Imedi /  27 დეკემბერი 2019, 10:29 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახური: სოცქსელში გავრცელებული პატიმრების წამების კადრები 2012 წლამდეა გადაღებული

პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. 

სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბიინფორმაცია. კერძოდ - ციხეში პატიმრის წამების ამსახველი კადრები, რომლებიც გადაღებულია 2012 წლამდე, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება როგორც ახალი კადრები.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ კადრები არის 2012 წლამდე გადაღებული, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ მასში ასახულ ციხის თანამშრომლებს სისტემაში იმ პერიოდისთვის არსებული უნიფორმები აცვიათ. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყალბი, ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ კადრებში მონაწილე ციხის თანამშრომლების - ბორის ფარულავა (იგივე ბასტი) და ლევან ფხალაძე (იგივე ბუბუ) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (წამება) დადგა განაჩენი.

აქვე განვმარტავთ, საქმის მასალების მიხედვით, ეს არის 2012 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, ორგანიზებითა და ინსცენირებით გადაღებული კადრები.

კერძოდ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის 01 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა გასაჯაროვებულიყო.

ადეიშვილმა, იცოდა რა რომ ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება იმოქმედებდა იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა, შეემუშავებინა სცენარი/გეგმა, რომლის თანახმადაც, ციხეში პატიმართა წამება უნდა დაბრალებოდა პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნებას“. სწორედ ამ სცენარის მიხედვით გადაღებული და გავრცელებული კადრები დაიდო დღეს სოციალურ ქსელში, როგორც „ციხის ახალი კადრები“, - წერია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. 

ყველა სიახლე

ენდი სერკისი

25 იანვარი 2020, 18:24

კულტურა

მსახიობი ენდი სერკისი BAFTA-ს საპატიო ჯილდოს მიიღებს

BAFTA-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსახიობმა ეკრანზე ბევრი ცნობილი გმირი გააცოცხლა და ტექნოლოგია Motion Capture-ის პიონერი იყო. სწორედ ასე განასახიერა სერკისმა გოლუმი პიტერ ჯექსონი ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“, უზენაესი ლიდერი სნოუკი „ვარსკვლავურ ომებში“ და ცეზარი „მაიმუნების პლანეტაში“.

ფრენების შეჩერება

25 იანვარი 2020, 18:02

საქართველო

თბილისში ჩინეთიდან დაგეგმილი ავიარესები გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ინფორმაცია Imedinews თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს. დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

გველის შხამი

25 იანვარი 2020, 17:46

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში ბიოლოგებმა გველის შხამი ხელოვნურად შექმნეს

ნიდერლანდებში, ბიოლოგების ჯგუფმა გველის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, შექმნეს მათი ჯირკვლების ხელოვნური ანალოგი, რომელშიც შხამი იწარმოება. მეცნიერების შეფასებით, ლაბორატორიაში მიღებული შედეგი ახალი წამლებისა და ანტიდოტების წარმოქმნას დააჩქარებს. მეცნიერებმა ამ თემაზე ანალიტიკური მასალა გამოცემა Cell-ში გამოაქვეყნეს.

საკანი

25 იანვარი 2020, 17:24

ძალოვნები

გუგეშაშვილების საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში 2018 წლის თებერვალში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა. საქმის გახსნის შესახებ 24 იანვარს გახდა ცნობილი.

უხანი საავადმყოფოს მსენებლობა

25 იანვარი 2020, 16:53

მსოფლიო

უხანში კორონავირუსით დაავადებულებისთვის მეორე საავადმყოფოს ააშენებენ

დროებითი სამკურნალო დაწესებულება 1 300 ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი აშენება 15 დღეში იგეგმება. მანმდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მთვარობა კორონავირუსით დაავდებულებისთვის 1000 ადამიანზე გათვლილ საავადმყოფოს აშენებს. სავარაუდოდ, იქ პაციენტების მიღებას უკვე 3 თებერვლიდან შეძლებენ.

ძარცვა

25 იანვარი 2020, 16:33

მსოფლიო

სლოვაკეთის ნაციონალური მუზეუმიდან მილიონი ევროს ღირებულების მონეტები მოიპარეს

სლოვაკეთში, ბრატისლავას ნაციონალური მუზეუმიდან მილიონი ევროს ღირებულების საკოლექციო მონეტები დაიკარგა. ინფორმაციას რუსული მედია სლოვაკეთის სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა პავოლ ჩორბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამოძიების დასრულებამდე უწყება საკუთარი პოზიციის გამოხატვისგან თავს შეიკავებს.

კარიესი

25 იანვარი 2020, 16:15

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კარიესთან ბრძოლის ახალი მეთოდი შექმნეს

ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანის ნერწყვში არსებული პეპტიდი H5-ის მოდიფიკაცია შექმნეს. პეპტიდური ლაქი კბილებზე დამცავ ფირს ქმნის და მათ კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისგან იცავს. მეცნიერების მტკიცებით, ნივთირება კბილის ემალში შედის და აღადგენს მას.

