imedi /  24 დეკემბერი 2019, 11:33 / სანდო წყარო

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება. ახალი ინიციატივის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

სიტყვით მიმართვისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაზე ისაუბრა: „ჩვენ ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ჩემი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დანამატების ბიუჯეტი გაოთხმაგდება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას“, - აღნიშნა მინისტრმა და ამერიკელ პარტნიორებს, ასევე „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდს“ დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების დღის დაწესების გარდა, მათ პატივსაცემად ცნობიერების ასამაღლებელი კვირეულიც მოეწყობა.

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ხელმძღვანელობამ საქართველოს ხელისუფლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ვახშამზე უმასპინძლა და მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და მომავლის გეგმები გააცნო. ფონდის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, კომპანია „სილქნეთი“ 2020 წლიდან, ნაცვლად 100 000 ლარისა, ყოველწლიურად 300 000 ლარს გაიღებს.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსთან და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ აქტიურად თანამშრომლობენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. ბიზნესსექტორი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების, მათი ოჯახების, განსაკუთრებით დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგას.

დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი Wounded Warrior Support Foundation 2016 წლის 25 მარტს დაარსდა. მოგვიანებით, ბენეფიციართა კონტინგენტის, ასევე პოტენციური დონორების წრის გაფართოების მიზნით, ფონდის განვითარებაში კერძო სექტორის ჩართვა მიზანშეწონილი გახდა. 2018 წლის ივლისიდან ფონდს კომპანია „სილქნეთი“ ხელმძღვანელობს. ფონდმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ვეტერანების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. 2019 წლის განმავლობაში ფონდმა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის, რეაბილიტაციის, განათლების, საცხოვრებელი სახლის ადაპტირების ფარგლებში სხვადასხვა პროექტი დააფინანსა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 23:08

მსოფლიო

ჩინეთში „კორონავირუსით“ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1372-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 41 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს დილიდან ქვეყნის 25 პროვინციაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადეს.

ბრაზილია, მეწყერი

25 იანვარი 2020, 22:39

მსოფლიო

ბრაზილიაში მეწყერმა 14 ადამიანი იმსხვერპლა

ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა ბრაზილიაში შტატ მინას-ჟერაისში 14 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას TV Globo მთავარ სამხედრო კომენდანტ როდრიგო როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით ძლიერი წვიმების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2,5 ათასი სახლის გარეშე დარჩა.

თბილისის აეროპორტი

25 იანვარი 2020, 21:52

საქართველო

თბილისის აეროპორტში მგზავრებს „კორონავირუსზე“ ამოწმებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კორონავირუსის“ გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ეპიდემოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შეუერთდნენ.

გიორგი ვოლსკი

25 იანვარი 2020, 21:50

საქართველო

გიორგი ვოლსკი: საქართველოში 200-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა რეგისტრირებული

„რაც შეეხება „ფრონტერას“, ეს კომპანია საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და იმ პერიოდიდან გვესაუბრებიან საქართველოში გაზისა და ნავთობის დიდ მარაგზე. მე შიგნით არ ჩავიხედავ, არ ვიცი, ვინ არის მართალი, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, თუ „ფრონტერა“, მაგრამ ყველამ იცის, რომ სტოქჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში იხილება ეს საკითხი.

ბარსელონა იუვენტუსი

25 იანვარი 2020, 21:39

სპორტი

„ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ ფეხბურთელები გაცვალეს

კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალურმა „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ ფეხბურთელები გაცვალეს. იტალიურ კლუბში €8,2 ტრანსფერით, 19 წლის თავდამსხმელი ალეხანდრო მარკესი გადავიდა, ხოლო ესპანურ კლუბში 21 წლის ჰავბეკ მათეუსი, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში ფრანგული „დიჟონის“ სახელით გამოდიოდა.

გიორგი ვოლსკი

25 იანვარი 2020, 21:30

საქართველო

გიორგი ვოლსკი: აშშ ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

„აშშ ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა, ვინაიდან ჩვენი განვითარებისა და უსაფრთხოების სტაბილურობის მექანიზმი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აშშ-სთან ურთიერთობით“, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში სტუმრობისას.

25 იანვარი 2020, 21:08

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში შეფერხებაა

Downdetector-ის მონაცემების თანახმად, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები ჩივიან, რომ სოციალური ქსელი მათ ექაუნთებიდან აგდებს და თავიდან სთხოვს ავტორიზაციას. ზოგიერთი მათგანი ქსელში თავიდან შედის, თუმცა ზოგი ავტორიზაციის გავლას ვერ ახერხებს.

თურქეთი, მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 20:31

მსოფლიო

თურქეთში შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 43 ადამიანი გამოიყვანეს

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 43 ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას Daily Sabah თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ნანგრევებიდან გამოიყვანეს ასევე ორი ქალი, რომლებმაც მიწიძვრის შემდეგ ნანგრევების ქვეშ 17 და19 საათი გაატარეს.

