imedi /  25 დეკემბერი 2019, 17:36 / სანდო წყარო

საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა

ადამ შანთაძე

ადამ შანთაძე

მუსლიმთა საბჭომ სრულიად საქართველოს მუფთად ადამ შანთაძე აირჩია. საბჭო 19 წევრისგან შედგებოდა და აქედან მას მხარი ცამეტმა დაუჭირა. სულ სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.

ადამ შანთაძის არჩევის შემდეგ, სამუფთო პროტესტის ნიშნად ოთხმა ადამიანმა დატოვა. ესენი არიან მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე, პრესსამსახურის უფროსი ოთარ ნადირაძე, სამუფთოს გამომცემლობის ხელმძღვანელი გელა გოგიტიძე, განათლებისა და ფეტვის განყოფილების უფროსი რეზო მიქელაძე. მათი ნაწილი ამბობს, რომ ადამ შანთიძე სუსის მიერ არის დანიშნული. 

ადამ შანთაძე ყოფილი მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე იყო. ის ხუთი წლით აირჩიეს. 

ყველა სიახლე

ბელგიის მეფე

28 იანვარი 2020, 12:00

ტაბლოიდი

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია RTBF მეფის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. დელფინა ბოელმა დედისგან ბარონესა სიბილ დე სელისგან 18 წლისამ შეიტყო, რომ ის ალბერტ II -ეს უკანონო შვილი იყო.

პროკურორი

28 იანვარი 2020, 11:43

საქართველო

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის 2 კანდიდატს უსმენენ

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასუბრება მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭო დღეს რაულ გაბისონიასა და მერაბ გამყრელიძეს უსმენს. თანამდებობის დასაკავებლად და კომპეტენციის დასადასტურებლად მათ საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

პრინცი ენდრიუ

28 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

პრინცის დაკითხვა პროკურატურას და FBI-ს სურთ, რომლებიც ენდრიუს ადვოკატებს დაუკავშირდნენ, მაგრამ პრინცი თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ბუკინგემის სასახლეში საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან საქმით ენდრიუს ადვოკატები არიან დაკავებულები.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2020, 11:28

საქართველო

ნათია თურნავა სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაციას „შავ პიარს“ უწოდებს

„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ. ვფიქრობ, ეს არის აგორებული „შავი პიარი“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს, თითქოს არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ტყუილს უწოდებს.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 11:22

საქართველო

თურნავა: ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა, მთავრობამ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს. „მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი

28 იანვარი 2020, 11:21

საქართველო

სააკაშვილი: ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რაებს მეძახდა და მეც არ დამიკლია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუბაზ სანიკიძესთან მოულოდნელი ალიანსის შესახებ ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

NBA-ს ლოგო

28 იანვარი 2020, 10:29

სპორტი

მილიონზე მეტი ადამიანი NBA-ს ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლას ითხოვს

პეტიცია ვებგვერდზე Change.org ვინმე ნიკ ემმა შექმნა. ავტორის თქმით, ლოგოზე კალათბურთელის სილუეტის გამოსახულებით მისი მემკვიდრეობა უკვდავი გახდება. პეტიციას ხელი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 09:58

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორნავირუსმა 2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა. ექიმები ეჭვობენ, რომ ვირუსი კიდევ 6973 ადამიანს აქვს, 60 პაციენტი საავადამყოფოებიდან გაწერეს. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 44 132 ადამიანი რჩება.

აშშ ხანძარი

28 იანვარი 2020, 09:35

მსოფლიო

აშშ-ში ნავსადგომზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ალაბამას შტატში ნავსადგომზე გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა ხანძარმა, რომელიც სწრაფად გავრცელდა, 35 ნავი გაანაადგურა. შემთხვევა ჯექსონის ოლქში დილით მოხდა. 7-მა ადამიანმა წყალში გადახტომა მოასწრო. ისინი მაშველებმა გადაარჩინეს და საავადამყოფოში არიან გადაყვანილები.

თურქეთი მიწისძვრა

28 იანვარი 2020, 08:59

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან 45 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 08:40

მსოფლიო

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაშიც დადასტურდა

ახალი ტიპის კორნავირუსმა ჩინეთიდან გერმანიამდე მიაღწია. დაავადების პირველი შემთხვევა ბავარიაში დადასტურდა. პაციენტი კაცი იზოლირებულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, გაფრთხილებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

ამინდის პროგნოზი

28 იანვარი 2020, 08:26

საქართველო

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეიდან საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა გაიზრდება, ხოლო ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. უახლოესი დღეების განმავლობაში თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

ავარია

28 იანვარი 2020, 08:16

ძალოვნები

თბილისში ავარიას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარდნილი ავტომობილი მცირეწლოვანს და მის ბაბუას დაეჯახა. ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, ბაბუის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 08:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

ევროპის სასახლეში იგეგმება ასევე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმათავს.

დაჭრა

28 იანვარი 2020, 00:55

ძალოვნები

თბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მადაგასკარი

28 იანვარი 2020, 00:15

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, მადაგასკარზე წყალდიდობას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი დააზარალა.

27 იანვარი 2020, 23:55

მსოფლიო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნის

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავს ამერიკელი სამხედროები, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დემონტაჟი

27 იანვარი 2020, 23:17

საქართველო

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე.

ლევან იზორია

27 იანვარი 2020, 23:10

საქართველო

ლევან იზორიამ მის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტი განმარტა

დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი ძმის, ვახტანგ იზორიასა და პატრულის პოლიციელ გიორგი დვალიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე მან ინცინდენტის ამოწურვის შემეგ გაიგო და ამ საკითხში არ ჩარეულა.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2020, 22:31

საქართველო

ზალკალიანი: უკანონო ქმედებებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.