ გაანათეს

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობა Empire State Building-ი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო, მისი კალათბურთის გუნდის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფერებში განათდა. 41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.

კობა კობალაძე

29 იანვარი 2020, 00:10

საქართველო

კობალაძე: მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2020, 23:41

საქართველო

მდინარაძე: ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს თემირლან მაჩალიკაშვილის სახელით სპეკულირება აწყობს

„ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს აწყობს ამ სახელითა და გვარით სპეკულირება. რთულია გარდაცვლილ ადამიანზე და მის ბრალეულობაზე საუბარი, მაგრამ ისინი მაინც მაინც კადრულობენ, იკადრებენ და მიჰყვებიან ამ პიარ-სქემას“, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

28 იანვარი 2020, 23:33

ძალოვნები

კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი: კითხვაზე თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი პასუხი გაცემულია

ირაკლი ჩიმაკაძის თქმით, აჰმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში რამდენიმე ჯგუფი ეხმარებოდა - როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. მისი განცხადებით, ჩატაევი თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით თითქმის ოთხი დღის განმავლობაში მიდიოდა და მან საქართველოს ტერტორიაზე შემოსასვლელად მწვანე ზოლი გამოიყენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

28 იანვარი 2020, 23:21

ძალოვნები

პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს

პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ხელმოწერებია გაკეთებული. პროკურორის თქმით, მთლიან ოქმში მაჩალიკაშვილის რამდენიმე ხელმოწერაა.

მაჰმუდ აბასი

28 იანვარი 2020, 23:11

მსოფლიო

პალესტინა და „ჰამასი“ ტრამპის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი და მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საუკუნის შეთანხმებას“ მხარს არ დაუჭერენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სტივენ კინგი

28 იანვარი 2020, 22:40

კულტურა

სტივენ კინგმა „ოსკარის“ ორგანიზატორები რასიზმში დაადანაშაულა

ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა „ოსკარის“ დაჯილდოების ორგანიზატორები თეთრკანიანი კანდიდატებისადმი მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს. კინგის თქმით, წარსულში რასობრივი კუთხით „ოსკარზე“ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო შექმნილი.

პიოტრ ტოლსტოი

28 იანვარი 2020, 22:16

მსოფლიო

რუსი დეპუტატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ტოლსტოის კანდიდატურის განხილვა ორ ტურად გაიმართა, ვინაიდან პირველ ტურში მის დანიშვნას 101 მომხრე და 71 წინააღმდეგი ჰყავდა, რაც ვიცეპრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი არაა.

ავტოსაგზაო შემთხვევა

28 იანვარი 2020, 22:00

ძალოვნები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას ერთი ახალგაზრდა დაშავდა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დონალდ ტრამპი

28 იანვარი 2020, 21:39

მსოფლიო

ტრამპის იდეაა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმედღიანი ანონსის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების გეგმა წარადგინა. ტრამპის ინიციატივაა, რომ შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.

ნიკოლას პარსონსი

28 იანვარი 2020, 21:30

კულტურა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარსონსის აგენტის ჟან დაიმონდის განცხადებით, რადიოწამყვანის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა. 1967 წლიდან პარსონსს BBC Radio 4-ზე გადაცემა Just A Minute მიჰყავდა.