მოტომრბოლი ედვინ სტრავერი

25 იანვარი 2020, 19:56

სპორტი

მოტომრბოლი ედვინ სტრავერი „დაკარზე“ მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა

ჰოლანდიელი მოტომრბოლი ედვინ სტრავერი გარდაიცვალა ტრავმებისგან, რომელიც 2020 წლის 16 იანვარს „დაკარის“ რბოლის მე-11 ეტაპის დროს მიიღო. ის უკვე მეორე მოტომრბოლია, რომელიც საუდის არაბეთში „დაკარის“ რბოლისას მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. 48 წლის მრბოლელი ვერ გაუმკლავდა მართვას და მოტოციკლიდან ჩამოვარდა.

ხანძარი

25 იანვარი 2020, 19:32

მსოფლიო

საფრანგეთის ზოოპარკში ხანძარს ცხოველები ემსხვერპლნენ

60-მდე ღამურა და რამდენიმე რეპტილია დაიწვა საფრანგეთში ზოოპარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას რადიოსადგური France Bleu ზოოპარკის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს. ხანძარი ზოოპარკში პარიზის დროით დილის 8:00-ზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მოხდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა.

დედამიწის მაგნიტური ველი

25 იანვარი 2020, 19:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის მაგნიტური ველის ასაკი დაადგინეს

დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელია. სწორედ ის ეხმარება ცხოველებს ორიენტირებაში და გვიცავს კოსმოსური გამოსხივებისგან. ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ მაგნიტური ველი დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პირობა იყო, თუმცა აქამდე არავინ იცოდა როდის გაჩნდა ეს ველი.

ბაღდადი

25 იანვარი 2020, 18:44

მსოფლიო

სამართალდამცველებმა ბაღდადში დემონსტრანტების ბანაკი დაარბიეს

სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, ამის შემდეგ კი ტაჰრირის მოედნიდან ბარიკადების და კარვები აღება დაიწყეს. მომიტინგეთა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ენდი სერკისი

25 იანვარი 2020, 18:24

კულტურა

მსახიობი ენდი სერკისი BAFTA-ს საპატიო ჯილდოს მიიღებს

BAFTA-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსახიობმა ეკრანზე ბევრი ცნობილი გმირი გააცოცხლა და ტექნოლოგია Motion Capture-ის პიონერი იყო. სწორედ ასე განასახიერა სერკისმა გოლუმი პიტერ ჯექსონი ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“, უზენაესი ლიდერი სნოუკი „ვარსკვლავურ ომებში“ და ცეზარი „მაიმუნების პლანეტაში“.

ფრენების შეჩერება

25 იანვარი 2020, 18:02

საქართველო

თბილისში ჩინეთიდან დაგეგმილი ავიარესები გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ინფორმაცია Imedinews თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს. დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

გველის შხამი

25 იანვარი 2020, 17:46

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში ბიოლოგებმა გველის შხამი ხელოვნურად შექმნეს

ნიდერლანდებში, ბიოლოგების ჯგუფმა გველის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, შექმნეს მათი ჯირკვლების ხელოვნური ანალოგი, რომელშიც შხამი იწარმოება. მეცნიერების შეფასებით, ლაბორატორიაში მიღებული შედეგი ახალი წამლებისა და ანტიდოტების წარმოქმნას დააჩქარებს. მეცნიერებმა ამ თემაზე ანალიტიკური მასალა გამოცემა Cell-ში გამოაქვეყნეს.

საკანი

25 იანვარი 2020, 17:24

ძალოვნები

გუგეშაშვილების საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში 2018 წლის თებერვალში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა. საქმის გახსნის შესახებ 24 იანვარს გახდა ცნობილი.

უხანი საავადმყოფოს მსენებლობა

25 იანვარი 2020, 16:53

მსოფლიო

უხანში კორონავირუსით დაავადებულებისთვის მეორე საავადმყოფოს ააშენებენ

დროებითი სამკურნალო დაწესებულება 1 300 ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი აშენება 15 დღეში იგეგმება. მანმდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მთვარობა კორონავირუსით დაავდებულებისთვის 1000 ადამიანზე გათვლილ საავადმყოფოს აშენებს. სავარაუდოდ, იქ პაციენტების მიღებას უკვე 3 თებერვლიდან შეძლებენ.

ძარცვა

25 იანვარი 2020, 16:33

მსოფლიო

სლოვაკეთის ნაციონალური მუზეუმიდან მილიონი ევროს ღირებულების მონეტები მოიპარეს

სლოვაკეთში, ბრატისლავას ნაციონალური მუზეუმიდან მილიონი ევროს ღირებულების საკოლექციო მონეტები დაიკარგა. ინფორმაციას რუსული მედია სლოვაკეთის სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა პავოლ ჩორბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამოძიების დასრულებამდე უწყება საკუთარი პოზიციის გამოხატვისგან თავს შეიკავებს.

კარიესი

25 იანვარი 2020, 16:15

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კარიესთან ბრძოლის ახალი მეთოდი შექმნეს

ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანის ნერწყვში არსებული პეპტიდი H5-ის მოდიფიკაცია შექმნეს. პეპტიდური ლაქი კბილებზე დამცავ ფირს ქმნის და მათ კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისგან იცავს. მეცნიერების მტკიცებით, ნივთირება კბილის ემალში შედის და აღადგენს მას.

25 იანვარი 2020, 15:43

საქართველო

საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება

კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები.