imedi /  24 დეკემბერი 2019, 10:51 / სანდო წყარო

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საკრებულო დაპირისპირება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მოხდა. ისინი ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ნაციონალი“ ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიას სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.

ყველა სიახლე

პერის ჰილტონი

19 იანვარი 2020, 14:05

კულტურა

პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

38 წლის ტელევარსკვლავის, პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, YouTube Originals-ის მიერ გადაღებული ფილმის, This is Paris-ის პრემიერა მაისში შედგება. ფილმი რეჟისორმა ალექსანდრა დინმა გადაიღო.

დიდი ბრიტანეთი ირანი

19 იანვარი 2020, 13:45

მსოფლიო

ირანელი კანონმდებლები დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტებას ითხოვენ

ირანელმა პარლამენტარებმა კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესუსტებას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრიი მედია წერს.

მარკუეინ მალინი

19 იანვარი 2020, 12:53

საქართველო

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილს უგზავნის. გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენი „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

iPhone 11

19 იანვარი 2020, 12:38

ტექნოლოგიები

iPhone11-ში ადგილმდებარეობის დადგენის სრული ბლოკირება იქნება შესაძლებელი

ოპერაციული სისტემა iOS 13.3.1-ის ბეტა ვერსიაში, შესაძლებელი იქნება ჩიპ U1-ის გათიშვა, რომელიც მომხმარებლის ადგილმდებარეობას გეოლოკაციის ფუნქციის გათიშვის დროსაც ადგენს. ამის შესახებ გამოცემა Mashable წერს. ჩიპი U1 მუშაობისას ფართოზოლიან კავშირს იყენებს, რომელიც გეოლოკაციას 5-10 სანტიმეტრის სიზუსტით ადგენს.

მიგრანტთა ბანაკი

19 იანვარი 2020, 11:52

ძალოვნები

იტალიაში, მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ გრადისკა დ'იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 16 იანვარს გრადისკა დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო.

ჩინეთი

19 იანვარი 2020, 11:40

მსოფლიო

ჩინეთმა კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოავლინა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება. 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უჰანში, ინფიცირებულთა რაოდენობა 62-ს შეადგენს.

რიანა A$AP Rocky

19 იანვარი 2020, 11:20

ტაბლოიდი

ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ რიანა A$AP Rocky-სთან შენიშნეს

მეგობარ კაცთან, მილიარდერ ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ მომღერალი რიანა რეპერ A$AP Rocky-სთან შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. რიანა და A$AP Rocky ბრუკლინში საქველმოქმედო საღამო 2020 Yams Day-ს დაესწრნენ, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთირებებზე დამოკიდებულთა დასახმარებლად ზედიზედ მეხუთედ გაიმართა.

ენდრიუ პიკი

19 იანვარი 2020, 11:03

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პიკმა თეთრი სახლი 17 იანვარს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.

Amazon

19 იანვარი 2020, 11:00

ტექნოლოგიები

WSJ: Amazon-ი ხელის სკანირებით გადახდის სისტემას ქმნის

ინტერნეტგაყიდვების გიგანტი Amazon-ი ​ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალებს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. კომპანია ახალი ტიპის ტერმინალების კაფეებში და სწრაფი კვების რესტორნებში განთავსებას გეგმავს.

თურქეთი ევროკავშირი

19 იანვარი 2020, 10:33

ეკონომიკა

მედია: ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

ამავე წყაროს ინფორმაციით, ანკარა პროგრამის ფარგლებში 168 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც 150 დემოკრატიის და სასამართლო სისტემის განვითარებას უნდა მოხმარდეს, 18 მილიონი კი სოფლების განვითარებისთვის გაითვალისწინეს.

კონორ მაკგრეგორი

19 იანვარი 2020, 10:02

სპორტი

კონორ მაკგრეგორმა დონალდ სერონე დაამარცხა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტურნირზე ამერიკელი დონალდ სერონე დაამარცხა. ლას-ვეგასში გამართული ორთაბრძოლა პირველი რაუნდის მე-40 წამზე ნოკაუტით დასრულდა.

ნიკოლას მადურო

19 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

მადურომ აშშ-თან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-თან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დონალდ ტრამპს მისი მრჩევლები და ადმინისტრაციის წევრები უშლიან ხელს.

იემენი ჰუსიტები

19 იანვარი 2020, 09:15

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბაზაზე ჰუსიტების თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ქალაქ მარიბში ​მეამბოხე ჰუსიტები სამხედრო საწვრთნელ ბაზას დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საშუალებით განხორციელდა და მას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით ადამიანი კი დაიჭრა.

ილონ მასკი

19 იანვარი 2020, 09:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი ავრცელებს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.

ნათლისღება ბათუმი

19 იანვარი 2020, 08:43

საქართველო

აჭარაში ნათლისღება აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.

ნათლისღება

19 იანვარი 2020, 08:29

საქართველო

დღეს ნათ­ლის­ღე­ბაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2020, 08:17

მსოფლიო

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტი 2020 წლის არჩევნებში ჩარევის უტიფარი მცდელობაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური პასუხი გამოაქვეყნეს და მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიაზე სახიფათო შეტევა უწოდეს. მათი თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უტიფარ მცდელობას წარმოადგენს.

სელინ დიონი

19 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

სელინ დიონი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში სცენაზე გავიდა

51 წლის კანადელი მომღერლის დედა, ტერეზა 17 იანვარს გარდაიცვალა. თუმცა ამის მიუხედავად სელინ დიონმა მისი ტურნეს ფარგლებში მაიამიში დაგეგმილი კონცერტი არ გააუქმა და თაყვანისმცემლებს მომხდარის შესახებ შოუს მსვლელობისას გულახდილად ესაუბრა.

კონცერტი პარიზში

19 იანვარი 2020, 00:13

კულტურა

პარიზის ოპერის მუსიკოსებმა საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე კონცერტი გამართეს

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო. აქციები პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული და 70-მდე ქალაქში იმართება, ჯამში კი 500-დან 800 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

ძმები მაკლინები ნიჩბოსნობა

18 იანვარი 2020, 23:35

სპორტი

შოტლანდიელმა ძმებმა ატლანტის ოკეანე გადაცურეს და 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ამით ძმებმა 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ისინი პირველი 3 ძმა გახდნენ, ვინც ოკეანე გადაცურეს, ყველაზე სწრაფი ტრიო, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ყველაზე ახალგაზრდა ტრიო, რომელმაც ეს ოკეანე წარმატებით დალაშქრა.