imedi /  23 დეკემბერი 2019, 13:06 / სანდო წყარო

ნაციონალები Facebook-ის მიერ ანგარიშების გაუქმებაზე აუდიტის სამსახურს მიმართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, რომ შეისწავლოს Facebook-ის მიერ დაბლოკილ ქართული გვერდებისა და ანგარიშების საკითხი. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს უკრძალავს ისეთი დაფინანსების განხორციელებას, რომელიც აღემატება 60 000 ლარს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ.

„ყველა სხვა შემთხვევაში ხდება თანხების ბიუჯეტში მიმართვა და იმ პირების დაჯარიმება, რომლებმაც კანონმდებლობის ეს მოთხოვნები დაარღვიეს. ამიტომ გვინდა, მივმართოთ აუდიტის სამსახურს, დაუყონებლივ მოხდეს გამოძიება. დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც „ფეისბუქის“ ანგარიშებშია მითითებული. ჩვენ ვნახავთ, რომ ესენი არ არიან ცალკეული პირები, ეს არის მთელი ორგანიზიებული ჯგუფი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტია აუდიტის სამსახურს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად რამდენიმე დღეში მიმართავს. 

Facebook-მა საქართველოში ხელისუფლებასთან დაკავშირებული 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 დოლარი დახარჯეს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თანხა მმართველი გუნდის მიმართ ლოიალურად განწყობილმა სუბიექტებმა დახარჯეს და არ დახარჯულა ის ბიუჯეტიდან. 

სარეკლამო კომპანია „პანდამ“, რომელთან დაკავშირებული გვერდებიც Facebook-მა რამდენიმე დღის წინ წაშალა, ვიდეომიმართვა გაავრცელა. კომპანიის თქმით, ისინი სოციალურ ქსელში დიდ რესურსებს ფლობენ, რომელსაც აქირავებენ, თუმცა მედიაში ინფორმაცია „არასწორი ინტერპრეტაციით“ გავრცელდა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

18 თებერვალი 2020, 10:55

ეკონომიკა

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად ჩინეთში Toyota და Mazda დაბრუნდა

იაპონელი ავტომწარმოებლები ჩინეთის ბაზარზე ბრუნდებიან. Kyodo-ს ცნობით Toyota უკვე მეორე მსოფლიო ბრენდია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩინეთში, ქალაქ ტიანცზინში ამ ბრენდის საწარმო მთელი დატვირთვით ამუშავდა. ასევე კომპანიამ გახსნა საწარმოები ჩანჩუნსა და გუანჩჟოუში. 24 თებერვლიდან ჩინეთის ბაზარზე საწარმოო პროცესს განაახლებს ავტოკონცერნი Mazda.

ლიუ ჩჟიმინი

18 თებერვალი 2020, 10:49

მსოფლიო

უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ სოციალურ ქსელში გაჩნდა. თუმცა, შემდეგ შესაბამისი პოსტი წაშალეს. სამშაბათის დილას კი ჟურნალისტები მის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე ის გარდაიცვალა.

ნათია მეზვრიშვილი

18 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით საბჭომ 2020 წელის პრიორიტეტულ მიმართულებებად გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა განსაზღვრა.

რომან გოცირიძე

18 თებერვალი 2020, 10:39

საქართველო

რომან გოცირიძე: საერთაშორისო საზოგადოებას ვეუბნებით, რომ დარბაზში პრობლემა ვერ წყდება და პრობლემის გადამწყვეტი ერთ-ერთი მექანიზმი ქუჩა გახდა

მისი თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ყოფნა. „ბოიკოტი არის გაწერილი კანონში, რეგლამენტი თვითონ არის კანონი და ეს არის უკიდურესი ფორმა, რომლითაც ამომრჩეველს და საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნები, რომ დარბაზში პრობლემა ვერ წყდება, ამიტომ დღეს პრობლემის გადამწყვეტი ერთ-ერთი მექანიზმი ქუჩა გახდა, - განაცხადა გოცირიძემ.

ნიკ მეისონი

18 თებერვალი 2020, 10:35

კულტურა

Pink Floyd-ის ვარსკვლავ ნიკ მეისონის სახლი ხულიგნების სამიზნე გახდა

ბრიტანული როკ-ჯგუფის Pink Floyd-ის 76 წლის ვარსკვლავი ნიკ მეისონი ლონდონში საკუთარ სახლს აქირავებს. უძრავი ქონების სააგენტო Sonder-ი მომხმარებელს სახლში ხმაურიანი საღამოების გამართვას სთავაზობს. Evening Standart-ის ცნობით, ნიკ მეისონის სახლი ხულიგნების სამიზნე გახდა, რის გამოც ცნობილ როკ-ვარსკვლავს მეზობლები უჩივიან. გიფორდ-სტრიტზე მდებარე სახლში მუსიკოსი ადრე ინსტრუმენტებს ინახავდა, შემდეგ კი მოტოციკლების კოლექციას.