25 იანვარი 2020, 15:43

საქართველო

საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება

კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები.

ჯენიფერ ენისტონი

25 იანვარი 2020, 15:32

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა სერიალ „მეგობრების“ თაყვანისცემლებს სიურპრიზი მოუწყო

ენისტონმა გადასაღები მოედანი მოინახულა, სადაც 10 წლის განმავლობაში სერიალ „მეგობრებზე“ მუშაობდა. ახლა პავილიონი Warner Brothers-ის ექსპოზიციის ნაწილია და იქ ექსკურსიები ეწყობა. მსახიობი ცნობილი დივანის უკან დაიმალა და მასზე სურათის გადასაღებად მოკალათებულებს აკვირვებდა.

ვერტმფრენი MH-60

25 იანვარი 2020, 15:11

მსოფლიო

იაპონიაში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი წყალზე დაჯდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ვერტმფრენი MH-60 იაპონიაში წყალზე დაჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Nippon-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ინციდენტი ოკინავას პრეფექტურის ნაპირიდან 170 კილომეტრში მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟის ხუთივე წევრი იაპონელმა სამხედროებმა გადაარჩინეს.

გიორგი გახარია

25 იანვარი 2020, 14:50

საქართველო

გიორგი გახარიამ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს”, - წერს პრემიერი. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი 2020, 14:41

ძალოვნები

ლევან ხაბეიშვილის დაზიანებებს ექსპერტიზა შეამოწმებს

მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს , რადგან ოპოზიციონერ დეპუტატს ოპონენტები ჯგუფურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს მოხდა.

ჩინეთი ვირუსი

25 იანვარი 2020, 14:18

საქართველო

რას ყვება ჩინეთში, კორონავირუსის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქე

ჩინეთის ქალაქი უჰანში, რომელიც საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება, დიპლომატიური უწყება კი საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

ბრაიან ბაბინი

25 იანვარი 2020, 14:09

საქართველო

პრემიერმინისტრს წერილით კიდევ ერთმა კონგრესმენმა მიმართა

ბაბინი მის კოლეგებს ადამ კინზინგერსა და გერი კონოლის, რომლებმაც 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კონგრესმენი ფიქრობს , რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია და ამის გამო წუხილს გამოთქვამს.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

25 იანვარი 2020, 13:49

მსოფლიო

ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, დააკავეს

„32 წლის წინ ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული თვითმფრინავი, მაგრამ ბოდიში ჩვენთვის არავის მოუხდია. ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ეს გააკეთა, მედლითაც კი დააჯილდოვეს, მაშინ, როდესაც ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ციხეში ზის“, - აღნიშნა ზარიფმა.

კოსმოსური ძალების ემბლემა

25 იანვარი 2020, 13:33

ტაბლოიდი

აშშ-ის კოსმოსური ძალების ემბლემა ცნობილი სერიალის ლოგოტიპს მიამსგავსეს

ტრამპმა ემბლემა Twitter-ზე წარადგინა, სოცქსელის მომხმარებლებმა კი აღნიშნეს, რომ ლოგო პოპულარული სერიალის „ვარსკვლავური გზა“ სიმბოლიკას ჰგავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები 2019 წლის 21 დეკემბერს დააფუძნა.

შეხვედრა ვაშინგტონი

25 იანვარი 2020, 12:49

საქართველო

USAID-ი საქართველოში 7 მილიონი დოლარის საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ USAID-ი საქართველოში ახალ, 5-წლიან პროექტს განახორციელებს.

ტოჩინოშინი

25 იანვარი 2020, 12:47

სპორტი

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე კიდევ ერთი შეხვედრა დათმო

ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. ტურნირს მე-14 დღეს ლევან გორგაძე სეკივაკე ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ ტურნირზე მისი ბალანსი 5:9-ზე გახდა.

Forever 21

25 იანვარი 2020, 12:21

ეკონომიკა

კომპანია Simon Property-ს Forever 21-ის შეძენა სურს

ამერიკული კომპანია Simon Property Group-ს, რომელიც კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე საქმიანობს, კომპანია Forever 21 Inc.-ის შეძენა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. Forever 21-ის მაღაზიების მართვაში​ Simon-ის გარდა Authentic Brands Group LLC-იც იქნება ჩართული.

კენდალ დივიში კნუტები გადარჩენა

25 იანვარი 2020, 12:01

ტაბლოიდი

კანადელმა მიწაზე მიყინული კნუტები ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ვიდეო

შემთხვევა ალბერტაში მოხდა. ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როცა 3 კნუტი დაინახა. დივიშმა კნუტები ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს მიაბარა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.