imedi /  24 დეკემბერი 2019, 10:45 / სანდო წყარო

The Washington Times: საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული ქვეყანაა

The Washington Times

Washington Times-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. მისი ავტორი ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელია. ის ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკასა და სტრატეგიულ გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. 

,,ქართველი ხალხი, რომელიც მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე დგას, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. აკავშირებს რა ერთმანეთთან კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს, საქართველოს რამდენიმე პორტი ევრაზიასა და ატლანტიკურ ოკეანეს შორის შავიზღვისპირეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაკავშირებელს წარმოადგენს“, - წერია სტატიაში​.

ერელი საქართველოს მიღწევებზეც წერს და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ტარდება, საერთაშორისო რეიტინგებში კი თბილისის პოზიციები საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

„გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით”, - წერს ყოფილი დიპლომატი.

მისივე თქმით, გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. ,,რუსეთის სამხედრო ძალები და მათი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოს მე-2 უმსხვილესი წყაროა. გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებულმა ძალებმა ყური უგდონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და თავი შეიკავონ ძალადობრივი დემონსტრაციებისგან“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

მიწისძვრა

24 იანვარი 2020, 23:53

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრას ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. თურქეთის აღმოსავლეთით, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა.

ბორის ჯონსონი

24 იანვარი 2020, 23:22

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა Brexsit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა Brexsit-ის შესახებ კანონს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერა. BBC-ის ცნობით, პრემიერს ბრიტანეთის დროშის ფერებში ეცვა და დოკუმენტს ხელი Parker-ის კალმით მოაწერა. ბრიტანეთის პრემიერმა ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არსებული კამათი და უთანხმოება დასრულდება.

კახა კალაძე

24 იანვარი 2020, 23:04

საქართველო

კახა კალაძე: ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია.

კოსმოსი

24 იანვარი 2020, 22:37

ტაბლოიდი

ისტორიაში პირველად ასტრონავტებმა კოსმოსში ორცხობილა გამოაცხვეს

ასტრონავტები კრისტინა კოხი და ლუკა პარმიტანო ისტორიაში შევლენ როგორც პირველი ადამიანები, რომლებმაც კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. გასული წლის ბოლოს, შობის დღესასწაულამდე კოხმა და პარმიტანომ 5 ორცხობილა მოამზადეს. ამასთან, მათ თავიანთი ნახელავი არ გაუსინჯავთ.

24 იანვარი 2020, 22:18

საქართველო

ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა რეგიონის მასშტაბით სრული დატვირთვით მუშაობს. ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 40 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. მუშაობას სამსახური გვიან ღამემდე გააგრძელებს.

ამირა გამყრელიძე

24 იანვარი 2020, 22:00

საქართველო

ამირან​ გამყრელიძ​ე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ზონაშია

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

ბოლივია კუბა

24 იანვარი 2020, 21:46

მსოფლიო

ბოლივიამ კუბასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა

ბოლივიის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირეკო ნუესმა კუბასტან დიპლომატიური კავშირის შესახებ განაცხადა, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი კუბის საგარეო მინისტრის მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები გახდა.

ლუკა მაისურაძე

24 იანვარი 2020, 21:20

სპორტი

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 21 წლის მაისურაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ვანო რევაზიშვილი ვაზარით დაამარცხა, რომელიც ახლა ვედათ ალბაირაქის სახელით და გვარითაა ცნობილი.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 20:58

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებულ კიდევ ერთ ადამიანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ვირუსის მეორე შემთხვევა ილინოისის შტატში გამოვლინდა. აშშ-ში საშიში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა 21 იანვარს გავრცელდა.

პრომოდი

24 იანვარი 2020, 20:53

ეკონომიკა

ქალის ტანსაცმლის ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

ქალის ტანსაცმლის ფრანგული ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბრენდის Facebook-ზე გავრცელდა. Promod-ი Adress-ის ჯგუფშია, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე უცხოური ბრენდის ოფიციალური შემომყვანია.

გიორგი შარვაშიძე

24 იანვარი 2020, 20:47

საქართველო

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

მისი თქმით, დისერტაციაში გამოყენებული აქვს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არის საჯარო დოკუმენტი და მისი გამოყენება სქოლიოში მითითების გარეშეა შესაძლებელი. შარვაშიძის განცხადებით, სქოლიოსთვის განკუთვნილ ადგილზე არა, თუმცა მას მაინც აქვს აღნიშნული, რომ ეს არის კოლექტიური შრომა.

24 იანვარი 2020, 20:26

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.

მოძრაობა გზებზე

24 იანვარი 2020, 20:07

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 19:35

მსოფლიო

ჩინეთის მთავრობამ კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოაცხადა

ჩინეთის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა. ამრიგად, კარანტინი 41 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 830 ადამიანია.

წყალბურთი

24 იანვარი 2020, 19:21

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში ერთბურთიანი სხვაობით, 8:9 დამარცხდნენ.

24 იანვარი 2020, 18:53

საქართველო

ზელიმხან წუწაშვილი: პანკისელი ვისური მუთოშვილს ოჯახი მკვლელზე შურისძიებას გეგმავს

პანკისში დაპირისპირებულ გვარებს შორის ერთი კვირის განმავლობაში დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა.დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან შურისძიება მხოლოდ იმ პირზე მოხდება, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები 37 წლის ვისური მუთოშვილს მიაყენა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 იანვარი 2020, 18:41

ძალოვნები

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.სარჩელი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში დღეს შეიტანა. სადავოა 256-ე მუხლი.

რატი იონათამაშვილი

24 იანვარი 2020, 18:37

საქართველო

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი გახდა

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტად დღეს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე თხუთმეტმა დელეგატმა ერთადერთი კანდიდატი რატი იონათამიშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. იონათამიშვილმა ამ თანამდებობაზე შალვა მაისურაძე შეცვალა,

მადაგასკარი, წყალდიდობა

24 იანვარი 2020, 18:19

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიკარგა მადაგასკარზე ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო. მომხდარზე ინფორმაციას მადაგასკარის რისკების და სტიქიური მოვლენების მართვის ბიურო (BNGRC) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 17:54

საქართველო

უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა. მისი თქმით ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.