18 თებერვალი 2020, 10:33

საქართველო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ცოტა ხნის წინ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მცირე ინციდენტი მოხდა.სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან კამათი მოჰყვა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

18 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

აკაკი ბობოხიძე: „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე კომფორტულად მისვლის საშუალება არ ექნება

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე კომფორტულად მისვლის საშუალება არ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანა პიკეტირება არ არის, არამედ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, „სწორედ არჩევნებზე უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ „ქართული ოცნების" ბედი“, - აღნიშნა ბობოხიძემ.

18 თებერვალი 2020, 10:02

მსოფლიო

ფინეთში რუსი ბიზნესმენის ქონება დააყადაღეს

მალნიკოვის მფლობელობაში მყოფი ობიექტები რუსეთს შესაძლოა ფინეთში სამხედრო ინტერვენციისთვის გამოეყენებინა. 2018 წელს Airiston Helmi-ს კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელშიც 400-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

18 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. ტყეში დამწვარი ავტომობილი იპოვეს.

18 თებერვალი 2020, 09:28

ძალოვნები

მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში დაეხმარებოდა.

18 თებერვალი 2020, 09:20

საქართველო

სტოკჰოლმში ბიზნესის, მედიისა და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მდგრადობის სტანდარტების გაძლიერებაზე შეხვედრები გაიმართა

პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ეგიდით სტოკჰოლმში ბიზნესის, მედიისა და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან 20 შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ კორპორაციული პასუხისმგებლობის შვედური პრაქტიკა გაიზიარა და რეკომენდაციები მიიღო.

ჯეფ ბეზოსი

18 თებერვალი 2020, 09:08

მსოფლიო

ჯეფ ბეზოსი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად $10 მილიარდს დახარჯავს

ფონდს ბეზოსი 10 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. სოლიდური თანხით მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკოაქტივისტები დაფინანსდებიან, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვიან. დღეისათვის ბიზნესმენის ქონება 130 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კორონავირუსი

18 თებერვალი 2020, 08:56

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

პარალელურად, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 72 436 შემთხვევაა გამოვლენილი. ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ახალი კორონავირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია ინფიცირებული.

ამინდის პროგნოზი

18 თებერვალი 2020, 08:41

საქართველო

დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს. მომდევნო დღეებშიც უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

თამარ არჩუაძე

18 თებერვალი 2020, 08:32

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის შეფასებით, სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. თამარ არჩუაძის თქმით, მზარდი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ მაჩვენებელზე დადებითად აისახება.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 08:23

საქართველო

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის

ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცებას კანონმდებელთა 76 ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს, ოპოზიცია კი მას უნდობლობას უცხადებს. ისინი პროტესტის ნიშნად, არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

ოპოზიცია პიკეტი

18 თებერვალი 2020, 08:14

საქართველო

ოპოზიცია დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

ოპოზიცია დღეს ისევ პარლამენტის ბლოკირებას გეგმავს. ისინი სირცხვილის დერეფნის მეშვეობით აპირებენ დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ბლოკირების მიუხედავად, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.

პარლამენტი

18 თებერვალი 2020, 08:01

საქართველო

არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას მომდევნო წლის სამოქმედო გეგმასაც გააცნობს. ანგარიშში ძირითადი აქცენტები გაკეთდება საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე.

ხოსეპ ბართომეუ

18 თებერვალი 2020, 00:45

სპორტი

„ბარსელონას“ პრეზიდენტს ტროლებისთვის მილიონი ევროს გადახდაში ადანაშაულებენ

მედიაში გავრცელებული ცნობით, საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ სხვადასხვა სოციალური ქსელის რამდენიმე ანგარიშისთვის 1 მილიონი ევრო გადაიხადა, რათა კლუბის პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს რეპუტაცია დაეცვა და პარალელურად ლიონელ მესის, ხერარდ პიკეს, პეპ გვარდიოლას და „ბარსას“ სხვა ლეგენდების იმიჯი შეელახა, რომლებიც მომავალ ზაფხულს გასამართ გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ბართომეუს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ფონტს უჭერენ.

laureus პრემია

18 თებერვალი 2020, 00:22

სპორტი

ლიონელ მესის და ლუის ჰემილტონს Laureus-ის პრემია გადაეცათ

ლიონელ მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც laureus-ის პრემია მიიღო. laureus-ის პრემია 2000 წელს დაარსდა და მისი მფლობელები გახდნენ - ხუთჯერ როჯერ ფედერერი, ოთხჯერ უსაინ ბოლტი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, ორჯერ ტაიგერ ვუდსი და მიხაელ შუმახერი, ხოლო თითოჯერ ლენს არმსტრონგი და სებასტიან ფეტელი.